„ქალაქ თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მერის 2006 წლის 26 დეკემბრის N17 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მერის 2006 წლის 26 დეკემბრის N17 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 37
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
მიღების თარიღი 27/11/2013
დოკუმენტის ტიპი ქ. თბილისის მერის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/11/2013
სარეგისტრაციო კოდი 010260030.52.101.016104
37
27/11/2013
ვებგვერდი, 29/11/2013
010260030.52.101.016104
„ქალაქ თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მერის 2006 წლის 26 დეკემბრის N17 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
 

ქ. თბილისის მერის

ბრძანება №37

2013 წლის 27 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

,,ქალაქ თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მერის 2006 წლის 26 დეკემბრის N17 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ქალაქ თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მერის 2006 წლის 26 დეკემბრის №17 ბრძანებით (სსმ 27.12.2006წ. სარეგისტრაციო კოდი 010.260.030.38.101.009.725) დამტკიცებულ ქალაქ თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის დებულებაში და მე-9 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

 „მუხლი 9

1. სამსახური შედგება ხუთი სტრუქტურული ქვედანაყოფის - განყოფილებისაგან:

ა) თბილისის განვითარების განყოფილება;

ბ) მეწარმეობის ხელშეწყობისა  და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის განყოფილება;

გ) საქალაქო ინფრასტრუქტურისა და მუნიციპალური მომსახურების განყოფილება;

დ) საერთაშორისო პროგრამების კოორდინაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის განყოფილება;

ე) ინვესტიციებისა და ინვესტორთა მომსახურების განყოფილება.

2. განყოფილების ძირითადი ფუნქციები:

ა) თბილისის განვითარების განყოფილება - დედაქალაქის განვითარების სტრატეგიების, სხვა გრძელ და საშუალო ვადიანი გეგმების  შემუშავებისა და განახლების კოორდინაცია, მათი შესრულების მონიტორინგი; თბილისის განვითარების პროექტების მრავალწლიანი გეგმის (მათ შორის კაპიტალური ინვესტიციების გეგმის) მომზადებისა და განახლების კოორდინაცია, მისი შესრულების მონიტორინგი; ინფორმაციის, კვლევების და მონაცემთა ბაზების მომზადება ქალაქში არსებული მდგომარეობისა და თბილისის განვითარებასთნ დაკავშირებული საკითხების შესახებ;

ბ) მეწარმეობის ხელშეწყობისა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის განყოფილება - მეწარმეობის განვითარების ხელშემწყობი პროექტების განხორციელება; ბიზნესისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარება მათი მიზნების მიღწევასა და განვითარებაში; სამუშაო ადგილების განვითარების ხელშემწყობი პროექტების განხორციელება; ტურიზმის განვითარების ხელშემწყობი პროექტების განხორციელება; ქალაქის მარკეტინგი;

გ) საქალაქო ინფრასტრუქტურისა და მუნიციპალური მომსახურების განყოფილება - მუნიციპალური მომსახურებისა და საქალაქო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებებში მონაწილეობა; ადგილობრივ გადასახადებთან, ადგილობრივ მოსაკრებლებსა და ნებართვებთან, ადგილობრივ დონეზე რეგულირებად ტარიფებთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება; ენერგოდაზოგვითი და განახლებად ენერგიებთან დაკავშირებული პროექტების განხორციელება; სამსახურის საქმიანობის სფეროებში შემავალ საკითხებზე ქ. თბილისის მერიის სახელით დასადები შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების პროექტებზე დასკვნების მომზადება; ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის საკითხის მომზადება გადაწყვეტილების მიმღები ორგანოებისათვის; ქონების გადასახადის ადმინისტრირებისათვის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიწის მოსარგებლეებისა და მფლობელების შესახებ ინფორმაციის საგადასახადო ორგანოსთვის წარსადგენად მომზადებაში მონაწილეობა; სამსახურის კომპეტენციაში შემავალ თემებზე ჩატარებულ ღონისძიებებში სამსახურის მონაწილეობის უზრუნველყოფა და სხვადასხვა ღონისძიებების  ჩატარება; სამსახურის საქმიანობის სფეროებში შემავალ საკითხებზე  ქ. თბილისის მერიის, სამსახურის აქტების,  ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების მომზადება და გაფორმების უზრუნველყოფა; სამსახურზე დაკისრებული ვალდებულებებისა და სამსახურის პროექტების შესრულების, მათ შორის მათი ფინანსების განკარგვის მონიტორინგი; სამსახურის საქმიანობის სფეროებში შემავალ თემებზე შესყიდვების, კონკურსისა და აუქციონების ტექნიკური დავალებებისა და პირობების, შესაბამისი სამართლებრივი აქტებისა და ხელშეკრულებების პროექტების მომზადება, მათი გაფორმების უზრუნველყოფა; სამსახურის საქმიანობის შედეგად შექმნილი და სამსახურის საქმიანობიასთან დაკავშირებული ინფორმაციების ბანკის შექმნა; სამსახურისათვის გადაცემული ქონების მდგომარეობაზე ზედამხედველობა, მისი მოძრაობის აღრიცხვა; სამსახურის საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის მომზადება;

დ) საერთაშორისო პროგრამების კოორდინაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის განყოფილება - თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თბილისისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე; ბიუჯეტგარეშე დაფინანსების, მათშორის საგრანტო, პროგრამების შესახებ ინფორმაციისა და შესაბამისი განაცხადების მომზადება; საერთაშორისო ორგანიზაციების პროგრამების ფარგლებში დაფინანსებული პროექტების განხორციელება - მონიტორინგი; საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორების მოძიება პროექტებისთვის;

ე) ინვესტიციებისა და ინვესტორთა მომსახურების განყოფილება - პოტენციურ ინვესტორთა გამოვლენა, ინვესტირების წახალისება, ინვესტიციების ხელშეწყობა, თანამშრომლობა ინვესტორთან ინვესტიციის განხორციელების შემდგომ პერიოდში;  მოქალაქეთა დახმარება ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე დასაქმებისათვის საჭირო უნარ-ჩვევებისა და სპეციალობების შეძენა-განვითრებაში, კვალიფიკაციის ამაღლებაში.“

მუხლი 2
ბრძანება ძალაში შევიდეს მისი გამოქვეყნებისთანავე.

ქ. თბილისის მერიგიორგი უგულავა