დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ სატყეო დეპარტამენტის მიერ გრძელვადიანი ტყითსარგებლობის პერსპექტიულ სალიცენზიო 10 ობიექტზე საექსპლუატაციო ტყის ფონდის დადგენის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 355 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 12/05/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 12/05/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №355
2009 წლის 12 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ სატყეო დეპარტამენტის მიერ გრძელვადიანი ტყითსარგებლობის პერსპექტიულ სალიცენზიო 10 ობიექტზე საექსპლუატაციო ტყის ფონდის დადგენის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების თაობაზე
,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ _ სატყეო დეპარტამენტმა სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდში არსებულ პერსპექტიულ სალიცენზიო 10 ობიექტზე გრძელვადიანი ტყითსარგებლობის საექსპლუატაციო ტყის ფონდის (ახმეტის, თელავის, თიანეთის, ადიგენის, ახალციხის, ხაშური-ქარელის, გორისა და კასპის სატყეო უბნების მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდში არსებულ პერსპექტიულ სალიცენზიო ობიექტებზე (საერთო ფართობი 20902 ჰა) შეზღუდულ ვადებში დადგენის მიზნით ტყის აღრიცხვის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით სატყეო დეპარტამენტისათვის (ორგანიზაციული კოდი 38 06 03) განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები