„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზოგადოებრივი კოლეჯის „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის ” დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 10 სექტემბრის №176/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 187/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 28/11/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/11/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 19/06/2019
სარეგისტრაციო კოდი 430060000.22.022.016707
187/ნ
28/11/2013
ვებგვერდი, 29/11/2013
430060000.22.022.016707
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზოგადოებრივი კოლეჯის „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის ” დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 10 სექტემბრის №176/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №187/ნ

2013 წლის 28 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი კოლეჯის „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის ” დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 10 სექტემბრის №176/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე ვბრძანებ:

მუხლი 1
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი   კოლეჯის ,,გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის“  დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 10 სექტემბრის №176/ნ ბრძანების (ვებგვერდი, 11/09/2012, სარეგისტრაციო კოდი: 430060000.22.022.016443) პირველი პუნქტით დამტკიცებული წესდების:

1.  მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,თ1“ ქვეპუნქტი:

,,თ1) ახორციელებს ტრენინგ-კურსებს, რომელსაც თან არ ახლავს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა.“;

2.  მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,მუხლი 20. გარდამავალი დებულებანი

1. საზოგადოებრივი კოლეჯის სამეთვალყურეო საბჭოს პროფესიული სტუდენტის მშობელთა და პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენლების პირველი  არჩევნების ჩატარება საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორმა უზრუნველყოს 2013 წლის პირველ დეკემბრამდე.

2. საზოგადოებრივი კოლეჯის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დამსაქმებლის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ წარმომადგენლის დანიშვნა სამინისტრომ უზრუნველყოს 2013 წლის პირველ დეკემბრამდე.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე