,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 20 იანვრის №34 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 20 იანვრის №34 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 303
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/04/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 14/04/2009
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
303
14/04/2009
გამოუქვეყნებელი, 0, 14/04/2009
000000000.00(0).000.000000
,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 20 იანვრის №34 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 303

2009 წლის 14 აპრილი

ქ. თბილისი

,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 20 იანვრის 34 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად ,,საქართველოს რეგიონებში განსახორ­ციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმარ­თვე­ლი ერთეულე­ბი­სათვის თანხის გა­მო­ყოფის შესახებ” საქარ­თველოს მთავრობის 2009 წლის 20 იან­ვრის 34 განკარგუ­ლე­ბაში შეტანილ იქნეს შემ­დეგი ცვლილებები და დამატებები:

1. განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემ­დე­გი რედაქ­ციით:        

„1. „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლით გათვალის­წი­ნებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ად­გილობრივ თვითმმართველ ერთეულებს გამოუყოს 65 250 000 (სამოცდახუთი მილიონ ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი 1- 9 დანართების შესაბამისად.”.

2. განკარგულების 5 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რე­დაქ­ციით:        

,,დანართი 5

ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარ­ნე­ულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ რუსთავს გამოეყოთ 10 250 000 (ათი მილიონ ორას ორმოც­დაა­თი ათასი) ლარი, მათ შორის:

1. თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიას – 4 000 000 (ოთხი მილიონი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორ­ციე­ლებ­ლად:

ა) მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლების გადახურ­ვის სამუშაოები;

  ბ) მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ლიფტე­ბის აღდგენა;

გ) მეგობრობის გამზირზე ფეხით მოსიარულეთათვის ტრო­ტუარის მოწყობა-მშენებლობა;

დ) მეგობრობის გამზირის მონაკვეთის (ახალგაზრდობის პარკიდან სასტუმროს მოედნამდე) საავტომობილო გზის საფა­რის რეაბილიტაცია;

ე) მე-16 და მე-17 მიკრორაიონებს შორის საავტომობილო გზის საფარის რეაბილიტაცია;

ვ) მუნიციპალური სამგზავრო ავტობუსების შეძენა;

ზ) მესხიშვილის მე-2 გასასვლელის საავტომობილო გზის საფარის რეაბილიტაცია;

თ) ავარიულ მდგომარეობაში მყოფი საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოები;

ი) მეგობრობის გამზირის 22, 26, 30 და 41 საც­ხოვრებელი სახლების სარეაბილიტაციო სამუშაოები;

კ) ქ. რუსთავის შარტავას გამზირის საავტომობილო გზის საფარის რეაბილიტაცია (საქართველოს მუნიციპალური განვი­თა­რების ფონ­დ­ის თანადაფინანსებით);

ლ) ფალიაშვილის ქუჩის გზის საფარის რეაბილიტაცია;

მ) მესხიშვილის ქუჩის 4 და 5 საცხოვრებელი სახლე­ბის რეაბილიტაცია;

ნ) შარტავას ქუჩაზე ფეხით მოსიარულეთა სავალი ნაწი­ლის რეაბილიტაცია.

2. გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორ­ციე­ლებ­ლად:

ა) სოფელ მუღანლოში გზის საფარის სარეაბილიტაციო სა­მუშაოები;

ბ) სოფელ ახალსოფელში გზის საფარის სარეაბი­ლი­ტა­ციო სამუშაოები;

გ) სოფელ გამარჯვებაში სასმელი წყლის 100-ტონიანი რე­ზერვუარის მშენებლობა და შიდა სისტემის რეაბილიტაცია;

დ) სოფელ ლემშვენიერაში სასმელი წყლის სისტემის რეა­ბილიტაცია;

ე) სოფელ ვაზიანში სასმელი წყლის სისტემის რეაბილი­ტა­ცია.

3. მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 2 000 000 (ორი მილიონი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციე­ლებ­ლად:

ა) ჩოლოყაშვილისა და ერეკლე მეორის ქუჩებზე გზების რეაბილიტაცია;

ბ) სოფელ თამარისის წყალმომარაგებით უზრუნველყოფა;

გ) ქ. მარნეულში სასმელი წყალგაყვანილობის მშენებ­ლო­ბა-რეაბილიტაცია.

 4. ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი ქ. ბოლნისის წყალსადენისა და კანა­ლიზაციის რეაბილიტაციისათვის (საქართველოს მუნიციპალური განვითა­რების ფონდის თანადაფინანსებით).

5. დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 000 000 (ერ­თი მილიონი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორ­ციელებ­ლად:

ა) ქ. დმანისში შიდასახელმწიფოებრივ გზასთან დამაკავ­შირებელი მუნიციპალური ქუჩების ასფალტირება და ცენ­ტრა­ლურ ქუჩებზე გარე განათების მოწყობა-რეაბილიტაცია;

ბ) მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების სახუ­რა­ვების რეაბილიტაცია;

გ) სოფელ გომარეთის წყალმომარაგება;

დ) სოფელ მაშავერას წყალმომარაგების რეაბილიტაცია.

6. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობას –   250 000 ( ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსა­ხორ­ციელებლად:

ა) დაბა მანგლისში შიდა გზის რეაბილიტაცია;

ბ) სოფელ კოდის ტერიტორიაზე დევნილთა ჩასახლების ად­გილზე გარე განათების რეაბილიტაცია;

გ) ქ. თეთრიწყაროში ცენტრალური გზის რეაბილიტაცია და ტროტუარების კეთილმოწყობა;

დ) სოფელ კოდაში დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ტერიტორიაზე გამგებლის რწმუნებულის ადმინისტრაციული შე­ნო­ბის მოწყობა;

ე) ქ. თეთრიწყაროში კულტურის სახლისა და მუსიკალური სკოლის რეაბილიტაცია;

ვ) თეთრიწყაროს სპორტული სკოლის დარბაზისა და საშ­ხაპეების მოწყობა;

ზ) სოფელ ირაგის წყალსადენის რეაბილიტაცია;

თ) სოფელ წინწყაროს გარე განათების მოწყობა;

ი) სოფელ ასურეთში მინი-სტადიონის მოწყობა;

კ) სოფელ ერტისის საჯარო სკოლის მინი-სტადიონის მშე­ნებლობის დას­რულება;

ლ) თეთრიწყაროს პოლიციის შენობის რემონტი და მეტა­ლოპლასტმასის ფანჯრების მონტაჟი;

მ) ჭივჭავის თემის სოფლების წყალმომარაგება.

7. წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 000 000 (ერ­­­­თი მილიონი) ლარი შემდეგი პროექტების განსა­ხორ­ციე­ლებ­ლად:

ა) წალკის მუნიციპალიტეტის შიდა გზების სარემონტო სა­მუშაოები;

ბ) ქ. წალკის პოლიციის შენობის კაპიტალური რემონტი;

გ) სოფლების: ნარდევანის, რეხასა და აიაზმას კულ­ტუ­რის ცენტრების რეაბილიტაცია;

დ) სოფლების: არსარვანის, ბეშთაშენის, წინწყაროს, ავ­რან­­ლის, აშკალის, გუნია-კალის, გუმბათის, დაშბაშის, თეჯი­სის, ოზნისა და ჯინისის წყლის სისტემების რეაბილიტაცია;

ე) სოფლების კირიაკისა და გუმბათის სპორტული მოედ­ნე­ბის რეაბილიტაცია;

ვ) სოფელ კიზილ-კილისას საბავშვო ბაღისა და ადმი­ნისტ­რაციული შენობის სარემონტო სამუშაოების შესრულება..

 

 პრემიერ-მინისტრი      ნიკა გილაური