„რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 300
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/11/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/11/2013
სარეგისტრაციო კოდი 010220030.10.003.017467
300
25/11/2013
ვებგვერდი, 27/11/2013
010220030.10.003.017467
„რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №300

2013 წლის 25 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად, „რეფერალური მომსახურების“ ფა­­რგ­ლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადა­წ­ყ­ვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმია­ნო­ბის წე­სის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოე­მბ­რ­ის №331 დადგენილებაში (სსმ, 2010 წელი, მუხლი 2071)  შეტანილ იქნეს შე­მდეგი ცვლილება:

1. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და სა­ქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, „ნორმ­ა­ტ­იული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესა­ბა­მი­სად, „საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქარ­თ­ვე­­ლოს კანონის 34-ე მუხლის 23-ე პუნქტის, „საქართველოს 2011 წლის სა­ხე­ლმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-14 პუნქტის, „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ სა­ქა­რთველოს კანონის მე-14 მუხლის 1.3.3.15 პუნქტისა და  „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუ­ხლის 1.2.3.9 პუნქტისა და 32-ე მუხლის მე-11 პუნქტის  გათვალისწი­ნე­ბით:”.

2. დადგენილებით დამტკიცებული  „კომისიის საქმიანობის წესის“:

ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შე­მდეგი რედაქციით:

„ლ) გულის თანდაყოლილი მანკით დაავადებული პირები (საქარ­თ­­ველოს მოქალაქეები, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალუ­რი სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები, საქართველოში სტატუსის მქო­ნე მოქალაქეობის არმქონე პირები, საქართველოში ლტოლვილისა და  ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები, აგრეთვე ამ წესის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირები/მოსარგებლე­ე­­ბი), რომელთაც ესაჭიროებათ კარდიოქირურგიული მკურნალობა, თუ ეს ხარჯები არ იფარება მზღვეველის მიერ სახელმწიფო სადაზღვევო პრო­­გრამებით;“;

ბ) მე-7 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“  ქვეპუნქტით გა­ნსა­ზღვრული მომსახურება ჯგუფდება კატეგორიებად და ფინანსდება ფა­ქ­ტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არა უმეტეს ოპერაციული ჩა­რე­ვე­ბისათვის განსაზღვრული ღირებულებისა, დანართი №2-ის შესაბა­მი­ს­ად. ამასთან, მომსახურება ფინანსდება შემდეგი წესის შესაბამისად:

ა) ნოზოლოგიური ჯგუფის ფაქტობრივი ღირებულების 70%-ით, ხო­ლო პაციენტის მხრიდან თანაგადახდა შეადგენს 30%-ს, გარდა გულის თანდაყოლილი მანკით დაავადებული 18 წლამდე ასაკის პაციენტების კარ­დიოქირურგიული მკურნალობისა, რომელიც ანაზღაურდება სრუ­ლ­ად, თანაგადახდის გარეშე;

ბ) „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზო­გი­ერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების 21 მუხლით განსაზღვრული:

ბ.ა) იმ მოსარგებლეებისათვის, რომელთათვისაც სააგენტოს მიერ შე­­­სა­ბა­მისი სამედიცინო მომსახურების შეუფერხებელი მიწოდებისა და და­­ფინანსების გაგრძელება უზრუნველყოფილია „სახელმწიფო პროგრა­მე­ბის ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასა­ტა­რებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების გა­ნ­სა­ზ­ღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამების ფარ­გ­­ლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით სადაზღვევო ვა­უჩერის პირობების“ მე-5 მუხლის მე-7, მე-8 და 81 პუნქტებით ან მე-12 მუ­ხლით განსაზღვრული გარემოებების დადგომისას - პროგრამის ფარ­გ­ლე­­ბში გაწეული მომსახურება ანაზღაურდება სრულად, თანაგადახდის გა­­რეშე;

ბ.ბ) იმ მოსარგებლეებისათვის, რომელთათვისაც სააგენტოს მიერ შესაბამისი სამედიცინო მომსახურების შეუფერხებელი მიწოდებისა და დაფინანსების გაგრძელება უზრუნველყოფილია „ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვების, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალების და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცების (საპენსიო ასაკის მოსახლეობა), სტუდენტების, შე­ზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მკვეთრად გამოხა­ტუ­ლი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯანმრთელობის დაზ­ღ­ვე­ვის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებით დამტკიცებული „ჯანმრთელობის დაზღვე­ვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვლით) ბავ­შ­ვე­ბ­ის, საპენსიო ასაკის მოსახლეობის, სტუდენტების, შშმ ბავშვების და მკვე­თრად გამოხატული შშმპ ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასა­ტა­რებელი ღონისძიებები და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების“ მე-5 მუ­ხ­ლის მე-4, მე-5 და 51 პუნქტებით ან მე-12 მუხლით განსაზღვრული გა­რე­მოებების დადგომისას:

ბ.ბ.ა) 18 წლამდე ასაკის მოსარგებლეებისთვის პროგრამის ფარგ­ლე­ბ­ში გაწეული მომსახურება ანაზღაურდება სრულად, თანაგადახდის გა­რე­შე;

ბ.ბ.ბ) 18 წლის და მეტი ასაკის მოსარგებლეებისთვის (გარდა სა­პე­ნ­ს­იო ასაკის პირებისა: ქალები - 60 წლიდან, მამაკაცები - 65 წლიდან)- პრო­გრამის ფარგლებში იფარება მომსახურების ფაქტობრივი ხარჯის 80%, მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდა შეადგენს 20%-ს;

ბ.ბ.გ) საპენსიო ასაკის პირებისთვის (ქალები -60 წლიდან, მამა­კა­ცე­ბი - 65 წლიდან) პროგრამის ფარგლებში იფარება მომსახურების ფა­ქ­ტობრივი ხარჯის 90%, მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდა შეადგენს 10%-ს.“. 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი