დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს მიერ 2009 წლის მოსახლეობის ურგენტული მომსახურებისა და ფსიქიატრიული მომსახურების სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მომსახურების სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 295 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 14/04/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 14/04/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №295
2009 წლის 14 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს მიერ 2009 წლის მოსახლეობის ურგენტული მომსახურებისა და ფსიქიატრიული მომსახურების სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მომსახურების სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების თაობაზე
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე” ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტომ „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემდეგი პროგრამების ასიგნებათა ფარგლებში ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განახორციელოს სახელმწიფო შესყიდვები:
ა) „მოსახლეობის ურგენტული მომსახურების სახელმწიფო პროგრამით” (ორგანიზაციული კოდი – 35 18 02 09) განსაზღვრული მომსახურების (პათომორფოლოგიური და ბიოფსიური მასალების კვლევების გარდა);
ბ) „ფსიქიატრიული მომსახურების სახელმწიფო პროგრამით” (ორგანიზაციული კოდი – 35 18 02 01) განსაზღვრული მომსახურების (ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ქვეკომპონენტის გარდა).
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები