დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2013 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 178-ს |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო |
| მიღების თარიღი | 27/11/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/11/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.30.060.016015 |
|
| მუხლი 1 |
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2013 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის კანონის (აფხაზეთის კანონი №4, 28.12.2012წ.) I, II, III, IV V, VI თავებში შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
თავი I აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის მაჩვენებლები მუხლი 1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ბალანსი. განისაზღვროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით: ლარი
თავი II აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლები მუხლი 2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლები. განისაზღვროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლები 12910000 ლარის ოდენობით. რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლები ლარი
მუხლი 3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახადები 4300000 ლარის ოდენობით. ლარი
მუხლი 4. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის გრანტები ფინანსური დახმარება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტს 8510000 ლარი. გრანტი ლარი
მუხლი 5. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 100000 ლარის ოდენობით. სხვა შემოსავლები ლარი
თავი III აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯები, არაფინანსური აქტივები და მათი ფუნქციონალური კლასიფიკაცია
მუხლი 6. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯები 13075331 ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ლარი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯები ორგანიზაციულ ჭრილში ლარი
მუხლი 7. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 203564 ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 219564 ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ლარი
ბ) განისაზღვროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 16000 ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ლარი
მუხლი 8. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯები და არაფინანსური აქტივები განისაზღვროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯები და არაფინანსური აქტივები 13294895 ლარის ოდენობით. ლარი
მუხლი 9. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია ლარი
თავი IV აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის მთლიანი სალდო, ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების ცვლილება მუხლი 10. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის მთლიანი სალდო - 368895 ლარის ოდენობით. მუხლი 11. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 1. განისაზღვროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 368895 ლარის ოდენობით. ლარი
თავი V აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები მუხლი 12. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები განისაზღვროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პრიორიტეტები (პირველი დონე), მათ ფარგლებში განსახორციელებელი პროგრამები (მეორე დონე) და ქვეპროგრამები (მესამე და მესამისშემდგომი დონეები) შემდეგი რედაქციით: 1. ხელმისაწვდომი, ხარისხიანი ჯანდაცვა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრიორიტეტია აფხაზეთის მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზედამხედველობა და ზრუნვა. 1.1 - აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, აგრეთვე აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებთა მედიკამენტებით დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 05 02 ) აფხაზეთის მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის მრავალწლიანი შესწავლისა და დასაბუთებული ანალიზის შედეგების, სოციოლოგიური კვლევების საფუძველზე დადგენილია, რომ დევნილი, აგრეთვე ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი მკურნალობას ვერ ახერხებს დიაგნოზის არსებობის შემთხვევაში, ვინაიდან მოკლებულია სამკურნალწამლო საშუალებების შეძენის შესაძლებლობას. შესაბამისად, მოსალოდნელია მოსახლეობის ჯანმრთელობის შემდგომი გაუარესება და დაავადებათა გართულებები. ეს გარემოება ხაზგასმით მიუთითებს პროფილურ მედიკამენტურ დახმარებაზე გაცილებით მეტ მოთხოვნის აუცილებლობაზე. მოცემულ ვითარებაში, სამინისტროს მიერ მოსახლეობის თუნდაც ნაწილის მედიკამენტებით უზრუნველყოფა მიზნობრივი ჯანდაცვითი პროგრამული დაფინანსების გზით, რეალური ხელმისაწვდომობის ფაქტორია ბენეფიციარებისთვის და ორიენტირებულია პაციენტთა დროული მედიკამენტური მკურნალობის, როგორც მინიმუმ, ინიციირებაზე მაინც. იძულებით გადაადგილებულ პირთა, აგრეთვე ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა მოიცავს, როგორც მინიმუმ, მკურნალობის დაწყებისთვის აუცილებელი მედიკამენტების ცენტრალიზებული წესით შეძენას და გაცემას პაციენტებზე, კომისიური წესით გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. აფხაზეთის მოსახლეობის ნაწილისთვის თანამედროვე და ეფექტური მედიკამენტებით დახმარება მისი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის გზით დაავადებათა დროული და ადეკვატური მკურნალობის დაწყების რეალურ საფუძვლებს შექმნის, რაც, როგორც მინიმუმ, პროგრამის ბენეფიციართა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. 1.2 - აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრებთა ამბულატორიული დახმარების პროგრამა- (პროგრამული კოდი 05 03 ) დადგენილია, რომ დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა პროგნოზულად ჯანმრთელობის შემდგომი გაუარესების მაღალი რისკის კატეგორიას განეკუთვნება. ეს გარემოება განსაზღვრავს გაცილებით მეტ მოთხოვნას სამედიცინო დახმარებაზე. სინამდვილეში კი, სიღარიბისა და ფინანსური ხელმიუწვდომლობის მიზეზით, იძულებით გადაადგილებულთა აბსოლუტური უმრავლესობა მოკლებულია ადეკვატურ სამედიცინო დახმარებას, მით უმეტეს, მაღალტექნოლოგიურ და სპეციალიზებულ სამედიცინო სერვისს. ასეთ ვითარებაში დევნილთა, აგრეთვე, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებთა, ეკონომიური სიდუხჭირიდან გამომდინარე დაბალი სამედიცინო აქტივობის გათვალისწინებით, არსებით მნიშვნელობას იძენს მოსახლეობის სასიცოცხლოდ აუცილებელი სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფის ეფექტურობა, რასაც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს შესაბამის პროგრამულ ჯანდაცვით ღონისძიებათა შემუშავება და სწორი მენეჯმენტის პირობებში რეალიზაცია, რაც საბოლოო ჯამში დევნილი თანამემამულეების და ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე იქნება ორიენტირებული. სამედიცინო სერვისებზე ხელმიუწვდომლობა უაღრესად სერიოზული საფრთხეების შემცველია, რადგან მასზეა დამოკიდებული დაავადებათა გამოვლინების ვადები, დიაგნოზის ვერიფიცირება და მკურნალობის სწორი ტაქტიკა. ცხადია, დაგვიანებულ შემთხვევებში კონკრეტული პაციენტის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის პროგნოზი, ხშირ შემთხვევებში, ნეგატიური სახისაა. მრავალწლიანი შესწავლა და დინამიკური ანალიზი აჩვენებს დევნილთა და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა ზოგადი და კერძო ავადობის, დემოგრაფიული მაჩვენებლების არსებით უარესობას საქართველოს საერთო მაჩვენებლებთან შედარებით. საკმარისია აღინიშნოს, რომ დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის (დსკ) მე-10 გადახედვის შესაბამისად, კლასიფიკატორის ჯგუფების უმრავლესობაში დევნილთა ავადობა 1.3-1.5-ჯერ და მეტადაც აღემატება ქვეყნის საშუალო პარამეტრებს. საყურადღებოა დაავადებათა „გაახალგაზრდავების“ არასახარბიელო ტენდენციაც, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს საზოგადოებრივ ჯანმრთელობის მაჩვენებლებზე. სიტუაციის ანალიზის შედეგები აჩვენებს, რომ ამბულატორიული პროფილის კომპლექსური სამედიცინო ღონისძიებების რეალიზაციით შესაძლებელი ხდება არამარტო კონკრეტულ მოქალაქეთა, არამედ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველ მაჩვენებლებში ერთგვარი სტაბილიზაციის და ცალკეულ შემთხვევებში, პოზიტიური ძვრების მიღწევა. მოსახლეობის ამბულატორიულ-პოლიკლინიკური სადიაგნოსტიკო პროფილის სერვისით უზრუნველყოფა, მიზნობრივი ჯანდაცვითი პროგრამული დაფინანსების გზით, რეალური ხელმისაწვდომობის ფაქტორია და ორიენტირებულია დაავადებათა მაღალტექნოლოგიურ, სწორ დიაგნოსტირებაზე. ეს კი ეფექტური მკურნალობის ტაქტიკის შერჩევის აუცილებელი პირობაა. 1.3 აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, აგრეთვე, აფხაზეთის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებთა სტაციონარული მკურნალობის პროგრამა- (პროგრამული კოდი 05 04) აფხაზეთის მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი პარამეტრების მრავალწლიანი შესწავლა და დინამიკის ანალიზი აჩვენებს ქვეყნის მოსახლეობის ამ ნაწილის ზოგადი და კერძო ავადობის, დემოგრაფიული მაჩვენებლების არსებით უარესობას საქართველოს საერთო მაჩვენებლებთან შედარებით. ვითარების საფუძვლიანი, დეტალური ანალიზი ადასტურებს, რომ კომპლექსური ღონისძიებების, უწინარეს ყოვლისა, მიზნობრივი ჯანდაცვითი პროგრამების სწორი დაგეგმვა-რეალიზაციის პირობებში შესაძლებელი ხდება მდგომარეობის მეტ-ნაკლები სტაბილიზაცია და, რიგ შემთხვევებში, დადებითი ტენდენციების მიღწევა. არსებულ ვითარებაში სამინისტრო არსებით მნიშვნელობას ანიჭებს მოსახლეობის სტაციონარული სამედიცინო დახმარების ცალკეული სახეებით უზრუნველყოფას, რომელიც ორიენტირებულია მოქალაქეთათვის ამა თუ იმ სტაციონარული მკურნალობის ხელმისაწვდომობაზე, სამედიცინო და დემოგრაფიული აქტივობის ამაღლებაზე. 1. მშობიარობის კომპონენტი _ კომპონენტის აუცილებლობა განპირობებულია დევნილ მოსახლეობაში დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესების და სამედიცინო დაზღვევის პოლისის არმქონე მშობიარე ქალთა სპეციალიზებული სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის საჭიროებით. 2. ტონზილექტომიისა და ადენოიდექტომიის კომპონენტი _ მიმართულია აფხაზეთის მოსახლეობის ნაწილში (პირველ რიგში, ბავშვებსა და მოზარდებში) პროფილური ოპერაციული მკურნალობის დაფინანსებაზე. 3. თვალის ოპერაციული მკურნალობის კომპონენტი _ ორიენტირებულია მოსახლეობაში ფართოდ გავრცელებული პათოლოგიების – კატარაქტისა და გლაუკომის ოპერაციულ მკურნალობაზე. იგი მოიცავს კატარაქტის მკურნალობის ორ სახეს – ხელოვნური ბროლის იმპლანტაციით (სამედიცინო ჩვენებების მიხედვით - ფაკოემულსიფიკაციით ან მის გარეშე) და გლაუკომის ქირურგიულ ოპერაციას. 4. ცალკეული ონკოლოგიური დაავადებების ქიმიოთერაპიული მკურნალობის კომპონენტი _ ეს კომპონენტი წარმოდგენილია დევნილ და, აგრეთვე, ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ ონკოპათოლოგიების მქონე მოქალაქეებში შესაბამისი ქიმიოთერაპიული მკურნალობით. კომპონენტის მიზანია არამარტო ამ სახის მკურნალობის დაფინანსება, არამედ მკურნალობის დროული ინიციირებაც, რაც დადებითი შედეგის მიღწევის შანსებს გაცილებით მაღალს ხდის და პაციენტთა სიცოცხლის გახანგრძლივებაზეც პოზიტიურად აისახება. 1.4 - აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების პროგრამა - (პროგრამული კოდი 05 05 ) დევნილთათვის ამბულატორიულ-საკონსულტაციო დახმარების მიახლოების მიზნით აფხაზეთის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მრავალპროფილიანი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების სისტემა, წლების მანძილზე დადებითადაა აპრობირებული და მას მნიშვნელოვანი შედეგები მოაქვს როგორც სამედიცინო მომსახურეობის გაუმჯობესების, ისე ახლო პერიოდსა და პერსპექტივაზე გათვლილ ოპტიმალურ ღონისძიებათა კომპლექსის ფორმირების თვალსაზრისით. პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების ძირითადი მიზანია ავადობის აქტიური გამოვლინება, ჯანმრთელობის ფორმირებისა და განმტკიცებისათვის მიმართული დროული სამედიცინო გამოკვლევები, დაავადებათა პრევენცია და გაუვრცელებლობის ხელშეწყობა. ამ სახის ღონისძიებები საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია დევნილი თანამემამულეების სამედიცინო აქტივობის ამაღლების კუთხითაც და, ამასთან, იგი საფუძველს ქმნის იმისათვის, რომ შემდგომში დევნილთა სამედიცინო დაწესებულებების მიერ განხორციელდეს დინამიური მეთვალყურეობა გამოვლენილ ავადმყოფებზე. თავად პროფსამედიცინო ღონისძიების ეფექტურობას ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს, მათ შორის ერთ-ერთი მთავარია ის გარემოება, რომ იგი მოიცავს (მართალია, ერთჯერადად) ბევრ ისეთ მოქალაქეს, რომლებიც, გარკვეული მიზეზების გამო, არ ან ვერ მიმართავენ სამედიცინო დაწესებულებას. იგპ-თა შორის ამ აქციის მსვლელობისას საკმაოდ მაღალია მწვავე დაავადებათა გამოვლენის ხვედრითი წილი. დევნილებში მასობრივი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების კამპანიისას პირველადად ვლინდება ისეთი სერიოზული პათოლოგიებიც კი, როგორიცაა მიოკარდიუმის ინფარქტი, ავთვისებიანი წარმონაქმნები და სხვ. ხშირია ქრონიკული და კომბინირებული დაავადებებიც, რომლებიც ხშირ შემთხვევებში ადრე პაციენტისთვის ცნობილი არ იყო, ან, იცოდა მათ შესახებ, მაგრამ აქტიურად არ მიმართავდა სამედიცინო დაწესებულებას (ე.წ. „აისბერგი“). სამინისტრო მნიშვნელოვან აქცენტს აკეთებს მობილური ბრიგადების აღჭურვაზეც. ამ მხრივ საყურადღებოა, რომ აქციების პროცესში ფართოდ გამოიყენება თანამედროვე სადიაგნოსტიკო აპარატურა (პორტატული ექოსკოპები, ელექტროკარდიოგრაფები, გლუკომეტრები). საყურადღებოა, რომ სათანადო მედიკამენტური ბაზის ქონის პირობებში პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვები არამარტო უფრო ეფექტური, არამედ გაცილებით აქტიურიც ხდება. 2. სოციალური უზრუნველყოფა სოციალური დახმარების ზრდა ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისათვის, სოციალური დახმარება დაეფუძნება ბენეფიციართა მიზნობრივ დახმარებას და პრიორიტეტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები უზრუნველყოფს მის შემდგომ დახვეწას, რათა გაიზარდოს, როგორც მიზნობრიობის სიზუსტე, ისე დახმარების ეფექტიანობა. 2.1 დევნილთა სოციალური უზრუნველყოფის პროგრამა ( პროგრამული კოდი 13 02, 14 02, 15 02) პროგრამა ითვალისწინებს დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ერთჯერადი დახმარებების გაცემას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ გამოცემული წესის შესაბამისად შემდეგი კატეგორიებისათვის: – I ჯგუფის ინვალიდებზე – 100 ლარი; – მეორე მსოფლიო ომის ინვალიდებზე – 100 ლარი; – მარჩენალდაკარგულებზე – 100 ლარი; – ომში დაღუპულთა ოჯახს – 100 ლარი; – დედ-მამით ობოლ არასრულწლოვანებზე (თითოეულზე) – 100 ლარი; – ოთხი და მეტი არასრულწლოვან შვილიან ოჯახებზე – 100 ლარი; – 100 წელს გადაცილებულებზე – 100 ლარი; – უნარშეზღუდულ ბავშვებზე და ბავშვობიდან ინვალიდზე – 100 ლარი; – სხვა მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფ ოჯახებზე – კომისიური გადაწყვეტილებით არა უმეტეს 200 ლარისა, პროგრამის მოცულობის 10%-ის ფარგლებში. 2.2 გალის რაიონის (კონფლიქტის ზონა) სკოლამდელი აღზრდისა და სახელოვნებო სკოლების პედაგოგთა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 04 01) პროგრამის მიზანია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, კერძოდ, გალის რაიონში მცხოვრები და მოღვაწე სკოლამდელი აღზრდისა და სახელოვნებო სკოლების პედაგოგებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური მხარდაჭერა, რაც თავის მხრივ გააუმჯობესებს მათ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას. 3. განათლება, მეცნიერება და პროფესიული მომზადება; წარმატებული სახელმწიფოს უმნიშვნელოვანეს საყრდენს განათლებული საზოგადოება წარმოადგენს. სახელმწიფო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი სწორედ მომავალი თაობის ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა და, შესაბამისად, ქვეყნის მომავალში რესურსების ინვესტირებაა. თავისი აქტივობებით აფხაზეთის მთავრობა ხელს უწყობს ამ რეფორმების წარმართვასა და გატარებას. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა უზრუნველყოფს ზოგადი განათლების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას აფხაზეთის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში. აფხაზეთის მთავრობა უზრუნველყოფს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში განთავსებული აფხაზეთის 13 საჯარო სკოლისა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე-გალის რაიონში განთავსებული 31 სკოლაში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მოწოდებულია დევნილ ახალგაზრდებს შეუქმნას ხარისხიანი განათლების მიღებისათვის სათანადო სასწავლო პირობები და გარემო. 3.1 განათლების ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 06 04) განათლების ხელშეწყობის პროგრამის ძირითად მიმართულებასა და მიზანს წარმოადგენს აფხაზეთის საჯარო სკოლების მატერიალურ - ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, მოსწავლე-ახალგაზრდობის განათლების ხარისხისა და მათი კონკურენტუნარიანობის გაზრდის ხელშემწყობი პროგრამების განხორციელება, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიის მოსწავლე-ახალგაზრდობისათვის. პროგრამების განხორციელებამ ხელი უნდა შეუწყოს აფხაზეთიდან დევნილი ნიჭიერი ახალგაზრდების განათლებასა და წარმოჩენას, საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის პროცესს. 3.1.1 ,,ოკუპირებული ტერიტორიის აბიტურიენტთა მოსამზადებელი ცენტრი“ (ქვეპროგრამის კოდი 06 04 02) პროექტის განხორციელებით გათვალისწინებულ იქნა კონფლიქტის ზონის მოსწავლეთა და აბიტურიენტთა მზადყოფნა და სურვილი, რომ მოექცნენ ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, სწავლა გააგრძელონ და პროფესია მიიღონ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში, ღირსეული კონკურენცია გაუწიონ მომავალ ეროვნულ გამოცდებში თავიანთ თანატოლებს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამოქმედო გეგმა და პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა კონფლიქტის ზონის აბიტურიენტთა მომზადებას ძირითად სასწავლო დისციპლინებში: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, უცხო-ენა (რუსული), და ზოგადი უნარ-ჩვევები. პროექტის შინაარსი შემუშავებულია აბიტურიენტთა საჭიროებების გათვალისწინებით. კონფლიქტის ზონის აბიტურიენტთათვის განხორციელდება პროგრამა, რომელმაც მათ დაეხმარება ეროვნული გამოცდებისათვის მომზადების პროცესში. 3.1.2 ,,კარიერის დაგეგმვის, პროფესიული განათლებისა და სკოლებში სახელობო-შემოქმედებითი ინიციატივების ხელშეწყობა“ (ქვეპროგრამის კოდი 06 04 03) პროექტის მიზანია უფროსკლასელ მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაცია, მათთვის დახმარების გაწევა მომავალი პროფესიული საქმიანობის გააზრებულად არჩევასა და კარიერის სწორად დაგეგმვაში; სკოლებში არსებული სახელობო პროგრამების განხორციელება-განვითარება, სასკოლო ინიციატივების წახალისება. 3.1.3 „ აფხაზეთის საჯარო სკოლების მასწავლებელთა კონფერენცია“ (ქვეპროგრამის კოდი 06 04 04) განათლების სისტემის მიმდინარე რეფორმა მრავალ კითხვას ბადებს პედაგოგებში. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ერთმანეთისათვის გამოცდილებისა და აზრთა ურთიერთგაზიარება, რის პრაქტიკული შესაძლებლობაც პედაგოგებს ხშირ შემთხვევაში არ ეძლევათ. ქვეპროგრამის მიზანია შექმნას საუკეთესო პირობები თითოეული პედაგოგისათვის საკუთარი თავის რეალიზების, გამოცდილების ურთიერთგაზიარების თვალსაზრისით. 3.1.4 ,, აფხაზეთის საჯარო სკოლებისა და ოკუპირებული ზონის სკოლების დახმარება მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებისათვის“ (ქვეპროგრამის კოდი 06 04 05) სასწავლო პროცესისა და ზოგადად განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, აუცილებელია სასწავლო თვალსაჩინოება. სასკოლო თვალსაჩინოების მთავარ დანიშნულებას წარმოადგენს გახდეს სასწავლო მასალის შინაარსი უფრო გასაგები, მოსწავლეების აზროვნებისათვის მეტად მისაწვდომი, ხოლო ზოგადად სასწავლო პროცესი უფრო საინტერესო. ამდენად, მნიშვნელოვანია სკოლების საჭიროებებიდან გამომდინარე, დახმარება გაეწიოს მათ მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებაში. 3.1.5 „ინკლუზიური განათლება, ტრენინგები და საგანმანათლებლო პროგრამები“ (ქვეპროგრამის კოდი 06 04 06) პროგრამის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს იმ პროგრამების შემუშავება და განხორციელება, რომლებიც ხელს შეუწყობენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდებისა და ახალგაზრდების სოციალური ინტეგრაციის პროცესს, მათი გონებრივი და ფიზიკური აქტივობის გაზრდას. ასევე, საზოგადოების მხრიდან, მათ მიმართ ჯერ კიდევ არსებული გარკვეული გულგრილობისა და ინერტულობის შემცირებას. 3.1.6 „საზაფხულო ბანაკი“ (ქვეპროგრამის კოდი 06 04 07) ქვეპროგრამა წარმოადგენს აფხაზეთის მთავრობის სამშვიდობო სტრატეგიის ნაწილს, რაც გულისხმობს სამშვიდობო განათლების ტრენინგ-სემინარების ფორმატში განხილვასა და სწავლებას; ბენეფიციარებში ტოლერანტობის განვითარებას და მათ საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობას; ფიზიკურად ძლიერი და სულიერად ჯანსაღი ახალგაზრდობის აღზრდას, მათი გონებრივი და ინტელექტუალური განვითარებისათვის ხელშეწყობას; 3.1.7 „ინოვაციური პედაგოგი“ (ქვეპროგრამის კოდი 06 04 08) ქვეპროგრამის მიზანია, აფხაზეთის საჯარო სკოლების პედაგოგების წახალისება, შემოქმედებითი და პროფესიონალური პოტენციალის განვითარება. 3.1.8 ,,წლის მოსწავლე“ (ქვეპროგრამის კოდი 06 04 09) ქვეპროგრამის ,,წლის მოსწავლე“ მიზანია აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა წახალისება და მოტივაციის გაზრდა, მოსწავლეთა თვითრეალიზაციისათვის შესაბამისი პირობების შექმნა, აქტიური ჩართვა სასწავლო-შემოქმედებით და შემეცნებით-ანალიტიკურ საქმიანობაში. 3.1.9 ,,მწიგნობართა კლუბი“ (ქვეპროგრამის კოდი 06 04 10) წიგნიერების საერთაშორისო კვლევებიდან გამომდინარე, საქართველოში წიგნიერების დონე საშუალოზე დაბალია. წიგნიერების დონის ასამაღლებლად და წიგნიერების პოპულარიზაციის მიზნით, აფხაზეთის საჯარო სკოლებში შეიქმნა ,,მწიგნობართა კლუბები,“ სადაც პერიოდულად ეწყობა წიგნების კითხვა და იმართება დისკუსიები წაკითხული ნაწარმოების ირგვლივ. წიგნიერთა კლუბების მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურით უზრუნველყოფა ხდება სკოლებისა და მობილური ბიბლიოთეკების მეშვეობით, რომლის წიგნადი ფონდის განახლება ხორციელდება აღნიშნული პროექტის ფარგლებში. ეწყობა შეხვედრები საზოგადოების ცნობად სახეებთან, მწერლებთან, მეცნიერებთან. 3.2 აფხაზეთის მეცნიერთა მხარდაჭერის პროგრამა (პროგრამული კოდი 06 05) პროგრამამ ხელი ხელი უნდა შეუწყოს აფხაზეთიდან დევნილ და აფხაზეთის საკითხზე მომუშავე მეცნიერებს თავიანთი შესაძლებლობების სრულად წარმოჩენაში, სრულფასოვანი სამეცნიერო კვლევების ჩატარებაში, ნაშრომების გამოცემაში, საზღვარგარეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ლაბორატორიებში გამოცდილების მიღებაში, ამ მუშაობის შედეგების გამოქვეყნებაში. 3.3 სამშვიდობო და სამოქალაქო განათლების მხარდაჭერის პროგრამა ( პროგრამული კოდი 06 06) პროგრამის მიზანს წარმოადგენს: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სკოლებისა და ზოგადად დევნილი მოსახლეობის ადგილობრივ მოსახლეობასთან ინტეგრაციის ხელშეწყობა ინფორმაციის მიწოდებისა და განათლების კუთხით, აგრეთვე კონფლიქტის ზონაში არსებული კულტურულ საგანმანათლებლო დაწესებულებების ქართულ სივრცესთან დაახლოების ხელშეწყობა, აღნიშნული კატეგორიის საგანმანათლებლო დაწესებულებების დასავლურ ღირებულებებთან დაახლოება. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოზარდების ცხოვრებაში არსებული პრობლემების გარკვეულწილად მოგვარების ხელშეწყობის მიზნით, შეიქმნა სამშვიდობო და სამოქალაქო განათლების მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს სამშვიდობო განათლების სტრატეგიის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. 3.3.1 „ინტელექტუალური განვითარების ხელშემწყობა“ (ქვეპროგრამის კოდი 06 06 01) აფხაზეთიდან მკვიდრი მოზარდების ჩართულობა ინტელექტუალურ თამაშში რა? სად? როდის?, მნიშვნელოვან გარემოს შექმნის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსწავლეთა ინტელექტუალურ ზრდაში, ვინაიდან მათ მიეცემათ საშუალება გამოავლინონ საკუთარი ცოდნა, გამჭრიახობა და ლოგიკური აზროვნების უნარი, მიაღწიონ წარმატებას კონკურენტუნარიან გარემოში; მოსწავლეებში ჩამოყალიბდება ინტელექტუალურ თამაშებში მონაწილეობის კულტურა; მაღალი ინტელექტის მქონე მოზარდების გამოვლენა და წახალისება. 3.3.2 ,,წლის საუკეთესო თხზულება“ (ქვეპროგრამის კოდი 06 06 02) ქვეპროგრამა ითვალისწინებს უფროსკლასელებში შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარებასა და წახალისების მიზნით მათი ნაშრომის წარმოჩენას. 3.3.3 ,,აფხაზეთის წარმატებული მოზარდები ისტორიულ საქართველოში (შემეცნებითი ტური ტაო-კლარჯეთში)“ (ქვეპროგრამის კოდი 06 06 03) აფხაზეთის საჯარო და გალის რაიონის ოკუპირებული ტერიტორიების სკოლების განსაკუთრებულად წარმატებული 15-მდე მოზარდი 2-3 დღით გაემგზავრება თურქეთში და დაათვალიერებს ქართულ ისტორიულ ძეგლებს, რომლებიც შემორჩენილია ისტორიულ ტაო-კლარჯეთში. შედეგად მოსწავლეები მიიღებენ ინფორმაციას იქ არსებული მდგომარეობის შესახებ, წახალისდებიან, ხოლო მათ თანატოლებს გაეზრდებათ სტიმული მეტი წარმატების მისაღწევად. 3.3.4 „აიმაღლე კვალიფიკაცია“ (აფხაზეთის ა/რ საჯარო მოხელეთა მომზადება/გადამზადების ხელშეწყობა) (ქვეპროგრამის კოდი 06 06 04) აფხაზეთის ა/რ მთავრობის სტრუქტურული ერთეულების თანამშრომელთათვის ტრენინგების ჩატარება; ტრენინგები საჯარო მოხელეთათვის საჭირო უნარ-ჩვევების შეძენისა და ორგანიზაციული განვითარების კუთხით. 3.3.5 ,,აფხაზეთის მოზარდთა ლიდერობის სკოლა“(ქვეპროგრამის კოდი 06 06 05) ქვეპროგრამა განხორციელდება სამშვიდობო ბანაკში, სადაც მოზარდებს უნარ-ჩვევების ასამაღლებლად ჩაუტარდებათ სხვადასხვა ტრენინგ-სემინარები, რაც მათი მომავალი წარმატებების საწინდარია. 3.3.6 აფხაზეთის მოზარდები მედია-პროექტში ,,ეტალონი“ (ქვეპროგრამის კოდი 06 06 06) ქვეპროგრამის მიზანია, აფხაზეთის წარმატებულ მოსწავლეებს (10 მოზარდი) მიეცეთ ერთ-ერთ პოპულარულ ინტელექტუალურ მედია-პროექტში ,,ეტალონი“ მონაწილეობის შესაძლებლობა, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყოს მოზარდებში ცოდნის პოპულარიზაციას, აფხაზეთის ნიჭიერი მოსწავლე-ახალგაზრდების გამოავლენასა და წახალისებას. სატელევიზიო პროექტი, თავისთავად მიზნად ისახავს ქვეყნის მოსწავლე ახალგაზრდების მასობრივ დაინტერესებას სწავლა-განათლებით. „ეტალონი“ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით მიმდინარეობს. 3.3.7 ,,წინაპართა ნაკვალევზე“ (ქვეპროგრამის კოდი 06 06 07) ქვეპროგრამის მიზანია მოზარდებში სამშობლოს ისტორიული წარსულისადმი სიყვარულისა და პატივისცემის გრძნობის გაძლიერება, არქეოლოგიის, როგორც პროფესიის გაცნობა, ბავშვებში კვლევის, ანალიზის უნარების განვითარება და მშობლიური ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობისადმი სიყვარულის გაღვივება. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა დაათვალიერონ დიდი მცხეთისა და დმანისის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი და სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ მონაწილეობა მიიღონ იმიტირებულ არქეოლოგიურ გათხრებში. 3.3.8 „ ახალგაზრდების ეკოლოგიური განათლებისა და ცნობიერების ამაღლება“ (ეკო-ბანაკი ხევსურეთში) (ქვეპროგრამის კოდი 06 06 08) ქვეპროგრამის მიზანია მოზარდებში სამშობლოს სიყვარულისა და პატრიოტული გრძნობის გაძლიერება, ახალგაზრდებში ეკოცნობიერებისა და განათლების დონის ამაღლება. საქართველოს მაღალმთიანი რეგიონის - ხევსურეთის ბუნების, ისტორიისა და ადათ-წესების გაცნობა, ისტორიული ძეგლების (ხევსურეთის ეთნოგრაფიული მუზეუმი, ბარისახოს ეკლესია, პირაქეთა ხევსურეთის ყველაზე მაღალი სოფელი - როშკა) მონახულება და ბუნების დათვალიერება, მაღალმთიან ზონაში არსებული 3 ტბის (მწვანე, ლურჯი და თეთრი ტბები) და აღმოსავლეთ ჭიუხის მასივის (საშუალო სიმაღლე 3700 მეტრი ზღვის დონიდან) და მწვერვალების - ვაჟა ფშაველა, შოთა რუსთაველი, დავით აღმაშენებელი, გიორგი ლეონიძე ხილვა. მოზარდები იზრუნებენ ადგილობრივი ეკოსისტემის დასუფთავებასა და აღდგენაზე და დარგავენ ნერგებს. 4. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, აგრეთვე აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებთა პროფესიული სწავლება/გადამზადების პროგრამა ( პროგრამული კოდი 05 07) პროგრამის მიზანია პროგრამით მოსარგებლეთა დასაქმების ხელშეწყობა პროფესიული სწავლება/გადამზადების გზით. - კადრების მომზადების/ კვალიფიკაციის დონის ამაღლება თანამედროვე მოთხოვნათა დონეზე. - პერიპერიებზე მომუშავეთა დაინტერესების ამაღლება გადამზადების სისტემით და მოცემული პროექტის პროპაგანდა. - მოსახლეობაში საჭირბოროტო საკითხებისადმი სახელმწიფოს ზრუნვის შეგნების განმტკიცება. აღნიშნული პროგრამით სამინისტრო მოახდენს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა (30-ბენეფიციარის ფარგლებში) პროფესიული ორიენტაციის და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობას, რაც გაზრდის მათ კონკურენტუნარიანობას შრომის ბაზარზე და შესაბამისად დასაქმების შესაძლებლობას, რაც საბოლოო ჯამში დადებითად აისახება მათ სოციალურ კეთილდღეობაზე. 4. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი; კულტურულ - გასართობი და შემეცნებითი პროექტების განხორციელება აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სოციალური ჩართულობისა და ინტეგრაციის მიზნით. ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ბავშვთა და მოზარდთა შემოქმედებითი ჯგუფების მხარდაჭერა. დევნილ ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების მხარდაჭერა, მასობრივი სპორტის ხელშეწყობა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა. ლიტერატურული და საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობისა და ამ მიზნით პროგრამების, წინადადებების, გეგმების შემუშავება; ხალხური ხელოვნების დანერგვის (ქორეოგრაფია, მუსიკა, თეატრი, სახვითი, ზეპირსიტყვობა, ხალხური რეწვა, ფოლკლორულ - სანახაობითი) დაცვა-განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია; აფხაზეთის ძირძველი მემკვიდრეობის საინფორმაციო ბაზის შექმნა და მისი პოპულარიზაცია, ამ მიზნით სპეციალური გამოცემების, ვებ-გვერდების, ფილმების მომზადება; შესაძლებლობების ფარგლებში აფხაზეთში არსებული მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენის, შენარჩუნებისა და პოპულარიზაციის ღონისძიებათა განხორციელება და მათი ხელშეწყობა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ღონისძიებათა განხორციელების უზრუნველყოფა, მისი შესწავლისა და მოვლა-პატრონობის მეთოდოლოგიის შემუშავება; 4.1 კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერის პროგრამა ( პროგრამული კოდი 06 07) პროგრამა ემსახურება ქვეყანაში არსებული აფხაზეთის შემოქმედებითი რესურსებისა და ხელოვნების სხვადასხვა დარგის დაცვას, განვითარებას, პოპულარიზაციას, მათ სამშვიდობო როლის წარმოჩენას, აფხაზეთისა და საქართველოს შემოქმედებით ორგანიზაციებს შორის ტრადიციული კულტურული კავშირების აღდგენას, აფხაზეთის მოსახლეობისათვის სახელოვნებო ცხოვრების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, ხელოვნების სფეროში თავისუფალი, დაცული და კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას, სახელოვნებო დაწესებულებების შედეგზე ორიენტირებული სამოქმედო პროგრამების ადეკვატურ დაფინანსებას, მათ მხარდაჭერაში არასახელმწიფო სექტორის როლის ზრდის ხელშეწყობას. პროგრამის მიზანია აგრეთვე სახელმწიფოს ხელშეწყობა მსოფლიოში აფხაზეთის კულტურის, როგორც ერთიანი ქართული კულტურის ორგანული ნაწილის წარმოჩენაში, ასევე შესაძლებლობის ფარგლებში, აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა მდგომარეობის მონიტორინგი და ძეგლებზე არსებული ინფორმაციის სისტემატიზაცია. 4.1.1 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის 20 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება (ქვეპროგრამის კოდი 06 07 01) ქვეპროგრამის მიზანია პატივი მივაგოთ საქართველოს ერთიანობისათვის მებრძოლ გმირებს, მათ ხსოვნას. ასევე, საღამო ასახავს აფხაზურ საზოგადოებასთან ერთად მომავლის შენებისა და მშვიდობიან თანაცხოვრებას. 4.1.2 „აფხაზეთობა 2013“ (ქვეპროგრამის კოდი 06 07 02) ქვეპროგრამის მიზანია აფხაზეთის კულტურის პოპულარიზაციით დაკავებული შემოქმედებითი ჯგუფების წარმოჩენა, მათი მხარდაჭერა და პოპულარიზაცია, აფხაზეთის ა/რ ხელოვნებისა და კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენა; აფხაზეთის კულტურის წარმოჩენა საერთაშორისო მასშტაბით, როგორც ერთიანი ქართული კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი ნაწილისა. 4.1.3 მხატვარ ჭოლა კუკულაძის საიუბილეო ალბომის გამოცემა (ქვეპროგრამის კოდი 06 07 03) ქვეპროგრამის მიზანია ხელი შეეწყოს აფხაზეთში მხატვართა კავშირის დამფუძნებლის, დამსახურებული მხატვრის ჭოლა კუკულაძის დაბადებიდან 90 წლისთავთან დაკავშირებით საიუბილეო ალბომის გამოცემას. მისი შემოქმედებითი უნარი გავაცნოთ ფართო საზოგადოებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო დონეზე, ხელი შეეწყოს მხატვრის შემოქმედების აღიარებასა და პოპულარიზაციას. 4.1.4 აფხაზეთის მხატვართა ნამუშევრების გამოფენა და პერსონალური კატალოგების გამოცემა (ქვეპროგრამის კოდი 06 07 04) ქვეპროგრამის მიზანია ხელი შეეწყოს დევნილი მხატვრების შემოქმედების აღიარებასა და პოპულარიზაციას, მათი შემოქმედებითი უნარი გავაცნოთ ფართო საზოგადოებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო დონეზე. გამოიცეს აფხაზეთელი ღვაწლმოსილი მხატვრების ალბომი. 4.1.5 საახალწლო ზეიმი დევნილი ბავშვებისათვის (ქვეპროგრამის კოდი 06 07 05) აფხაზეთიდან დევნილი მოზარდები მოწყვეტილნი არიან მშობლიურ კერას, რაც თავისებურად აისახება მათი ოჯახების, შესაბამისად, საკუთრივ მათ ცხოვრებაზე. ამდენად მათი მომავლისთვის, პერსპექტივისთვის, აუცილებელია ყურადღება მიექცეს მათ სასწავლო-შემეცნებით, შემოქმედებით განვითარებას. რათა, მოზარდმა თაობამ ლაღად იგრძნოს თავი მომავალში. ქვეპროგრამის მიზანია საახალწლო განწყობა და საინტერესო ატმოსფერო შეუქმნას მოზარდებს. 4.1.6 ხელოვანთა მხარდაჭერა-„სიმღერები აფხაზეთზე“ (ქვეპროგრამის კოდი 06 07 06) კრებულის „სიმღერები აფხაზეთზე“პირველმა გამოცემამ საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. კრებულის მწირი ტირაჟის გამო წიგნი გადაეცა საზოგადოების მცირე ნაწილს. წიგნი მოთხოვნადია და აქედან გამომდინარე, აუცილებლობას წარმოადგენს მისი დამატებითი გამოცემა. 4.1.7 გ. შარვაშიძის სახელობის პრემია (ქვეპროგრამის კოდი 06 07 07) გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემია გაიცემა შემდეგ დარგებში: ლიტერატურა, მეცნიერება, ხელოვნება, პუბლიცისტიკა და არქიტექტურა. 4.2 სპორტული ღონისძიებების ხელშეწყობის პროგრამა ( პროგრამული კოდი 06 08) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდების უმეტესობა მოკლებულია მასიურ სპორტში ჩართვის შესაძლებლობას. მათი სპორტით დაინტერესება უნდა გახდეს მოზარდი თაობის დაახლოების, ნდობის, ადამიანური ურთიერთობის და მშვიდობიანი თანაცხოვრების ხელშემწყობი. მათ მნიშვნელოვანი წვლილი უნდა შეიტანონ ქვეყნის სპორტულ წარმატებებში. სოციალურ-ეკონომიკური დაუკმაყოფილებლობა, ინდივიდუალური უნარ-ჩვევებისა და ნიჭის გამოვლენის შესაძლებლობის არქონა, უპერსპექტივობა დევნილ ახალგაზრდობას ფსიქოლოგოურ წნეხის ქვეშ აქცევს, რის შედეგადაც მატულობს ძალადობა, ღირებულებების დეგრადაცია, აგრესია, როგორც პიროვნულ, ასევე საზოგადოებრივ დონეზე. აქედან გამომდინარე, სამინისტროს ძირითადი მისიაა ახალგაზრდებში სახელმწიფოებრივი აზროვნების, სამოქალაქო და დემოკრატიული ღირებულებების პატივისცემის დანერგვის, აქტიური მოქალაქეობის, მოხალისეობის, კანონის პატივისცემის, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზება, ასევე მათი გონებრივი და ინტელექტუალური განვითარების ხელშეწყობა. პროგრამის მიზანს წარმოადგენს აფხაზეთში პოპულარული და ტრადიციული სპორტის სახეობების (ფეხბურთის, კალათბურთის, ძალოსნობის, თავისუფალი და ბერძნულ-რომაული ჭიდაობის, ფარიკაობის, აღმოსავლური ორთაბრძოლების და ჭადრაკის) ხელშეწყობა და სხვა სახეობების წარმატებული სპორტსმენების ინდივიდუალური მხარდაჭერა. მთავრობის მიზანია ხელი შეუწყოს აფხაზეთის სპორტსმენების მონაწილეობას ეროვნულ თუ საერთაშორისო ტურნირებზე, სპორტული გუნდების (მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიიდან) უზრუნველყოფას შესაბამისი ინვენტარითა და ეკიპირებით. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მნიშვნელოვან ამოცანად მიიჩნევს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროსთან და ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულებით გრძელვადიანი ხედვის ჩამოყალიბებას. მთავრობის მიზანია აფხაზეთის ახალგაზრდებს გაცნობიერებული ჰქონდეთ პასუხისმგებლობა ქვეყნისა და მისი მომავლის წინაშე, საკუთარი როლი საზოგადოებაში, განვითარებული ჰქონდეთ სწრაფვა, იყვნენ სასარგებლო ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის, პატივი სცენ სხვა ადამიანის პიროვნულ ღირებულებებს და ჰქონდეთ სურვილი იზრუნონ საზოგადოების სხვა წევრებზე; ჰქონდეთ მოტივაცია თავად გადაწყვიტონ მათ წინაშე არსებული ამოცანები, თავად შექმნან კონკრეტული ინიციატივები. 4.2.1 სპორტულ ინიციატივათა მხარდაჭერა (ქვეპროგრამის კოდი 06 08 01) ქვეპროგრამა გათვალისწინებულია სპორტსმენთა ხელშეწყობისათვის, როგორც ქვეყნის შიგნით რეგიონალურ, ასევე საზღვარგარეთ საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობის მისაღებად, სპორტული ინვენტარისა და ფორმების შეძენაში და საწვრთნო შეკრებების დროს მგზავრობის დაფინანსებაში (ბილეთების შეძენა). 4.2.2 აფხაზეთის ღია პირველობა სპორტის სხვადასხვა სახეობებში (ქვეპროგრამის კოდი 06 08 02) ქვეპროგრამა ითვალისწინებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სპორტსმენების დაახლოებას, მათ ინტეგრაციას. შეჯიბრებების საშუალებით მოხდება წარმატებული და პერსპექტიული სპორტსმენების გამოვლენა, აფხაზეთის ნაკრები გუნდების დაკომპლექტება. 4.2.3 მინისტერიალი აფხაზეთის სამინისტროებს შორის (ქვეპროგრამის კოდი 06 08 03) ქვეპროგრამის მიზანია სახელმწიფო სტრუქტურის თანამშრომლებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა. სპორტული ასპარეზობები ხელს უწყობს და ეხმარება გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას. 4.2.4 ტურნირები სპორტის სხვადასხვა სახეობებში (ქვეპროგრამის კოდი 06 08 04) ქვეპროგრამის მიზანია ახალგაზრდების დაინტერესება სპორტის სხვადასხვა სახეობით, მათი ჩამოშორება ქუჩის მანკიერი გავლენისაგან, ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა. 4.3 ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამა ( პროგრამული კოდი 06 09) 4.3.1 ხელოვნების ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამა (ქვეპროგრამის კოდი 06 09 01) პროგრამა ითვალისწინებს თბილისის ხელოვნების სკოლებში მოსწავლე, აფხაზეთიდან დევნილი ნიჭიერი ახალგაზრდების სწავლების დაფინანსებას. 4.3.2 ახალგაზრდების შემოქმედებითი განვითარების ხელშეწყობა (ქვეპროგრამის კოდი 06 09 02) პროგრამა ითვალისწინებს ახალგაზრდების შემოქმედებითი განვითარების ხელშეწყობას, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდების სულიერების ამაღლებას. გათვალისწინებულია საბავშვო და ახალგაზრდული კულტურული, სამეცნიერო, სპორტული და სხვა ღონისძიებების ორგანიზება და სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების მხარდაჭერა ღონისძიებათა მოწყობის საქმეში. 4.3.3. „წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამა“ (ქვეპროგრამის კოდი 06 09 03) ,,წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის“ მიზანია აფხაზეთიდან დევნილი ნიჭიერი ახალგაზრდების ფინანსური მხარდაჭერა მათი სწავლების საფასურის, სხვადასხვა კონკურსებსა თუ ფორუმებში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად. 5.სოფლის მეურნეობა 5.1 ინვაზიური და სხვა სახის დაავადებათა საწინააღმდეგო ღონისძიებების პროგრამა (პროგრამული კოდი 12 02) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და გალის რაიონის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები, სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მოსახლეობისათვის დახმარების გაწევა სასოფლო – სამეურნეო სამუშაოების ჩატარებაში, შესაძლებლობის ფარგლებში მათი უზრუნველყოფა სათანადო მატერიალური საშუალებებით, სოფლის მეურნეობაში დასაქმებული დევნილი მოსახლეობისათვის დახმარების გაწევა ბიზნეს პროექტების შემუშავებაში, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან და ფონდებთან მჭიდრო ურთიერთობების დამყარება, აგროსასურსათო სექტორში, მოსალოდნელი პროექტების შესახებ დევნილთა ინფორმირება, გალის რაიონის მოსახლეობისათვის ვეტერინარული მომსახურეობის გაწევა, მცენარეთა დაცვის საშუალებების კონტროლი და საკარანტინო ზედამხედველობის გატარება სასოფლო – სამეურნეო კულტურების მავნებელთა წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების ჩატარება. 6. ინსტიტუციური განვითარება, სამოქალაქო ინტეგრაცია და ქვეყნის ინტერესების მხარდაჭერა (პროგრამების ადმინისტრირება და მართვა) 6.1 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო (პროგრამული კოდი 01 01) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების და დევნილი საზოგადოების ინტელექტუალური, პოლიტიკური და ეკონომიკური პოტენციალის, ადამიანური რესურსების მობილიზება უმთავრესი მიზნის მისაღწევად – საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის უზრუნველსაყოფად. თვითგამოცხადებული და აწ უკვე რუსეთის ფედერაციის მიერ აღიარებული აფხაზეთის სახალხო კრების - პარლამენტის მიერ მიღებული ე.წ. საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების, რომლებიც სეპარატიზმის პოზიციიდან აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების ისტორიულ, პოლიტიკურ, სამართლებრივ და მორალურ ფსევდოდასაბუთებას შეიცავენ, შესწავლა, ანალიზი და მათთვის შესაბამისი შეფასებების მიცემა. საინფორმაციო პოლიტიკის რადიკალურად გააქტიურება, მსოფლიო საზოგადოებისათვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდება აფხაზეთში კონფლიქტის რეალური მიზეზების, მიზნებისა და გენეზისის, კონფლიქტის პოლიტიკური დარეგულირებისა და ზოგადად რუსეთის ფედერაციის მიერ გაჩაღებული ანტიქართული საინფორმაციო ომის მოსალოდნელი ნეგატიური შედეგების განეიტრალების მიზნით. ზემოთ მითითებულ თემატიკაზე ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ საერთაშორისო კონფერენციების, მედიაფორუმების პერმანენტული ჩატარება და მათ მუშაობაში საერთაშორისო ორგანიზაციების, მეცნიერებისა და ექსპერტების ფართო მონაწილეობის უზრუნველყოფა. აფხაზეთში კონფლიქტის სრულმასშტაბიანი, პოლიტიკური დარეგულირების პროცესში, დევნილთა სოციალური და ყოფითი საკითხების გადაჭრაში, ქვეყნის სახელმწიფო-პოლიტიკურ სისტემაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური სტრუქტურების, როგორც საქართველოს ხელისუფლების ორგანული ნაწილის, ხელისუფლების მნიშვნელობისა და ამ პროცესში მონაწილეობის ხარისხის ამაღლების უზრუნველყოფა. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს, როგორც წარმომადგენლობითი ორგანოს საკანონმდებლო საქმიანობის ხარისხის ამაღლება, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო ბაზის საქართველოს საკანონმდებლო ბაზასთან შესაბამისობაში მოყვანა. უმაღლესი საბჭოს კომისიების მუშაობის სრულყოფა და ფრაქციების პოლიტიკური აქტივობის ამაღლება, აპარატის საქმიანობის ეფექტურობის უზრუნველყოფა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციითა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით გათვალისწინებული და უმაღლესი საბჭოს გამგებლობას განკუთვნილი სხვა უფლებამოსილებების სრულყოფილი და ადეკვატური განხორციელება. 6.1.2 აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დაცვის სამსახური (პროგრამული კოდი 01 02) დევნილთა ინფორმირებულობა მათ უფლებებზე, დევნილებზე გათვალისწინებული სახელმწიფო თუ საერთაშორისო ორგანიზაციების სხვადასხვა სახის პროგრამების არსებობაზე და მიმდინარეობაზე; იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ყოფითი და სამართლებრივი პრობლემების შესწავლის მიზნით მონიტორინგის ჩატარება მიზნობრივ ჯგუფებში ( ომის ვეტერანები და ინვალიდები, ბავშვები, ქალები,). - ქ. თბილისის და რეგიონებში დევნილთა ანკეტირება პრობლემატური საკითხების გამოვლენა-შესწავლის მიზნით და შესაბამისი ღონისძიებების ჩატარება, გასვლითი სამუშაო შეხვედრების ჩატარება დევნილებთან ადგილობრივი თვითმმართველობისა და დევნილთა წარმომადგენლობების მონაწილეობით. - აფხაზეთის 1992-93 წ.წ. ომის დროს განხორციელებული ქართული მოსახლეობის გენოციდის მასალების გამოქვეყნება. 6.2 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი (პროგრამული კოდი 02 01) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის უზრუნველსაყოფად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის კიდევ უფრო გააქტიურება და დევნილი საზოგადოების ინტელექტუალური და პოლიტიკურ-ეკონომიკური რესურსების მობილიზება. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური სტრუქტურების აქტიური ჩართულობა კონფლიქტის სრულმასშტაბიან პოლიტიკურ დარეგულირებაში. აფხაზეთში შექმნილ ვითარებასა და მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოებისათვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. საერთაშორისო თანამეგობრობის, პოლიტიკური და სამეცნიერო-აკადემიური წრეებისათვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდების მიზნით საერთაშორისო კონფერენციებისა და მედიაფორუმების ორგანიზება, სამუშაო პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციების, მეცნიერებისა და ექსპერტების ფართო სპექტრის მონაწილეობის უზრუნველყოფა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მონაწილეობა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში სახელმწიფო სტრატეგიის „ჩართულობა თანამშრომლობის გზით“ იმპლემენტაციის პროცესში. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობა დევნილთა სოციალური და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიმართულებით. 6.2.1 აფხაზეთის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება-ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველო (პროგრამული კოდი 02 02) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ფუნქციონირებისა და სახელისუფლებო საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობა. აფხაზეთის მთავრობის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების ორგანიზება და უზრუნველყოფა; აფხაზეთის მთავრობის სტუმრების და ოფიციალური დელეგაციების მიღების ორგანიზება და სხვა მომსახურებების გაწევა; 6.3 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრო (პროგრამული კოდი 03 00) – საფინანსო-საბიუჯეტო სისტემის სრულყოფა და გამჭვირვალობა; – საბიუჯეტო დაწესებულებებში საფინანსო-საბიუჯეტო დისციპლინის გამკაცრება; – აღებული ვალდებულებების სრულყოფილად დაფინანსება; – საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობა შემოსავლების დამატებითი წყაროების მოძიების მიზნით, რათა ბიუჯეტში გაიზარდოს სოციალური პროგრამების დაფინანსების ხვედრითი წილი. – ფინანსთა სამინისტროს სისტემის საჯარო მოხელეთა საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდა; – ხაზინის მეშვეობით აფხაზეთის ბიუჯეტიდან სახსრების გაცემა, შემოსავლებისა და ხარჯების ოპერატიული კონტროლის დაწესება, კანონმდებლობის შესაბამისად; – დაწესებულებათა საფინანსო სამსახურებისათვის შესაბამისი მეთოდური მითითებებისა და ლიტერატურის მიწოდება, აგრეთვე, კონსულტაციებისა და ტრენინგების ჩატარება. – მხარჯავი დაწესებულებების მიერ შესყიდვების განხორციელებისას კონტროლის დაწესება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისობაში. 6.4 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტრო (პროგრამული კოდი 04 01) სტატისტიკური ანგარიშების მიღება - დამუშავება, ბიულეტენებისა და კრებულების გამოშვება. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის შესახებ ყოველკვარტალური / წლიური ანალიტიკური ბარათების მომზადება დარგთა ჭრილში; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კუთვნილი ქონებისა (უძრავ-მოძრავი) და წილების - აქციების მართვა, განკარგვა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ფონდებთან ურთიერთობის გაღრმავება იგპ-თა სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით; მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა; 6.4.1 ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - ინფრასტრუქტურისა და დარგობრივ საკითხთა დეპარტამენტი (პროგრამული კოდი 04 02) აფხაზეთის ეკონომიკის დარგების მდგომარეობის ანალიზი, ურბანული დაგეგმარების, სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმვის, არქიტექტურული და სამშენებლო-საინჟინრო საქმიანობის ზედამხედველობის განხორციელების მეთოდური ხელმძღვანელობა, აფხაზეთიდან დევნილებში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა, აფხაზეთის ტერიტორიაზე ეკონომიკის დარგების განვითარების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება, ანალიზი და შემდგომი რეაგირების მიზნით ეკონომიკის სამინისტროსთვის მიწოდება. 6.4.2 სსიპ „აფხაზეთის გეოლოგიისა და მინერალური რესურსების სააგენტო“ (პროგრამული კოდი 04 03) აფხაზეთის სანაპირო ზოლის მორფოდინამიკური შეფასება და მის საფუძველზე სანაპირო ზონის დაცვის მიზნით პრევენციული მეთოდების განსაზღვრა, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვა მონიტორინგის პროცესში. აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული მინერალური რესურსების საბადოების მარაგების დაზუსტება და მათი უკანონო მოპოვების ეკონომიკური შეფასება. 6.5 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (პროგრამული კოდი 05 01) – დევნილი მოსახლეობის სამედიცინო დაწესებულებების მიერ მიწოდებული სამედიცინო მომსახურეობის ხარისხის გაუმჯობესება; სამედიცინო პერსონალის უწყვეტი განათლების რეჟიმში გადამზადების პროგრამებსა და სხვადასხვა სამედიცინო ტრენინგებში ჩართვის ხელშეწყობა; – ქვეყანაში აღიარებული პრიორიტეტული მიმართულებებით პროგრამების შემუშავება და შესაბამისად, დევნილი მოსახლეობისათვის პროგრამით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურეობის ხელმისაწვდომობის გაზრდა. – სამედიცინო დაწესებულებათა მოქმედ ფედერალურ პროგრამებში ჩართვის ხელშეწყობა და ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება. – დევნილი მოსახლეობის სამედიცინო აქტივობის (სამედიცინო ამბულატორიულ-პოლიკლინიკურ) დაწესებულებებში მიმართვები) ამაღლება. – მოსახლეობაში სამედიცინო (სანიტარულ-ჰიგიენური) განათლების გავრცელების ხელშეწყობა; ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა. – ინტენსიური თანამშრომლობა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან დევნილთა სამედიცინო და სოციალური დახმარების ასპექტში. – დევნილი მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა მათი უფლებებისა (ჯანმრთელობის დაცვის სფეროში) და მოქმედი სამედიცინო და სოციალური დახმარების შესახებ. 6.5.1 აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობის მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის შექმნის პროგრამა (პროგრამული კოდი 05 06) პროგრამის მიზანია დევნილთა სოციალურ სტატუსზე მონაცემების სრული პაკეტის ეტაპობრივი ფორმირება, აგრეთვე ჯანმრთელობის დოკუმენტურად დადგენილი მდგომარეობის დაფიქსირება. 6.6 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო (პროგრამული კოდი 06 01) ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარება ზოგადი განათლების სფეროში და სამშვიდობო განათლების პოლიტიკის განხორციელება აფხაზეთის საჯარო სკოლებში და დევნილ ახალგაზრდებში, ეროვნული სასწავლო გეგმების დანერგვის ორგანიზება, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის ხელშეწყობა ეროვნული შეფასებების განხორციელებაში. ოკუპირებული ტერიტორიის პედაგოგებისათვის საგნობრივი ტრენინგების პროგრამების განხორციელება, საგანმანათლებლო რესურსცენტრების ფუნქციონირების ხელშეწყობა. სამშვიდობო განათლების, პროფესიული ორიენტაციის და კარიერის დაგეგმვის, პროფესიული განათლების და მთელი ცხოვრების განმავლობაში საბაზო კომპეტენციების დაუფლების პროგრამების განხორციელებაზე ხელშეწყობა; ინოვაციური პროგრამების განხორციელებისათვის დამატებითი სახსრების მოზიდვის მიზნით, სახელმწიფო, არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საზოგადოებრივ ასოციაციებთან პარტნიორული ურთიერთობების დამყარება. პროფესიული ხელოვნების დარგების (თეატრალური, მუსიკალური, სახვითი, კინო, ქორეოგრაფიული) განვითარების სტრატეგიის შემუშავება, პროფესიონალ შემოქმედთა, ინდივიდუალურ შემსრულებელთა და შემოქმედებითი კოლექტივების (საგასტროლო და საკონცერტო, საკონკურსო და საფესტივალო, საგამოფენო და ა.შ.) მოღვაწეობა, ხელშეწყობა და მოღვაწეობის პოპულარიზაციის უზრუნველყოფა; კულტურულ - გასართობი და შემეცნებითი პროექტების განხორციელება აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სოციალური ჩართულობისა და ინტეგრაციის მიზნით. ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ბავშვთა და მოზარდთა შემოქმედებითი ჯგუფების მხარდაჭერა. დევნილ ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების მხარდაჭერა, მასობრივი სპორტის ხელშეწყობა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა. ლიტერატურული და საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობისა და ამ მიზნით პროგრამების, წინადადებების, გეგმების შემუშავება; ხალხური ხელოვნების დანერგვის (ქორეოგრაფია, მუსიკა, თეატრი, სახვითი, ზეპირსიტყვობა, ხალხური რეწვა, ფოლკლორულ - სანახაობითი) დაცვა-განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია; აფხაზეთის ძირძველი მემკვიდრეობის საინფორმაციო ბაზის შექმნა და მისი პოპულარიზაცია, ამ მიზნით სპეციალური გამოცემების, ვებ-გვერდების, ფილმების მომზადება; შესაძლებლობების ფარგლებში აფხაზეთში არსებული მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენის, შენარჩუნებისა და პოპულარიზაციის ღონისძიებათა განხორციელება და მათი ხელშეწყობა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ღონისძიებათა განხორციელების უზრუნველყოფა, მისი შესწავლისა და მოვლა-პატრონობის მეთოდოლოგიის შემუშავება; სამშვიდობო განათლებისა და კულტურის უზრუნველყოფის მიზნით ქვეყნის ერთიანი პოლიტიკის ორგანიზება-კოორდინაციაზე ზრუნვა; სამინისტროს მართვის სფეროში ინფორმაციული სისტემების დანერგვის ხელშემწყობი პროგრამებისა და პროექტების შემუშავება და განხორციელება; ბავშვთა და ახალგაზრდების საქმეთა სფეროში სამთავრობო პოლიტიკის განხორციელების კოორდინაცია; სამინისტროს საინფორმაციო საჭიროებებიდან გამომდინარე სტატისტიკური მონაცემების შეგროვება, დამუშავება და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, მონაცემთა ბაზის დადგენა. 6.6.1 ზემო აფხაზეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრი (პროგრამული კოდი 06 02), 6.6.2 გალის რაიონის საგანამანათლებლო რესურსცენტრი (პროგრამული კოდი 06 03) რესურს-ცენტრების მიზანია განათლების სფეროში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ხელშეწყობა ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებაში. კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში რესურს-ცენტრი ახორციელებს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში მიმდინარე პროცესების კვლევასა და ზედამხედველობას; კონტროლს უწევს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმების, სტანდარტების და სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამების შესრულებას მის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საგანმანათლებლო, სააღმზრდელო, პროფესიულ და საგანმანათლებლო – სააღმზრდელო დაწესებულებებში. წარუდგენს აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს რეკომენდაციებს და წინადადებებს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, აგრეთვე საჯარო სკოლების, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო – სააღმზრდელო დაწესებულებების დაფუძნების შესახებ; ხელს უწყობს აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ სახელმწიფო ენების –ქართულისა და აფხაზურის- განვითარებისა და გავრცელების მიზნით დაგეგმილი ღონისძიებების, სპეციალური პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას სამოქმედო ტერიტორიაზე; ახორცილებს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ-საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო – სააღმზრდელო დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების შესახებ მონაცემთა შეგროვებას და დამუშავებას; ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მიერ კანომდებლობის საფუძველზე დაკისრებულ სხვა ფუნქციებს. 6.7 მინისტრის აპარატი განსაკუთრებულ დავალებათა საკითხებში (პროგრამული კოდი 07 00) უზრუნველყოფს აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებზე, შესაძლო კონფლიქტური და საგანგებო ვითარების შესახებ ღია წყაროებიდან ინფორმაციის მოპოვებისა და მის ანალიზს; თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოითხოვს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლებისა და სხვა დაწესებულებებიდან აფხაზეთში შექმნილი პოლიტიკურ-ეკონომიკური, სოციალური, კრიმინოგენური, სამხედრო და საგანგებო სიტუაციების, ასევე, კონფლიქტების დარეგულირებისა და აფხაზეთიდან დევნილთა დაბრუნების პერსპექტივების ამსახველი სრული ინფორმაციის მოწოდებას; პერიოდულად ამზადებს მასალას აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ სხვადასხვა საერთაშორისო შეხვედრებისა და მოლაპარაკებისათვის; მონაწილეობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სამართლებრივი აქტების, პროექტებისა და წინადადებების მომზადებაში აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ კანონმდებლობით გათვალისწინებულ საკითხებზე; სამთავრობო პროგრამებისა და პროექტების განსახორციელებლად უზრუნველყოფის სამოქალაქო ინტეგრაციის სფეროში სახელწიფო ხელისუფლების ორგანოებთან საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას, კონფერენციების, სიმპოზიუმების და სემინარების გამართვას; 6.8 ზემო აფხაზეთის საკითხებში მინისტრის აპარატი (პროგრამული კოდი 08 001 – ლიკვიდაციის რეჟიმში) 6.9 ზემო აფხაზეთში - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა (პროგრამული კოდი 08 00) შეიმუშავებს და წარმართავს აფხაზეთის მინისტრის აპარატის კომპეტენციას განკუთვნილ სფეროებში პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო და სოციალურ- ეკონომიკური ხასიათის ღონისძიებებს; უზრუნველყოფს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით, კანონებით, სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრული ამოცანების გადაწყვეტას. 6.10 რეგიონული მართვის საკითხებში მინისტრის აპარატი (პროგრამული კოდი 09 00, 13 01, 14 01, 15 01) კომპაქტური ჩასახლების ობიექტებში განსახლებულ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის, საყოფაცხოვრებო პირობების შესწავლისა და ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნასთან დაკავშირებული სამუშაოების მონიტორინგი. დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში მიმდინარე სარემონტო – სარეაბილიტაციო სამუშაოების ადგილზე შესწავლა, ინფორმაციის დამუშავება-ანალიზი და ზემდგომი ორგანოებისთვის მიწოდება. აფხაზეთიდან დევნილ, სოციალურად დაუცველ კატეგორიაზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაცემის მონიტორინგი, დახმარების მიმღებ ბენეფიციართა განსაზღვრა. დევნილთა რეაბილიტირებული კომპაქტური ობიექტების ტექნიკური მაჩვენებლების (ე.წ. „პასპორტიზაციის”) შექმნასთან დაკავშირებული სამუშაოების ჩატარება და მასთან დაკავშირებული ერთიანი ელექტრონული ბაზის შექმნა. აფხაზეთიდან დევნილი და აფხაზეთის ტერიტორიაზე მაცხოვრებელი მოქალაქეების სამხედრო-სავალდებულო და სამხედრო-სარეზერვო სამსახურში აღრიცხვა-გაწვევის ორგანიზაციების მოქცევა კანონმდებლობის ჩარჩოში. 6.11 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტი (პროგრამული კოდი 10 00) - აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში სამართალშემოქმედებითი საქმიანობისთვის სამართლებრივი ხელშეწყობის უზრუნველყოფა. - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან (აფხაზეთიდან) იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა და მათი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ხელშეწყობა. - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოქმედი ნორმატიული აქტების გადასინჯვა და შესაბამისი პროექტების (წინადადებების, შენიშვნების) მომზადება და წარდგენა შესაბამის ორგანოებში. 6.12 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტი (პროგრამული კოდი 11 00) -აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სოციალურ – ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა, შეფასება და მათთვის შესაძლებლობის ფარგლებში დახმარების გაწევა მიზნად ისახავს დევნილი მოსახლეობის სოციალურ – ეკონომიკური მდგომარეობის, მათი ფსიქოლოგიური ფონის გაუმჯობესებას, პროფესიული განათლების დონის განვითარება –ამაღლებას. 6.13 აფხაზეთის ავტონომიური სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპატრამენტი (პროგრამული კოდი 12 00) – გალის რაიონის და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში განსახლებული, სოფლის მეურნეობაში დასაქმებული დევნილი მოსახლეობისათვის დახმარების გაწევა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარებაში, მათი უზრუნველყოფა აუცილებელი მატერიალური საშუალებებით, შესაძლებლობის ფარგლებში. – დევნილი მოსახლეობისათვის დახმარების გაწევა მცირე ბიზნეს პროექტების შემუშავებაში და მათი პრაქტიკული განხორციელება სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფონდების ფინანსური ხელშეწყობით. აგროსასურსათო სექტორში მოსალოდნელი პროექტების შესახებ დევნილთა ინფორმირება, დევნილ მოსახლეობაში არსებული ბიზნეს საქმიანობის მონაცემთა ბაზის შექმნა და მათი სტიმულირება. – გალის რაიონში და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში კომპაქტურად ჩასახლებული მოსახლეობისათვის ვეტერინარული მომსახურეობის გაწევა, მცენარეთა დაცვის საშუალებების კონტროლი და საკარანტინო ზედამხედველობის გატარება, სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებელთა წინააღმდეგ ღონისძიებების ჩატარება. _ კომპაქტურად ჩასახლებული დევნილთა ეკოლოგიური პრობლემების მონიტორინგი, გეოინფორმაციული სისტემის პროგრამისათვის მასალების მოძიება. – აფხაზეთის სატყეო დარგში არსებული პრობლემების შესწავლა და პროგნოზირება ადგილობრივ, საერთაშორისო სამეცნიერო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობა და მათი დახმარება. თავი VІ მუხლი 13. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით: ლარი
თავი VI მარეგულირებელი ნორმები
მუხლი 14. სარეზერვო ფონდი
1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2013 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში გათვალისწინებულია მთავრობის სარეზერვო ფონდი 220000 (ორასოცი ათასი) ლარის ოდენობით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში გაუთვალისწინებული გადასახდელების დასაფინანსებლად. 2. სარეზერვო ფონდიდან თანხებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც მოიცავს ინფორმაციას თანხების ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ, გამოყოფს აფხაზეთის ფინანსთა სამინისტრო.
მუხლი 15. თანამდებობრივი სარგოები, პრემიები, დანამატები და დახმარებები
1. უფლება მიეცეთ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრებს და დეპარტამენტის ხელმძღვანელებს მათდამი დაქვემდებარებული სამინისტროების, აპარატების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების საშტატო ნუსხები და თანამდებობრივი სარგოები განსაზღვრონ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან შეთანხმებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ სარგოებს განსაზღვრავს მთავრობის თავმჯდომარე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ სარგოებს განსაზღვრავს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო უმაღლეს საბჭოსთან არსებული ორგანიზაციები – უმაღლეს საბჭოსთან შეთანხმებით. 2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან შეთანხმებას საჭიროებს აგრეთვე ცვლილებები დამტკიცებულ საშტატო ნუსხებსა და თანამდებობრივ სარგოებში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც განხორციელებული ცვლილებების შედეგად უცვლელი რჩება საშტატო რიცხოვნება, თანამდებობათა დასახელებები და თანამდებობრივი სარგოები. 3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში მხარჯავ დაწესებულებებს უფლება აქვთ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის დებულება გაავრცელონ მხოლოდ იმ მოსამსახურეებზე, რომლებზედაც 2006 წლის 1 იანვრამდე ვრცელდებოდა აღნიშნული მუხლის მოქმედება. 4. 2013 წლის განმავლობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მუშაკებზე პრემიების, კანონმდებლობით დადგენილი დანამატებისა და დახმარებების გაცემა განხორციელდეს დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. 5. ამასთანავე მხარჯავი დაწესებულებები უფლებამოსილი არიან გაზარდონ მათთვის წლიური ბიუჯეტის ეკონომიკური შრომის ანაზღაურების მუხლით დამტკიცებული ასიგნებები არა უმეტეს ამავე მუხლით დამტკიცებული ასიგნების 1/12-ისა. 6. დასაგეგმი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში ბიუჯეტის დამტკიცებამდე აღმასრულებელი ხელისუფლება უფლებამოსილია მხარჯავ დაწესებულებებზე ყოველთვიურად გასცეს თანხები არა უმეტეს გასული წლის ასიგნებების 1/12 –ის ოდენობისა; დაუშვებელია ბიუჯეტიდან შრომის ანაზღაურების გაცემა შესაბამისი საშემოსავლო გადასახადის გარეშე;
მუხლი 16. წლის განმავლობაში მიღებული ფულადი გრანტები და მიზნობრივი დაფინანსება
სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტებისა და მიზნობრივი დაფინანსების აღრიცხვა და ხარჯვა განხორციელდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესით.
მუხლი 17. წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფინანსური უზრუნველყოფა აღნიშნული ფონდიდან ხორციელდება წინა წლების სახელფასო და სხვა კრედიტორული დავალიანებების, კომპენსაციების და სასამართლო გადაწყვეტილებათა საფუძველზე წარმოქმნილი ვალდებულებებისა და მიმდინარე რეორგანიზაციის დაფინანსება, რომლის განკარგვა განხორციელდება ფინანსთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე დავალიანების დასაფარავად. წინა წლების დავალიანებების დაფარვისათვის ამ კანონით დამტკიცებული ასიგნებებიდან თანხების გამოყოფის მიზნით სამინისტროებმა და უწყებებმა 2013 წლის განმავლობაში უზრუნველყონ მათ ბალანსზე რიცხული წინა წლების კრედიტორული დავალიანების დაზუსტებული ინფორმაციის წარდგენა აფხაზეთის ფინანსთა სამინისტროში. ფაქტობრივი დავალიანებების დასაფარავად აფხაზეთის ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს 2013 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის შესაბამისი მუხლით დამტკიცებული ასიგნებები იმ პირობით, რომ არ იქნება დაშვებული ახალი დავალიანებების წარმოშობა, რაზედაც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრებათ შესაბამის საბიუჯეტო ორგანიზაციასა და დაწესებულებას. | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
27 ნოემბერი 2013 წ. ქ. თბილისი N178-ს |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები