დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ქუთაისი-სოხუმის მაგისტრალური გაზსადენის 26-27-ე კმ-ზე ავარიული უბნის რეაბილიტაციის” საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშისაგან გათავისუფლების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 459 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/06/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 23/06/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №459
2009 წლის 23 ივნისი
ქ. თბილისი
,, ქუთაისი- სოხუმის მაგისტრალური გაზსადენის 26-27- ე კმ- ზე ავარიული უბნის რეაბილიტაციის” საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშისაგან გათავისუფლების შესახებ
საქართველოს მოსახლეობის და საწარმოების ენერგომატარებლებით უზრუნველყოფისა და სახელმწიფოს უსაფრთხოების ხელშეწყობის მიზნით შპს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია” ახორციელებს საქართველოს გაზმომარაგების სისტემის მაგისტრალური გაზსადენების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტებს. იმის გათვალისწინებით, რომ საკითხი ეხება გაზიფიკაციის პრობლემის გადაწყვეტასა და საქართველოს ენერგომატარებლებით უზრუნველყოფას, საერთო-სახელმწიფოებრივი ინტერესები მოითხოვს, რომ საქმიანობა დაიწყოს დაუყოვნებლივ.
ზემოაღნიშნულ ღონისძიებათა დასაჩქარებლად ,,გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის საფუძველზე გათავისუფლდეს ,,ქუთაისი-სოხუმის მაგისტრალური გაზსადენის 26-27-ე კმ-ზე ავარიული უბნის რეაბილიტაციის” საქმიანობა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშისაგან.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები