სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

  • Word
სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1575
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/11/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/11/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016222
  • Word
1575
18/11/2013
ვებგვერდი, 28/11/2013
000000000.00.003.016222
სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 1575

2013 წლის 18 ნოემბერი

. თბილისი

სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქ­ტუ­რის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უზრუნ­ველ­ყოს:

ა) ქალაქ გურჯაანში ჭავჭავაძის, ბარათაშვილის და ბესიკის ქუჩე­ბის სარეაბილიტაციო  სამუშაოებისათვის სამშენებლო სამუშაოების შეს­ყიდ­ვა;

ბ) ამ განკარგულების ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონის­ძიების დაფინანსება ,,საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუ­ჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით სსიპ - საქართველოს მუნიცი­პალური განვითარების ფონდისათვის დამტკიცებული „რეგიო­ნული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის“ პროგრამით (პროგრამული კოდი 25 03 01) განსაზღვრუ­ლი ასიგნებებიდან;

 გ) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონის­ძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზ­ნით,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“  საქართველოს კანო­ნის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების ,,ა” ქვე­პუნქ­ტით გათვალისწინებული ღონისძიების სახელმწიფო შესყიდვის გამარ­ტი­ვებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორ­ციე­ლება.

პრემიერ-მინისტრის

მოვალეობის შემსრულებელი                                                                 ბ . ივანიშვილი