,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 20 იანვრის №34 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 20 იანვრის №34 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 325
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/04/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 29/04/2009
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
325
29/04/2009
გამოუქვეყნებელი, 0, 29/04/2009
000000000.00(0).000.000000
,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 20 იანვრის №34 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 325

2009 წლის 29 აპრილი

ქ. თბილისი

,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 20 იანვრის 34 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხ­ლის თანახმად ,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელე­ბელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულე­ბისათვის თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 20 იანვრის 34 განკარგულებაში შეტა­ნილ იქნეს ცვლილებები და 9 დანართი ჩამოყალიბდეს შემ­დეგი რედაქციით:  

              

 ,,დანართი 9

  ამბროლაურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის მუნიცი­პალი­ტეტებს გამოეყოთ 3 000 000 (სამი მილიონი) ლარი, მათ შორის:

 1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 950 000 (ცხრაას ორმოცდაათი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების გან­სა­ხორციელებლად:

 ა) სასოფლო გზების რეაბილიტაცია;

 ბ) სასოფლო წყალსადენების რეაბილიტაცია;

 გ) ბაგა-ბაღების შენობების რეაბილიტაცია;

  დ) ქ. ამბროლაურის კეთილმოწყობის სამუშაოები;

 ე) ადმინისტრაციული შენობების რეაბილიტაცია;

 ვ) კულტურის ობიექტებისათვის ინვენტარის შეძენა;

 ზ) მდინარეთა რეგულაცია;

 თ) საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაცია.

 2. ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 900 000 (ცხრაასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორცი­ელებლად:

 ა) ქ. ცაგერში კოსტავასა და აღმაშენებლის ქუჩებზე და სო­ფელ ლაჯანაში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახუ­რავებისა და ფასადების შეკეთება;

 ბ) ქ. ცაგერში და ქვ. ცაგერის ტერიტორიულ ერთეულში სანიაღვრე არხების მოწყობა;

 გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წყალსადენების მოწყო­ბა-რეაბილიტაცია;

 დ) ქ. ცაგერის კანალიზაციის ქსელის შეკეთება;

 ე) ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მოვლა-შენახვა;

 ვ) სანაგვე ურნებისა და თვითმცლელი მანქანის შეძენა;

 ზ) ქ. ცაგერის ქუჩებისა და სოფლების ცენტრების გარეგა­ნათების მოწყობა;

 თ) ლ. ასათიანის სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუ­შაოები;

 ი) ლესინდის კლუბის შენობის აღდგენა;

 კ) ქ. ცაგერში სპორტული დარბაზის შენობის სარემონტო სამუშაოები;

 ლ) ქ. ცაგერში გალერეის შენობის მაღლივი ნაწილის სახურავის აღდგენა;

 მ) ორბელის ტერიტორიული ორგანოს შენობის სარე­მონტო სამუშაოები;

 ნ) ლასურიაშის ტერიტორიული ორგანოს შენობის სარე­მონ­ტო სამუშაოები;

 ო) ტვიშის ტერიტორიული ორგანოს შენობის სამშენებ­ლო სა­მუშაოები;

 პ) სახანძრო-სამაშველო სამსახურის შენობის სახურავის აღდგენა.

 3. ონის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 550 000  (ხუთას ორ­მოც­­დაათი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსა­ხორ­ციე­ლებ­ლად:

 ა) წყალსადენის სისტემის მოწყობა სოფლად;

 ბ) მუზეუმის, მოსწავლე-ახალგაზრდობის, ბიბლიოთეკის, სამ­ხატვრო სკოლისა და შეუბნის ტერი­ტორიული ორგანოს შენობების რემონტი;

 გ) სპეც. ავტომანქანისა და ურნების შეძენა;

 დ) კულტურისა და დასვენების პარკის კეთილმოწყობა;

 ე) შიდა გზების მოწყობა.

 4. ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორცი­ელებ­ლად:

 ა) ფასადების რეაბილიტაცია;

 ბ) სასმელი წყლის მილების შეძენა და წყალსადენების რეა­ბილიტაცია;

 გ) კეთილმოწყობის სამუშაოები;

 დ) ადმინისტრაციული შენობების რეაბილიტაცია;

 ე) საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია;

 ვ) ბიბლიოთეკების რეაბილიტაცია;

 ზ) მედპუნქტების რეაბილიტაცია;

 თ) კულტურის სახლებისა და კლუბების აღდგენა-რეაბი­ლი­ტა­ცია;

 ი) სამხატვრო-სამუსიკო სკოლის რეაბილიტაცია;

 კ) სახანძრო რაზმის შენობის რეაბილიტაცია;

 ლ) მინი-სტადიონის რეაბილიტაცია.”.

 

პრემიერ-მინისტრი           ნიკა გილაური