დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის ჩატარების ინსტრუქციის“ დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 აგვისტოს №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 17 |
| დოკუმენტის მიმღები | სენაკის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/11/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/11/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.108.016132 |
|
„სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის ჩატარების ინსტრუქციის“ დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 აგვისტოს №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
1.
„სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის ჩატარების ინსტრუქციის“ დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 აგვისტოს №12 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge. 03/09/2013; სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.108.016128) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: |
ა)
დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე დანიშვნიდან ერთი კვირის ვადაში, ჩასატარებელი კონკურსის მოცულობისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, განსაზღვრავს კომისიის წევრთა რაოდენობას და კომისიის წევრთა კანდიდატებს. კომისიის წევრთა რაოდენობა, კომისიის თავმჯდომარის ჩათვლით, უნდა იყოს კენტი. კომისია უნდა შედგებოდეს არანაკლებ 5 და არაუმეტეს 11 წევრისაგან.“; |
ბ)
დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) ხელს აწერს კომისიის და კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებებს, სხდომის ოქმებს;“; |
გ)
დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. კომისიას აქვს შტამპი, კომისიის და კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებების ბლანკები, კომისიის ბლანკი (მიმართვებისთვის) სენაკის მუნიციპალიტეტის გერბის გამოსახულებით, რომელთა ფორმებსა და აღწერილობას ამტკიცებს კომისიის თავმჯდომარე – კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით.“; |
დ)
დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს; |
ე)
დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს; |
ვ)
დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართის 29-ე მუხლს დაემატოს 11 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„11. ტესტირება კომისიის გადაწყვეტილებით შეიძლება ჩატარდეს ელექტრონული ფორმით.“. |
2.
დადგენილება ძალაშია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები