„შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის N2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის N2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
მიღების თარიღი 27/11/2013
დოკუმენტის ტიპი კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/11/2013
სარეგისტრაციო კოდი 040170050.57.069.016034
16
27/11/2013
ვებგვერდი, 27/11/2013
040170050.57.069.016034
„შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის N2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
 

კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №16

2013 წლის 27 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

 

„შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანებით დამტკიცებულ ,,შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესში“ (ვებ პორტალი, 11/02/2011) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-5 მუხლის შემდეგ დაემატოს 51 მუხლი შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 51. ანგარიშსწორება უწყვეტი მომსახურების სახელმწიფო შესყიდვისას

ნავთობპროდუქციის (საწვავის) საბარათე სისტემით სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში ყოველი წლის დეკემბრის თვის საჭირო მოცულობის საწვავის მიწოდების უწყვეტ მომსახურებასთან დაკავშირებული ანგარიშსწორება ხორციელდება უწყვეტი მომსახურების (მაგ. მობილური კავშირის მომსახურება, ინტერნეტის მომსახურება, დაცვის მომსახურება) სახელმწიფო შესყიდვისას ანგარიშსწორების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.“. 

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეტატო ურჯუმელაშვილი