დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვის ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 476 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/07/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 03/07/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №467
2009 წლის 3 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვის ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე” ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრმა სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელებისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების აკრედიტებული პროგრამების გავლის მიზნით ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განახორციელოს მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ და სარეკლამო ორგანიზაციებთან „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის პროგრამებისათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან (ორგანიზაციული კოდი – 32 06 02).
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები