2009 წლის სექტემბერში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებათა განხორციელების მიზნით სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 721
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/10/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 02/10/2009
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
  • Word
721
02/10/2009
გამოუქვეყნებელი, 0, 02/10/2009
000000000.00.00.000000
2009 წლის სექტემბერში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებათა განხორციელების მიზნით სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

  აქართველოს მ ავრობის

განკარგულება 721

2009 წლის 2 ოქტომბერი

ქ. თბილისი

2009 წლის სექტემბერში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებათა განხორციელების მიზნით  სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან  თანხის გამოყოფის შესახებ

1. 2009 წლის სექტემბერში ონის, ამბროლაურის, საჩხე­რის, ტყიბულისა და ჭიათუ­რის მუნიციპალიტეტებში მიწის­ძვრის შედეგად დაზიანებული მუდმივად მცხოვრები ოჯახების საცხოვრებელი სახ­ლე­ბისა და მრავალსართულიანი საცხოვ­რე­ბელი ბინების აღდგე­ნა-რეა­ბილიტაციის, საპროექტო-სა­ძი­ებო, ექსპერტიზისა და სა­ზე­და­მხედველო სამუშაოთა გან­სა­ხორციელებლად საქართველოს ფი­ნანსთა სამინისტრომ სა­ქარ­­თველოს 2009 წლის სახელმ­წიფო ბიუჯეტის შესახებ სა­ქარ­­თველოს კანონის მე-17 მუხ­ლით გათვალისწინებული სა­ქარ­­­თველოს რეგიონებში განსა­ხორ­ციელებელი პროექტების ფონდი­დან სსიპ – საქართველოს მუ­ნი­ციპალური განვითა­რე­ბის ფონდს გამოუ­ყოს 5 000 000 (ხუ­თი მილიონი) ლარი.

2. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კა­ნონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სამუშაოების მაქსიმალურად მოკლე დროში შესრულების უზრუნველ­საყო­ფად სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონ­დ­მა სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს ერთ პირ­თან მო­ლაპარაკების საშუალებით.

3. განკარგულების შესრულების კონტროლი კომპეტენ­ცი­ის ფარგლებში განახორციელონ საქართველოს ადმინისტრა­ციულ-ტერი­ტო­რიულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებუ­ლე­ბ­მა – გუბერნატორებმა, საქართველოს რეგიონული განვი­თა­რებისა და ინ­ფრა­სტრუქტურის სამინისტრომ და საქარ­თველოს ფინანსთა სამინისტრომ.  

 პრემიერ-მინისტრი                    ნ. გილაური