„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატსა და გამგეობაში საჯარო თანამდებობათა დასაკავებელად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 თებერვლის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 37
დოკუმენტის მიმღები წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/11/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/12/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 06/10/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.104.016144
37
26/11/2013
ვებგვერდი, 03/12/2013
010250020.35.104.016144
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატსა და გამგეობაში საჯარო თანამდებობათა დასაკავებელად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 თებერვლის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
 
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №37

2013 წლის 26 ნოემბერი

ქ. წალენჯიხა

„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატსა და გამგეობაში საჯარო თანამდებობათა დასაკავებელად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 თებერვლის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატსა და  გამგეობაში საჯარო თანამდებობათა დასაკავებელად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2013 წლის 27 თებერვლის №8  დადგენილებაში (სსმ, 05/03/2013, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.104.016115) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-6  მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება ან მაგისტრის/მაგისტრთან გათანაბრებულის აკადემიური ხარისხი.“

2. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-6  მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება.“

3. დადგენილებით დამტკიცებული №2 დანართის  პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. საერთო მოთხოვნები

1. წინამდებარე დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება პროფესიული ცოდნის, გამოცდილების, პროფესიული უნარებისა და ზოგადი უნარების სფეროში სავალდებულოა გამგეობის საჯარო მოხელის თანამდებობის დასაკავებლად, რომელიც თანამდებობათა რანგების მიხედვით მოიცავს:

ა) გამგებლის, გამგებლის მოადგილისათვის:

ა.ა) უმაღლესი განათლება (ბაკალავრი მაინც);

ა.ბ.) მუშაობის არანაკლებ 3 (სამი) წლის გამოცდილება ან მაგისტრის (მაგისტრთან გათანაბრებულის) აკადემიური ხარისხი;

ბ) სამსახურის უფროსის, გამგებლის თანაშემწისა და განყოფილების უფროსებისათვის:

ბ.ა.) უმაღლესი განათლება;

ბ.ბ.)მუშაობის არანაკლებ 2 (ორი) წლის გამოცდილება ან მაგისტრის (მაგისტრთან გათანაბრებულის) აკადემიური ხარისხი;

გ) ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი-რწმუნებულის, მთავარი სპეციალისტებისათვის:

გ.ა) უმაღლესი განათლება ან მუშაობის არანაკლებ 3 (სამი) წლის გამოცდილება;

დ) წამყვანი სპეციალისტის, უფროსი სპეციალისტის და სპეციალისტისათვის:

დ.ა) უმაღლესი განათლება  ან მუშაობის 2 (ორი) წლის გამოცდილება.“

4. დადგენილებით დამტკიცებულ  დანართ №2-ს  დაემატოს მე-12 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 12. სპეციალური მოთხოვნები გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის საჯარო მოხელეებისათვის:

სამართლებრივი აქტების ნუსხა, რომელთა ცოდნაც დამატებით მოეთხოვება სამსახურის უფროსს, განყოფილების გამგესა და უმცროსი საჯარო თანამდებობის პირებს:

 ა) საქართველოს კანონი „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“

 ბ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი;

 გ) საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“;

დ) საქართველოს კანონი „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების შესახებ“;“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარედავით ბელქანია