„სოციალური პროგრამების ადმინისტრირების ხელშეწყობის დამატებით ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2008 წლის 30 ივლისის №491 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„სოციალური პროგრამების ადმინისტრირების ხელშეწყობის დამატებით ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2008 წლის 30 ივლისის №491 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 315
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/04/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 29/04/2009
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
315
29/04/2009
გამოუქვეყნებელი, 0, 29/04/2009
000000000.00(0).000.000000
„სოციალური პროგრამების ადმინისტრირების ხელშეწყობის დამატებით ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2008 წლის 30 ივლისის №491 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 315

2009 წლის 29 აპრილი

ქ. თბილისი

„სოციალური პროგრამების ადმინისტრირების ხელშეწყობის დამატებით ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2008 წლის 30 ივლისის 491 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად „სოციალური პროგრამების ადმინისტ­რი­რების ხელშეწყობის დამატებით ღონისძიებათა შესახებ” სა­ქარ­­თ­ველოს მთავრობის 2008 წლის 30 ივლისის 491 განკარგუ­ლებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და განკარგუ­ლების მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრა­სტრუქტურის მინისტრმა დ. ტყეშელაშვილმა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ლ. ჟვანიამ კოორდი­ნა­ცია გაუწიონ ამ განკარგულებით გათვალისწინებული ღონის­ძი­ებების განხორციელებას.

3. სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტომ უძრავი ქონების გადაცემასთან დაკავშირებული ხარჯების (ოფისების აზომვა, აუდიტორული, ნოტარიული მომსახურება და სხვა) გაწევა, აგრეთვე ოზურგეთის რაიონული განყოფილებისათვის ფართობის გადაცემასთან დაკავშირებით შპს „საქართველოს ფოსტის” ფილიალის – ოზურგეთის ფოსტის განსათავსებლად საჭირო სანაცვლო ფართობის სარემონტო სამუშაოების დაფინანსება უზრუნველყოს ადმინისტრაციული ხარჯებიდან.”.

 

პრემიერ-მინისტრი           ნიკა გილაური