ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

  • Word
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1570
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/11/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/11/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016217
  • Word
1570
18/11/2013
ვებგვერდი, 27/11/2013
000000000.00.003.016217
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 1570    

 2013 წლის 18  ნოემბერი    

ქ. თბილისი

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ოჯახებისათვის ზამთრის პერიოდში გათბობით უზრუნვეყოფის მიზნით, თითოეულ ოჯახზე 200 ლარის ოდენობით დახმარების გასაცემად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს გამოუყოს 2 295 000 (ორი მილიონ ორას ოთხმოცდათხუთმეტი ათასი) ლარი, მათ შორის:

ა) გორის მუნიციპალიტეტს 1 4 46 600 (ერთი მილიონ ოთხას ორმოცდაექვსი ათას ექვსასი) ლარი;

ბ) ქარელის მუნიციპალიტეტს 559 000 (ხუთას ორმოცდაცხრამეტი ათასი) ლარი;

გ) კასპის მუნიციპალიტეტს 117 200 (ას ჩვიდმეტი ათას ორასი) ლარი;

დ) საჩხერის მუნიციპალიტეტს –74200 (სამოცდათოთხმეტი ათას ორასი) ლარი;

ე) ხაშურის მუნიციპალიტეტს 69 200 (სამოცდაცხრა ათას ორასი) ლარი;

ვ) ონის მუნიციპალიტეტს 28 800 (ოცდარვა ათას რვაასი) ლარი.

 

პრემიერ-მინისტრის

მოვალეობის შემსრულებელი ბ . ივანიშვილი