დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ელექტროენერგიითა და ბუნებრივი აირით უზრუნველყოფისათვის საჭირო სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულების ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 426 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 10/06/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 10/06/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №426
2009 წლის 10 ივნისი
ქ. თბილისი
რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ელექტროენერგიითა და ბუნებრივი აირით უზრუნველყოფისათვის საჭირო სამშენებლო- სამონტაჟო სამუშაოების შესრულების ღონისძიებათა შესახებ
რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ელექტროენერგიითა და ბუნებრივი აირით უზრუნველყოფის მიზნით აშენებული ობიექტების განსაკუთრებული და სოციალურ-ეკონომიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის № 57 დადგენილების 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე გაიცეს მშენებლობის ნებართვა გამარტივებული წესით კანონმდებლობის შესაბამისად:
ა) სს „ენერგო-პრო ჯორჯიას” მიერ განხორციელებული:
ა.ა) სოფელ საქაშეთამდე ელექტროენერგიის მიწოდებისათვის 10 კვ ძაბვის 2 590 მ სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისათვის;
ა.ბ) სოფლების: ქვემო სობისის, ზემო სობისისა და ბერშუეთის ელექტროენერგიით მომარაგებისათვის 10 კვ ძაბვის 3,2 კმ სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისათვის;
ა.გ) ქარელის, გორის, კასპის, მცხეთის, ხაშურის, მარნეულისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში ჩასახლებული დევნილების ელექტროენერგიით უზრუნველყოფის მიზნით ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის მშენებლობისათვის;
ბ) შპს „ნიუ ენერჯის” მიერ წეროვანში, წილკანში, ფრეზეთში, მცხეთაში, საგურამოში, ბაზალეთში, ქარელში, სურამსა და ხაშურში ჩასახლებული დევნილების ბუნებრივი აირით უზრუნველსაყოფად განხორციელებული მშენებლობისათვის.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები