დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| რუსეთის აგრესიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი საქართველოს მოსახლეობის სასოფლო-სამეურნეო კულტურათა სათესლე მასალით უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების შემდეგ დარჩენილი სასოფლო-სამეურნეო კულტურათა სათესლე მასალის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 359 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 12/05/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 359, 12/05/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №359
2009 წლის 12 მაისი
ქ. თბილისი
რუსეთის აგრესიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი საქართველოს მოსახლეობის სასოფლო- სამეურნეო კულტურათა სათესლე მასალით უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების შემდეგ დარჩენილი სასოფლო- სამეურნეო კულტურათა სათესლე მასალის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადაცემის შესახებ
„რუსეთის აგრესიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი საქართველოს მოსახლეობის სასოფლო-სამეურნეო კულტურათა სათესლე მასალით უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის № 50 განკარგულების საფუძველზე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეისყიდა 5 052 პაკეტი სასოფლო-სამეურნეო კულტურათა სათესლე მასალა, რომლის რაოდენობა განისაზღვრა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსა და სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების ადმინისტრაციებიდან წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე. აღნიშნული განკარგულებით განსაზღვრულ ღონისძიებათა განხორციელების შემდეგ გაუნაწილებელი დარჩა 61 პაკეტი სასოფლო-სამეურნეო კულტურათა სათესლე მასალა, რომლის შემდგომი გამოყენების მიზნით:
ა) დარჩენილი სასოფლო-სამეურნეო კულტურათა სათესლე მასალა გადაეცეს მესტიის მუნიციპალიტეტს;
ბ) მესტიის მუნიციპალიტეტმა სასოფლო-სამეურნეო კულტურათა სათესლე მასალა გამოიყენოს მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები