დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 438 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 16/06/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 16/06/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №438
2009 წლის 17 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
1. საქართველოში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2009 წლის 15 ივნისის №219 ბრძანებით ქ. აშხაბადში სამუშაო ვიზიტით მივლინებული საქართველოს სამთავრობო დელეგაციის მიერ თურქმენეთის მთავრობისათვის სამთავრობო საჩუქრის გადასაცემად საჭირო საქონლის შესასყიდად და ტრანსპორტირების ხარჯებისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გამოუყოს 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარი.
2. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უზრუნველყოს ამ განკარგულების დანართში მოცემული საქონლის შესყიდვა და ქ. აშხაბადში ტრანსპორტირება.
3. საქართველოს სამთავრობო დელეგაციამ უზრუნველყოს სამთავრობო საჩუქრის თურქმენეთის მთავრობისათვის გადაცემა.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური
დანართი
საქონლის ნუსხა
| № | დასახელება | რაოდენობა |
| 1 | არაყი | 76 ბოთლი |
| 2 | ღვინო | 696 ბოთლი |
| 3 | კონიაკი | 96 ბოთლი |
| 4 | ლიქიორი | 10 ბოთლი |
| 5 | ჩაი | 6 000 ცალი |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები