დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გორისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 5 ივნისის №417 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 444 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/06/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 23/06/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №444
2009 წლის 23 ივნისი
ქ. თბილისი
„გორისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 5 ივნისის №417 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად „გორისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 5 ივნისის № 417 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და განკარგულების სათაური და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გარე განათებისა და წყლის ტუმბოების ელექტროენერგიის დავალიანების დაფარვის მიზნით ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
1. გორის, კასპის, ქარელის, ხაშურისა და მცხეთის მუნიციპალიტეტების დევნილთა დასახლებებში გარე განათებისა და წყლის ტუმბოების ელექტროენერგიის დავალიანების დაფარვის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან Gგორის, კასპის, ქარელის, ხაშურისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებს გამოუყოს 32 167 (ოცდათორმეტი ათას ას სამოცდაშვ იდი) ლარი, მათ შორის:
ა) გორის მუნიციპალიტეტს – 6 786 (ექვსი ათას შვიდას ოთხმოცდაექვსი) ლარი;
ბ) კასპის მუნიციპალიტეტს – 1 003 (ერთი ათას სამი) ლარი;
გ) ქარელის მუნიციპალიტეტს – 5 435 (ხუთი ათას ოთხას ოცდათხუთმეტი) ლარი;
დ) ხაშურის მუნიციპალიტეტს – 1 251 (ერთი ათას ორას ორმოცდათერთმეტი) ლარი;
ე) მცხეთის მუნიციპალიტეტს – 17 692 (ჩვიდმეტი ათას ექვსას ოთხმოცდათორმეტი) ლარი.”.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები