დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების თვითმმართველი ქალაქ თბილისის საკუთრებაში გადაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 430 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 10/06/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 10/06/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №430
2009 წლის 10 ივნისი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების თვითმმართველი ქალაქ თბილისის საკუთრებაში გადაცემის შესახებ
1. ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება (საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 5 ივნისის №15/639 წერილი) თვითმმართველი ქალაქ თბილისისათვის, ადმინისტრაციული საქმიანობის განსახორციელებლად, ძირითადი ქონების სახით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ:
ა) ქ. თბილისში, სარაჯიშვილის ქ. №1-ში მდებარე, ლიტერი „ა”, V სართულის 919.61 კვ.მ და ლიტერი „ა” VI სართულის 921.69 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართობი და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი (№01.11.07.01.025 საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, განთავსებულია ქ. თბი ლი სის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობა);
ბ) ქ. თბილისში, სარაჯიშვილის ქ. №1-ში მდებარე, ლიტერი „ბ” I სართულის 574.84 კვ.მ ფართობი და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი (№01.11.17.001.025.01.502 საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, განთავსებულია ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობა);
გ) ქ. თბილისში, სარაჯიშვილის ქ. №1-ში მდებარე II სართულის 710.8 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართობი და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი (№01.11.17.001.025.01.503 საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, განთავსებულია ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობა);
დ) ქ. თბილისში, სარაჯიშვილის ქ. №1-ში მდებარე ლიტერი „ა”-„ბ” I სართულის 267.79 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართობი და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი (№01.11.17.001.025.01.504 საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, განთავსებულია ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობა);
ე) ქ. თბილისში, სარაჯიშვილის ქ. №1-ში მდებარე I სართულის 373.91 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართობი და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი (№01.11.17.001.025.01.508 საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, განთავსებულია ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობა);
ვ) ქ. თბილისში, სარაჯიშვილის ქ. №1-ში მდებარე III სართულის 666.51 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართობი და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი (№01.11.17.001.025.01.505 საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, განთავსებულია ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობა);
ზ) ქ. თბილისში, სარაჯიშვილის ქ. №1-ში მდებარე V სართულის 984.37 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართობი და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი (№01.11.17.001.025.01.506 საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, განთავსებულია ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობა);
თ) ქ. თბილისში, სარაჯიშვილის ქ. №1-ში მდებარე VI სართულის 996.44 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართობი და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი (№01.11.17.001.025.01.507 საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, განთავსებულია ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობა).
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესრულების მიზნით უზრუნველყოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები