დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 450 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/06/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 23/06/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №450
2009 წლის 23 ივნისი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემის შესახებ
1. ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება (საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 18 ივნისის № 15/687 წერილი) ამბროლაურის მუნიციპალიტეტისათვის, ძირითადი ქონების სახით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ:
ა) ქ. ამბროლაურში, მ. კოსტავას ქუჩაზე მდებარე 235,06 კვ.მ მიწის ფართობი და შენობა-ნაგებობა სასარგებლო ფართობით – 160,04 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო № 861904632);
ბ) ქ. ამბროლაურში, სოფელ ღადიშში მდებარე 120,64 კვ.მ მიწის ფართობი და შენობა-ნაგებობა სასარგებლო ფართობით – 93,87 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო № 860801033).
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები