რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის მონიტორინგის სამსახურის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

დოკუმენტის ნომერი 22/01-03
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
მიღების თარიღი 22/11/2013
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/11/2013
სარეგისტრაციო კოდი 010320040.33.062.016040
22/01-03
22/11/2013
ვებგვერდი, 27/11/2013
010320040.33.062.016040
რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის მონიტორინგის სამსახურის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი

რეგიონული მართვის საკითხებში

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის

ბრძანება №22/01-03

2013 წლის 22 ნოემბერი

ქ. თბილისი

რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის მონიტორინგის სამსახურის უფროსის  ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და ,,რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ’’ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 10 თებერვლის №9 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-3  პუნქტის „ე“ ქვეპუნტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. დამტკიცდეს, რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის მონიტორინგის სამსახურის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, დანართი 1-ის  შესაბამისად.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 მინისტრი                                                                                                  კ.  კუჭუხიძე

დანართი №1

რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის მონიტორინგის სამსახურის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

1. რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბიკის მინისტრის აპარატის მონიტორინიგის სამსახურის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამტკიცდეს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება - მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება - არანაკლებ 5 წელი;

გ) მენეჯერული საქმიანობის გამოცდილება არანაკლებ 3 წელი;

დ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების  (microsoft office word; microsoft office excel, აგრეთვე Internet) სრულყოფილი ცოდნა;

ე) საკანონმდებლო კომპიუტერული პროგრამების (მათ შორის, „საკანონმდებლო მაცნე“) სრულყოფილი ცოდნა.

ვ) არანაკლებ ერთი  უცხო ენის ცოდნა.

2. რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბიკის მინისტრის აპარატის მონიტორინიგის სამსახურის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამტკიცდეს შემდეგი საკვალიფიკაციო თემატიკა:

ა)   საქართველოს კონსტიტუცია;

ბ)    აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;

გ) აფხაზეთის კანონი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“;

დ)  საქართველოს კანონი  „საჯარო სამსახურის შესახებ’’;

ე) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 10 თებერვლის №9 დადგენილება ,,რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ’’;

ვ)  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

ზ) საქართველოს კანონი ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’.