დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| გორისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 417 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 05/06/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 05/06/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №417
2009 წლის 5 ივნისი
ქ. თბილისი
გორისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გორისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებს დევნილთა დასახლებებში გარე განათებისა და წყლის ტუმბოების ელექტროენერგიის დავალიანების დაფარვის მიზნით გამოუყოს 29 237 (ოცდაცხრა ათას ორას ოცდაჩვიდმეტი) ლარი, მათ შორის:
ა) გორის მუნიციპალიტეტს – 11 545 (თერთმეტი ათას ხუთას ორმოცდახუთი) ლარი;
ბ) მცხეთის მუნიციპალიტეტს – 17 692 (ჩვიდმეტი ათას ექვსას ოთხმოცდათორმეტი) ლარი.
2. განკარგულების შესრულების კონტროლი თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელონ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში საქართველოს სახელმწიფო რწმუნებულებმა – გუბერნატორებმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები