დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| მესტიის მუნიციპალიტეტში გზებისა და სკოლების მშენებლობის, აგრეთვე სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 463 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/06/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 463, 29/06/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №463
2009 წლის 29 ივნისი
ქ. თბილისი
მესტიის მუნიციპალიტეტში გზებისა და სკოლების მშენებლობის, აგრეთვე სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის შესახებ
1. მესტიის მუნიციპალიტეტში გზებისა და სკოლების მშენებლობის, აგრეთვე სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობამ უზრუნველყოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებული მესტიის სატყეო უბნის ლახამურის № 2 სარეინჯეროში 1000მ3 სამასალე მერქნის მისაღებად საჭირო ტყეკაფის გამოყოფის, მოჭრისა და დამზადების სამუშაოების შესრულება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებათა განხორციელებისათვის საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – სატყეო დეპარტამენტმა უზრუნველყოს 1000მ3 სამასალე მერქნის მისაღებად საჭირო ტყეკაფის გამოყოფის შეთანხმება და მისი ათვისების კონტროლი.
3. განკარგულების შესაბამისად 1000მ3 სამასალე მერქნის დამზადების შედეგად მიღებული საშეშე მერქანი მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გამოიყენოს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები