დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს, წარმოდგენილი ფინანსთა სამინისტროს მიერ, სს „საქართველოს გაერთიანებულ სადისტრიბუციო ენერგოკომპანიას”, როგორც პროექტის აღმასრულებელ სააგენტოს და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KFW) შორის 2005 წლის 14 ნოემბერს ხელმოწერილი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 457 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/06/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 23/06/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №457
2009 წლის 23 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს, წარმოდგენილი ფინანსთა სამინისტროს მიერ, სს „საქართველოს გაერთიანებულ სადისტრიბუციო ენერგოკომპანიას”, როგორც პროექტის აღმასრულებელ სააგენტოს და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KFW) შორის 2005 წლის 14 ნოემბერს ხელმოწერილი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის შესახებ
1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადება საქართველოს, წარმოდგენილი ფინანსთა სამინისტროს მიერ, სს „საქართველოს გაერთიანებულ სადისტრიბუციო ენერგოკომპანიას”, როგორც პროექტის აღმასრულებელ სააგენტოს და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KFW) შორის 2005 წლის 14 ნოემბერს ხელმოწერილ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სესხთან დაკავშირებით.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ წერილობით მიმართოს გერმანიის მხარეს საქართველოს, წარმოდგენილი ფინანსთა სამინისტროს მიერ, სს „საქართველოს გაერთიანებულ სადისტრიბუციო ენერგოკომპანიას”, როგორც პროექტის აღმასრულებელ სააგენტოს და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (Kფჭ) შორის 2005 წლის 14 ნოემბერს ხელმოწერილი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის აუთვისებელი თანხების პირველი ნაწილის (2,988,339.0 ევრო) რეპროგრამირების საკითხთან, ხოლო მეორე ნაწილის (13.0 მლნ ევრო) ათვისებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით.
3. ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საკითხის დარეგულირებამდე საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში და იმის გათვალისწინებით, რომ ქ. თბილისის საქალაქო სასამართლომ წარმოებაში მიიღო განცხადება სს „ენერგია XXI”-ის გადახდისუუნარობის შესახებ, მოსთხოვოს სს „ენერგია XXI”-ს, როგორც სს „საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის” სამართალმემკვიდრეს, საქართველოს, წარმოდგენილი ფინანსთა სამინისტროს მიერ, სს „საქართველოს გაერთიანებულ სადისტრიბუციო ენერგოკომპანიას”, როგორც პროექტის აღმასრულებელ სააგენტოს და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KFW) შორის 2005 წლის 14 ნოემბერს ხელმოწერილი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის როგორც ათვისებული, ისე აუთვისებელი ნაწილის მომსახურების გაგრძელება.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები