2009-2010 წლების ზამთრის პერიოდისათვის იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების სათბობი შეშით უზრუნველყოფის შესახებ

  • Word
2009-2010 წლების ზამთრის პერიოდისათვის იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების სათბობი შეშით უზრუნველყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 742
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/10/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 09/10/2009
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
  • Word
742
09/10/2009
გამოუქვეყნებელი, 0, 09/10/2009
000000000.00.00.000000
2009-2010 წლების ზამთრის პერიოდისათვის იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების სათბობი შეშით უზრუნველყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

აქართველოს მ ავრობის

განკარგულება 742

2009 წლის 9 ოქტომბერი

ქ. თბილისი

2009-2010 წლების ზამთრის პერიოდისათვის იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების სათბობი შეშით უზრუნველყოფის შესახებ

იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების სათ­ბო­ბი შეშით უზრუნველყოფის მიზნით:

1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რე­სურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებუ­ლებამ – სატყეო დეპარტამენტმა (შემდგომში – სატყეო დეპარ­ტამენტი) უზრუნველყოს სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონ­დის ტერიტორიაზე 2009-2010 წლების ზამთრის სეზონისათვის სათბობი შეშის გასაცემად გამოყოფილი ტყეკაფების ფონ­დი­დან, რეგიონალური სატყეო სამმართველოების მეშვე­ობით, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამი­ნისტრო­­სა­თვის ტყეკაფების დამაგრება და სათბობი შეშის გა­ცემა მოქ­მედი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. საჭიროების შემთხვევაში სატყეო დეპარტამენტი უფ­ლებამოსილია, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს (იძულებით გადაადგილებული პირების – დევ­ნი­ლე­ბისათვის) საშეშე მერქნის დამატებით გამოყოფის შესახებ არგუმენტირებული მოთხოვნის საფუძველზე განახორციელოს სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის მიკროუბნებში, შესაძ­ლებლობის ფარგლებში, საშეშე კატეგორიის ხეების აღრიცხვა (მონიშვნა), აღრიცხვა-შეფასების მაუწყებელში მონიშნული ხე­ების ადგილმდებარეობის (სატყეო უბანი, კვარტალი, ლიტერი) მითითებით შეტანა, ხეების დამაგრება და გაცემა რეგიონა­ლური სატყეო სამმართველოების მეშვეობით.

3. სატყეო დეპარტამენტის მიერ სათბობი შეშის გაცემა (იძულებით გადაადგილებული პირების – დევ­ნილებისათვის) გან­­ხორციელდეს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლე­ბის სამინისტროს არგუ­მენ­ტირე­ბული მოთხოვნის საფუძველ­ზე.

4. გამოყოფილ ტყეკაფებში საშეშე მერქნის დამზადებისა და ტყეკაფიდან ტრანსპორტირების განხორციელებისათვის სა­ქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონ­დი­დან საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამი­ნი­სტროს გამოუყოს 315 000 (სამას თხუთმეტი ათასი) ლარი.

5. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინი­სტ­რომ საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შე­სა­ხებ საქართველოს კანონით მისთვის გათვალისწინებული ასი­გნებებიდან 129 503 (ას ოცდაცხრა ათას ხუთას სამი) ლარი მიმართოს გამოყოფილ ტყეკაფებში საშეშე მერქნის დამზა­დე­ბისა და ტყეკაფიდან ტრანსპორტირებისათვის.

6. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სა­მი­ნისტრომ ამ განკარგულების მე-5 პუნქტით გათვალის­წინებული ღო­ნისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებელად შესრუ­ლე­ბისათვის საჭირო სახელმწიფო შესყიდვები განახორ­ცი­ე­ლოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ქვეპუნქტის შესაბა­მისად.

7. ცნობად იქნეს მიღებული, რომ საქართველოს ლტოლ­ვილ­თა და განსახლების სამინისტრო მოსაკრებლების სისტე­მის საფუძვლების შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხ­ლის შესაბამისად არ წარმოადგენს ბუნებრივი რესურსებით სარ­გებლობისათვის მოსაკრებლის გადამხდელს.

პრემიერ-მინისტრი                                                                                            ნ. გილაური