დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მდ. ალაზანზე ხადორი-2 ჰესის მშენებლობის” საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშისაგან გათავისუფლების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 460 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/06/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 23/06/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №460
2009 წლის 23 ივნისი
ქ. თბილისი
„მდ. ალაზანზე ხადორი-2 ჰესის მშენებლობის” საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშისაგან გათავისუფლების შესახებ
შპს „ფერი” ახორციელებს ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას. 2001 წელს ხადორი ჰესის მშენებლობისათვის საწარმომ მოიპოვა „გარემოსდაცვითი ნებართვა”, რომელიც მოიცავს ხადორი-2 ჰესის საამშენებლო ტერიტორიასაც. ინვესტორების მოძიების მიზნით აღნიშნულ პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს 2005 წლიდან. მშენებლობის დაწყების ვადად განსაზღვრულია ა.წ. 15 ივლისი. ვადის გადაწევა გამოიწვევს მთლიანად პროექტის გადავადებას მომავალი წლის გაზაფხულისათვის, რაც განაპირობებს უცხოელ ინვესტორებთან შეთანხმების დარღვევას. შესაბამისად, ეჭვქვეშ დადგება პროექტის განხორციელების საკითხი. საერთო- სახელმწიფოებრივი ინტერესები მოითხოვს, რომ საქმიანობა დაიწყოს დაუყოვნებლივ.
ზემოაღნიშნულ ღონისძიებათა დასაჩქარებლად ,,გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის საფუძველზე გათავისუფლდეს „მდ. ალაზანზე ხადორი-2 ჰესის მშენებლობის” საქმიანობა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშისაგან.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები