„ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ განხორციელებული სააღმზრდელო მომსახურების დაფინანსების ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 10 თებერვლის №64 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ განხორციელებული სააღმზრდელო მომსახურების დაფინანსების ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 10 თებერვლის №64 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 357
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/05/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 12/05/2009
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
357
12/05/2009
გამოუქვეყნებელი, 0, 12/05/2009
000000000.00(0).000.000000
„ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ განხორციელებული სააღმზრდელო მომსახურების დაფინანსების ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 10 თებერვლის №64 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №357

2009 წლის 12 მაისი

. თბილისი

„ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ განხორციელებული სააღმზრდელო მომსახურების დაფინანსების ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 10 თებერვლის 64 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად „ზოგიერთი საჯარო სამართლის იური­დი­­­უ­­ლი პირის მიერ განხორციელებული სააღმზრდელო მომსა­ხუ­რე­ბის დაფინანსების ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესა­ხებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 10 თებერვლის 64 გან ­­კარ ­გულებაში შეტანი ლ იქნეს ცვლილებები და პირ­ვე­­ლი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემ­დეგი რედაქციით:

„1. სააღმზრდელო მომსახურების დაფინანსების უწყვე­ტო­­ბის მიზნით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სო­ცია­­ლური დაცვის სამინის­ტროს მმარ­თველობის სფეროში შე­მა­ვალ­მა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სოცი­ალური პროგ­რამების სააგენტომ ,,სა­ხელმწიფო შე­ს­­ყიდ­ვების შესახებ” საქართველოს კანო­ნის მე-10 მუხლის მე-3 პუნ­ქ­ტის ,,ე” ქვეპუნქტის შესაბამისად უზ­რუნ­ველ­ყოს საქარ­თვე­ლოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოცია­ლუ­­რი დაც­ვის მინის­ტრის 2009 წლის 23 მარტის 118/ნ ბრძანებით დამ­ტ­კიცებული „ბავშვზე ზრუნვა~ 2009 წლის პროგ­რა­მის” „გან­­სა­კუთრებული სა­გან­­­მა­­ნა­თ­ლებლო სა­ჭიროების მქო­­ნე ბავ­შვთა სპე­ციალური და­­წესე­ბულებების ხელშეწყობის ქვე­პრო­გრამის” ფარგლებში შე­სა­­ბამისი ხე­ლ­შეკ­რუ­ლებების გა­­ფორ­­მე­ბა ერთ პირთან მოლაპა­რაკების საშუალებით შემდეგ სა­­ჯა­რო სა­­მარ­თ­ლის იურიდიულ პირებთან:

ა) სსიპ – ქ. თბილისის 198 სკოლა;

ბ) სსიპ – ქ. თბილისის 199 სკოლა;

გ) სსიპ – ქ. თბილისის 200 სკოლა;

დ) სსიპ – ახალციხის სკოლა;

ე) სსიპ – ზემო ბოდბის სკოლა;

ვ) სსიპ – ჩოხატაურის სოფელ კოხნარის 2 სკოლა;

ზ) სსიპ – ჭიათურის 12 სკოლა;

თ) სსიპ – ქ. თბილისის 202 უსინათლო ბავშვთა სკო­ლა;

ი) სსიპ – ქ. თბილისის 203 ყრუ და სმენადაქვე­ი­თებულთა სკოლა;

კ) სსიპ – ქ. ქუთაისის 45 ყრუ ბავშვთა სკოლა;

ლ) სსიპ – გურჯაანის ცერებრალური დამბლით დაავა­დებ­ულთა სკოლა;

მ) სსიპ – კაჭრეთის 2 სკოლა;

ნ) სსიპ – სამტრედიის 15 სკოლა;

ო) სსიპ – ქუთაისი, სოფელ გუმათის 2 სკოლა;

პ) სსიპ – ქუთაისის 44 სკოლა.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალის­წი­ნე­ბული მომსახურების დაფინანსება განხორციელდეს „ბავშვზე ზრუნვ ა” 2009 წლის პროგრამის დამტკიცები ს შესახებ” საქა ­ ­­ ­ველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მი ­ნი ­ს­ტრის 2009 წლის 23 მარტის 118/ნ ბრძანები ს შესა­ბა­მი­სად.”.

 

პრემიერ-მინისტრი              ნიკა გილაური