დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს რეორგანიზაციის, ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის შექმნის, ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირების - საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოსა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის წესდებების (დებულებების) დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 22 ივლისის N19.04.793 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 29.04.1436 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია) |
| მიღების თარიღი | 26/11/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/11/2013 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/12/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260030.37.101.016172 |
29.04.1436
26/11/2013
ვებგვერდი, 27/11/2013
010260030.37.101.016172
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს რეორგანიზაციის, ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის შექმნის, ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირების - საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოსა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის წესდებების (დებულებების) დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 22 ივლისის N19.04.793 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
|
“ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის მთავრობა ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს რეორგანიზაციის, ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის შექმნის, ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირების - საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოსა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის წესდებების (დებულებების) დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 22 ივლისის N19.04.793 დადგენილების (გამოქვეყნებულია სსიპ “საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ 110725041, 26/07/2011) დანართი 1-ით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს წესდებაში (დებულებაში) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
ა) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “2. ადმინისტრაციული დეპარტამენტი ა) საორგანიზაციო განყოფილება; ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება’’. ბ) მე-6 მუხლის მე-15 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის “ე“ ქვეპუნქტი: “ე) საზოგადოებასთან ურთიერთობა’’. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ძალაშია 2013 წლის 1 დეკემბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები