სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

  • Word
სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1573
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/11/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/11/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016220
  • Word
1573
18/11/2013
ვებგვერდი, 27/11/2013
000000000.00.003.016220
სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1573

 2013 წლის 18 ნოემბერი

ქ. თბილისი

სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ  განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უზრუნველყოს:

ა) ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ღორეშას ადმინისტრაციული შენობის  სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა;

ბ) ამ განკარგულების ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების დაფინანსება ,,საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქარ­თვე­ლოს კანონის საფუძველზე სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვი­თარების ფონდისათვის დამტკიცებული ,,საქართველოს მუნიცი­პალუ­რი განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტები” ქვეპროგ­რა­მით (პროგრამული კოდი 25 03 01) განსაზღვრული ასიგნებებიდან;

გ) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონის­ძიე­ბე­­ბის შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, „სახელ­მწი­ფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 ქვე­პუნქ­ტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების ,,ა’’ ქვეპუნქტით გათ­ვა­ლი­ს­­წი­ნებული ღონისძიებების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდ­ვის საშუალებით განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრის

მოვალეობის შემსრულებელი                                                     ბ . ივანიშვილი