დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ქალაქისათვის სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან სესხის აღების ნებართვის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 740 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 09/10/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 09/10/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება №740
2009 წლის 9 ოქტომბერი
ქ. თბილისი
მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ქალაქისათვის სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან სესხის აღების ნებართვის მიცემის შესახებ
1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის (სმგფ) მიერ იაპონური არასაპროექტო გრანტის ფარგლებში შეძენილი ექსკავატორ-მტვირთავები (JCB 4CX SM) გადაეცემა შემდეგ მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქს: ოზურგეთს, ქუთაისს (2 ერთეული), საგარეჯოს, სიღნაღს, მცხეთას, ონს, ლენტეხს, წალენჯიხას, ახალციხეს, მარნეულსა და კასპს. გადაცემა მოხდება სმგფ-ს სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დამტკიცებული პირობებით.
2. ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 50-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქს მიეცეთ ნებართვა აიღონ სესხი სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისაგან ცხრილში მოყვანილ შემდეგ მოცულობათა მიხედვით:
| მუნიციპალიტეტები და თვითმმართველი ქალაქი | სესხის მოცულობა |
| ოზურგეთი | 83,407.17 |
| ქუთაისი (2 ერთეული) | 167,084.33 |
| საგარეჯო | 84,283.17 |
| სიღნაღი | 84,451.17 |
| მცხეთა | 84,079.17 |
| ონი | 84,151.17 |
| ლენტეხი | 84,211.17 |
| წალენჯიხა | 83,341.17 |
| ახალციხე | 84,361.17 |
| მარნეული | 84,361.17 |
| კასპი | 83,941.17 |
| სულ | 1,007,671.99. |
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები