„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5952
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 19/03/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 8, 28/03/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 30/10/2019
სარეგისტრაციო კოდი 040.110.020.05.001.003.175
  • Word
5952
19/03/2008
სსმ, 8, 28/03/2008
040.110.020.05.001.003.175
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №17, 16.06.2003, მუხ. 113) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-2 მუხლის:

ა) „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ზედამხედველობა – ამ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული საზედამხედველო ორგანოების მიერ მონიტორინგის განმახორციელებელი შესაბამისი პირების საქმიანობის ზედამხედველობა;

თ) საეჭვო გარიგება – გარიგება (მიუხედავად მისი თანხის ოდენობისა და ოპერაციის სახეობისა), რომელზედაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი დაიდო ან შესრულდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან ტერორიზმის დაფინანსების მიზნით (ეჭვს იწვევს გარიგების მონაწილე პირი ან გარიგების თანხის წარმოშობა, ან არსებობს სხვა საფუძველი, რომლის გამოც იგი შეიძლება მიჩნეულ იქნეს საეჭვოდ), ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტთა ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში ან/და შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მათთან, ან/და მასში მონაწილე ფულადი სახსრები შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნეს ტერორიზმისათვის, ტერორისტული აქტისათვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორიზმის დამფინანსებლის მიერ, ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირის იურიდიული ან ფაქტობრივი მისამართი ან საცხოვრებელი ადგილი არის არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ზონაში, ან რომ მისი თანხის გადარიცხვა ხდება ასეთ ზონაში ან ასეთი ზონიდან;“;

ბ) „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი:

„თ1) უჩვეულო გარიგება – რთული, უჩვეულოდ დიდი გარიგება, აგრეთვე გარიგებათა ტიპი, რომელსაც არ აქვს აშკარა ეკონომიკური (კომერციული) შინაარსი ან აშკარა კანონიერი მიზანი, არ შეესაბამება გარიგების მონაწილე პირის ჩვეულებრივ საქმიანობას;“;

გ) „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) ბენეფიციარი მესაკუთრე – ფიზიკური პირი (პირები), რომელიც წარმოადგენს პირის საბოლოო მფლობელს (მფლობელებს) ან მაკონტროლებელ პირს (პირებს);“;

დ) „ტ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ“ და „ფ“ ქვეპუნქტები:

„უ) ფიქტიური ბანკი („შელ ბანკი“) – ბანკი, რომელიც არ არის ფიზიკურად წარმოდგენილი იმ ქვეყანაში, სადაც რეგისტრირებულია/ ლიცენზირებულია, და რომელზედაც კონტროლი და ზედამხედველობა არ ხორციელდება;

ფ) ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი – პირი (გარდა კომერციული ბანკისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა), რომელიც ახორციელებს ფულადი გზავნილებით მომსახურებას.“.

2. მე-3 მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) კომერციული ბანკები, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები;“;

ბ) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირები;“;

გ) „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი:

„თ1) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;“;

დ) „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 4. ზედამხედველობა

საზედამხედველო ორგანოები არიან:

ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო – კომერციული ბანკების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისათვის; ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირებისათვის; საბროკერო კომპანიებისა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორებისათვის; სადაზღვევო კომპანიებისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლებისათვის;

ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო – ლატარიებისა და სხვა მომგებიანი თამაშების მომწყობი პირებისათვის; ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან და მათ ნაწარმთან და ანტიკვარულ ნივთებთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი პირებისათვის; საბაჟო ორგანოებისათვის; გრანტებისა და საქველმოქმედო დახმარებების გამცემი პირებისათვის;

გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტრო – ნოტარიუსებისათვის; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის.“.

4. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 და მე-10 პუნქტები:

„9. მონიტორინგის განმახორციელებელმა პირებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ უჩვეულო გარიგებებს, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „დ“, 21 პუნქტის „გ“ და 22 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ გარიგებებს, რომელთაც არ აქვთ აშკარა ეკონომიკური (კომერციული) შინაარსი და აშკარა კანონიერი მიზანი, შესაძლებლობის ფარგლებში შეისწავლონ ასეთი გარიგებების დადების მიზანი და წერილობით დააფიქსირონ მიღებული შედეგები.

10. მონიტორინგის განმახორციელებელი პირები, ამ კანონის მიზნებიდან გამომდინარე, თავად განსაზღვრავენ მათთან საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირის გარიგების უჩვეულო გარიგებისთვის მიკუთვნების პრინციპებს.“.

5. მე-6 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მონიტორინგის განმახორციელებელი პირები (გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის „ე“, „ვ“ და „თ1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირებისა) ვალდებული არიან მოახდინონ თავიანთი ძირითადი საქმიანობიდან გამომდინარე მათთან საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირის (მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება იდება მესამე პირის სასარგებლოდ) იდენტიფიკაცია, თუ გარიგების (ოპერაციის) თანხა აღემატება 3 000 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში), ხოლო მსოფლიო ბანკთაშორისი საფინანსო ტელეკომუნიკაციების საზოგადოების (SWIFT) ქსელის (სისტემის) ან სხვა მსგავსი ქსელის (სისტემის) გამოყენებით შესრულებული გარიგების (ოპერაციის) შემთხვევაში – 1 500 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში).“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21, 22 და 23 პუნქტები:

„21. ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან და მათ ნაწარმთან და ანტიკვარულ ნივთებთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი პირები ვალდებული არიან მოახდინონ თავიანთი ძირითადი საქმიანობიდან გამომდინარე მათთან საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირის იდენტიფიკაცია, თუ გარიგების (ოპერაციის) თანხა (ნაღდი ფულის სახით გადახდილი თანხა) აღემატება 30 000 ლარს.

22. საბაჟო ორგანოები ვალდებული არიან მოახდინონ საზღვარზე 30 000 ლარის (ან სხვა ვალუტაში მისი ეკვივალენტის) ზევით ნაღდი ფულის – ეროვნული და უცხოური ვალუტის, ჩეკებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების გადამაადგილებელი ფიზიკური პირების იდენტიფიკაცია.

23. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია მოახდინოს უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის გარიგების მონაწილე პირების (მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება იდება მესამე პირის სასარგებლოდ) იდენტიფიკაცია, თუ გარიგების თანხა აღემატება 30 000 ლარს.“;

გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. მონიტორინგის განმახორციელებელმა პირებმა საიდენტიფიკაციო მონაცემების შემოწმებისას მინიმუმ უნდა მოითხოვონ პირადობის მოწმობა ან პასპორტი ან საქართველოს კანონმდებლობით მათთან გათანაბრებული დოკუმენტი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – სახელმწიფოს მიერ გამოცემული დოკუმენტი, რომელიც იძლევა იურიდიული პირის შექმნისა და მის წარმომადგენელზე (წარმომადგენლებზე) შესაბამისი უფლებამოსილების დადასტურების საშუალებას.“;

დ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:

„71. აკრძალულია ანონიმური ან ფიქტიურ სახელზე ანგარიშის გახსნა ან წარმოება.“;

ე) მე-8–მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. მონიტორინგის განმახორციელებელმა პირებმა უნდა მიიღონ გონივრული ზომები მათთან საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირის ბენეფიციარი მესაკუთრის ვინაობის დადგენისა და გადამოწმების მიზნით.

9. მონიტორინგის განმახორციელებელ პირებს უფლება აქვთ თავად განსაზღვრონ და მოითხოვონ მათთან საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირისაგან სხვა დამატებითი ინფორმაციის (დოკუმენტების) წარმოდგენა.

10. მონიტორინგის განმახორციელებელი პირები მათთან საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირის იდენტიფიკაციისას ან/და შემოწმებისას შეიძლება დაეყრდნონ მესამე პირს/შუამავალს, რომელიც, საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, ექვემდებარება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესაბამის ზედამხედველობასა და რეგულირებას. ამასთანავე, მათ ანგარიშის მფლობელის იდენტიფიკაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების ან მათი ასლების) დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად უნდა გაატარონ შესაბამისი ღონისძიება. ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება მონიტორინგის განმახორციელებელ პირებს.“;

ვ) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი:

„11. მონიტორინგის განმახორციელებელი პირები ვალდებული არიან პერიოდულად განაახლონ არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემები და უზრუნველყონ მოქმედ ნორმებთან მათი შესაბამისობა.“.

6. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    “მუხლი 7. მონიტორინგის განმახორციელებელი პირების ვალდებულებანი გარიგების შესახებ ინფორმაციის (დოკუმენტების) შენახვასთან დაკავშირებით

1. მონიტორინგის განმახორციელებელი პირები ვალდებული არიან პირის იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი ინფორმაცია (დოკუმენტები) შეინახონ ამ პირთან საქმიანი ურთიერთობის გაწყვეტის მომენტიდან არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანოს მიერ არ არის მოთხოვნა უფრო მეტი ვადით შენახვაზე, და სათანადო საფუძვლების არსებობისას წარუდგინონ კომპეტენტურ ორგანოებს.

2. გარიგების შესახებ, მათ შორის, პირის იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი ინფორმაცია (დოკუმენტი) ინახება ორიგინალის სახით, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, ინახება ამ ინფორმაციის (დოკუმენტის) ასლი, დამოწმებული ნოტარიუსის ან თავად მიმღები პირის (მისი უფლებამოსილი თანამშრომლის) მიერ.

3. მონიტორინგის განმახორციელებელი პირები ვალდებული არიან შეინახონ გარიგების შესახებ ინფორმაცია (დოკუმენტები), ამ კანონის მე-5 მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული ჩანაწერები გარიგების დადების ან შესრულების დღიდან არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანოს მიერ არ არის მოთხოვნა უფრო მეტი ვადით შენახვაზე ან/და საქართველოს კანონმდებლობით ასეთი ინფორმაციის (დოკუმენტების) შენახვისათვის უფრო მეტი ვადა არ არის დაწესებული.

4. ინფორმაცია (დოკუმენტი) იმგვარად უნდა იყოს აღრიცხული და შენახული, რომ მისი მონაცემები სრულად ასახავდეს დადებულ ან შესრულებულ გარიგებას და, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი იყოს შესაბამისი საზედამხედველო ორგანოებისათვის მათი ოპერატიულად წარდგენა, ასევე სისხლისსამართლებრივი დევნისას გამოყენება მტკიცებულების სახით.

5. მონიტორინგის განმახორციელებელი პირები ვალდებული არიან საეჭვო გარიგებებისა და დანაწევრებული გარიგებების გამოვლენის მიზნით შექმნან მონაცემთა ელექტრონული ბაზა (სისტემა).“.

7. მე-8 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, საბროკერო კომპანიებისა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორების, საბანკო სისტემის მიღმა არსებული ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირების, ლატარიებისა და სხვა მომგებიანი თამაშების მომწყობი პირების (გარდა კაზინოებისა), ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან და მათ ნაწარმთან და ანტიკვარულ ნივთებთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი პირების, გრანტებისა და საქველმოქმედო დახმარებების გამცემი პირების, ნოტარიუსებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ამ კანონისა და მის შესაბამისად მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტების შესრულებაზე კონტროლის წესი და პირობები განისაზღვრება შესაბამისი საზედამხედველო ორგანოს ნორმატიული აქტით, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურთან შეთანხმებით.“.

8. მე-9 მუხლის პირველი–მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ მონიტორინგის განმახორციელებელ პირს გაუჩნდა ეჭვი საიდენტიფიკაციო მონაცემების უტყუარობაზე ან თუ გარიგება არის ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული გარიგება, იგი ვალდებულია ამის შესახებ ცნობა (წერილობითი ან ელექტრონული ფორმით) მიაწოდოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ამ კანონითა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.

2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ცნობის (წერილობითი ან ელექტრონული ფორმით) მიწოდება გულისხმობს მონიტორინგის განმახორციელებელი პირის მიერ გარიგების შესახებ ანგარიშგების შესაბამისი ფორმის შევსებასა და გაგზავნას. ანგარიშგება უნდა გაიგზავნოს საიდენტიფიკაციო მონაცემების ან გარიგების საეჭვოობის შესახებ ვარაუდის გაჩენიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა, ხოლო თუ გარიგების (ოპერაციის) თანხა აღემატება ამ კანონის მე-5 მუხლით დადგენილ ზღვარს – გარიგების დადებიდან ან შესრულებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა. თუ გარიგების მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტთა ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში ან/და არსებობს ვარაუდი, რომ დაკავშირებულია მათთან, ან/და მასში მონაწილე ფულადი სახსრები შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნეს ტერორიზმისათვის, ტერორისტული აქტისათვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორიზმის დამფინანსებლის მიერ, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია ინფორმაციის მიღების დღესვე გაუგზავნოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ანგარიშგება თავის ხელთ არსებულ ყველა სათანადო მასალასთან და დოკუმენტთან ერთად.

3. მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია შეინახოს ანგარიშგების შესაბამისი ფორმა (წერილობითი ან ელექტრონული) არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანოს მიერ არ არის მოთხოვნა უფრო მეტი ვადით შენახვაზე.“.

9. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 მუხლი:

    “მუხლი 111. ფიქტიური ბანკი („შელ ბანკი“)

1. აკრძალულია ფიქტიური ბანკის შექმნა და არსებობა, აგრეთვე მასთან საქმიანი (მათ შორის, საკორესპონდენტო) ურთიერთობა.

2. ფინანსური სექტორის წარმომადგენლები ვალდებული არიან მიიღონ გონივრული ზომები, რათა გამოარკვიონ:

ა) მიეკუთვნება თუ არა მათთან საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი (ან პირი, რომელთანაც ისინი ამყარებენ საქმიან ურთიერთობას) ფიქტიური ბანკის კატეგორიას;

ბ) აქვს თუ არა მათთან საქმიან ურთიერთობაში მყოფ პირს (ან პირს, რომელთანაც ისინი ამყარებენ საქმიან ურთიერთობას) ფიქტიურ ბანკთან ურთიერთობა.“.

10. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 12. პასუხისმგებლობა ინფორმაციის დაცვასა და გაცემასთან დაკავშირებით

1. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისა და მონიტორინგის განმახორციელებელი პირების, საზედამხედველო ორგანოების ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს არა აქვთ უფლება, შეატყობინონ გარიგების მონაწილე პირებს ან სხვა პირებს, რომ გარიგების შესახებ ინფორმაცია გადაეცა შესაბამის ორგანოს, მათი ამ კანონით განსაზღვრული ვალდებულებებიდან გამომდინარე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნის შეუსრულებლობა გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

3. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური, საზედამხედველო ორგანოები, სამართალდამცავი ორგანოები, მათი ხელმძღვანელები და თანამშრომლები ვალდებული არიან უზრუნველყონ ამ კანონის შესაბამისად მიღებული იმ ინფორმაციის დაცვა, რომელიც შეიცავს პირად, საბანკო, კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოს, და ასეთი ინფორმაცია გასცენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

4. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, მონიტორინგის განმახორციელებელ პირებს, საზედამხედველო ორგანოებს, მათ ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს არ ეკისრებათ პასუხისმგებლობა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული შესაბამისი მოქმედების შედეგად ნორმატიული აქტით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვის ვალდებულების დარღვევისათვის, ანდა ასეთი ინფორმაციის დაცვისათვის ან გაცემისათვის, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა.

5. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის, მონიტორინგის განმახორციელებელი პირების, საზედამხედველო ორგანოების, სამართალდამცავი ორგანოების თანამდებობის პირებისა და თანამშრომლების მიერ ამ კანონით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვის ვალდებულების დარღვევის შედეგად ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის მიყენებულ მატერიალურ ზიანს ანაზღაურებს ზიანის მიმყენებელი – შესაბამისად ფინანსური მონიტორინგის სამსახური, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი, საზედამხედველო ორგანო ან სამართალდამცავი ორგანო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი ოდენობით.

6. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, მონიტორინგის განმახორციელებელ პირებს, მათ ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს არ ეკისრებათ პასუხისმგებლობა იმ ზიანისთვის, რომელიც შეიძლება მიადგეს ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით შესაბამისი ინფორმაციისა და მასალების სათანადო ორგანოებისათვის გადაცემის შედეგად.

7. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ამ კანონით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების შესრულებისას დაუშვებელია მონიტორინგის განმახორციელებელი პირების თანამშრომელთა ვინაობის გამჟღავნება.

8. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ ამ კანონის შეუსაბამო – უსაფუძვლო ეჭვის საფუძველზე ინფორმაციისა და მასალების გენერალური პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურებისათვის გადაცემის შედეგად ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის მიყენებულ მატერიალურ ზიანს ანაზღაურებს ფინანსური მონიტორინგის სამსახური სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

11. მე-14 მუხლი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 19 მარტი.

№5952–რს