დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| გარე განათებისა და წყლის ტუმბოების ელექტროენერგიის დავალიანების დაფარვის მიზნით ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 745 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 09/10/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 09/10/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება №745
2009 წლის 9 ოქტომბერი
ქ. თბილისი
გარე განათებისა და წყლის ტუმბოების ელექტროენერგიის დავალიანების დაფარვის მიზნით ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
1. გორის, კასპის, ქარელის, ხაშურისა და მცხეთის მუნიციპალიტეტების დევნილთა დასახლებებში გარე განათებისა და წყლის ტუმბოების ელექტროენერგიის დავალიანების დაფარვის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გორის, კასპის, ქარელის, ხაშურისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებს გამოუყოს 13 899 (ცამეტი ათას რვაას ოთხმოცდაცხრამეტი) ლარი, მათ შორის:
ა) გორის მუნიციპალიტეტს – 4 484 (ოთხი ათას ოთხას ოთხმოცდაოთხი) ლარი;
ბ) კასპის მუნიციპალიტეტს – 464 (ოთხას სამოცდაოთხი) ლარი;
გ) ქარელის მუნიციპალიტეტს – 2 716 (ორი ათას შვიდას თექვსმეტი) ლარი;
დ) ხაშურის მუნიციპალიტეტს – 326 (სამას ოცდაექვსი) ლარი;
ე) მცხეთის მუნიციპალიტეტს – 5 909 (ხუთი ათას ცხრაას ცხრა) ლარი.
2. განკარგულების შესრულების კონტროლი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელონ საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულებმა – გუბერნატორებმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები