დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 ნოემბრის №1106 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 184/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 26/11/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/11/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.022.016704 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 ნოემბრის №1106 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ' საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 ნოემბრის №1106 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, №168, 28/11/2007) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესდების:
1. მე-8 მუხლის 42 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს საუნივერსიტეტო საარჩევნო კომისია, რომლის შემადგენლობაში შედის უნივერსიტეტის აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობის მქონე ყველა პირი, რომლებსაც აქვთ დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.“ 3. მე-15 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის „გ“ „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ადგენს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტუქტურის პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; დ) ადგენს უნივერსიტეტის დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის პროექტს, მისი შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობების პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; ე) ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის ფაკულტეტების მიერ საკუთარი ბიუჯეტის პროექტის შედგენას და წარმომადგენლობითი საბჭოსთვის წარდგენას, წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ უნივერსიტეტის ერთიანი ბიუჯეტის პროექტის ფორმირებასა და დამტკიცებას;“ ბ) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი: „გ) საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ გათვალისწინებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები.“ 4. 21-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წევრი შეიძლება იყოს ფაკულტეტის საბჭოს წევრი პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი“.
5. 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დეკანად 4 წლის ვადით ფაკულტეტის საბჭოს მიერ აირჩევა ამავე ფაკულტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი. დეკანის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს მხოლოდ ორჯერ. დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ფაკულტეტის საბჭო ნიშნავს დეკანის მოვალეობის შემსრულებელს. 6. 24-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო შედგება დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე ფაკულტეტის ყველა პროფესორისა და ასოცირებული პროფესორისაგან. საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭო შედგება დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე უნივერსიტეტის შესაბამისი დარგის ყველა პროფესორისა და ასოცირებული პროფესორისაგან.“ 7. 245 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შევიდეს ამ ერთეულის სამეცნიერო ან ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენელი, რომელიც არის უნივერსიტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი.“ 8. 31-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. სტუდენტები შეადგენენ წარმომადგენლობით საბჭოს სრული შემადგენლობის ერთ მესამედს. ასისტენტი არჩევნებში მონაწილეობს როგორც სტუდენტი. სტუდენტთა რაოდენობის დასადგენად დამრგვალება ხორციელდება სტუდენტთა სასარგებლოდ.“
9. 32-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. წარმომადგენლობით საბჭოში სტუდენტებს ირჩევს ფაკულტეტის ყველა სტუდენტი, მათ შორის ასისტენტი. 2. აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებს წარმომადგენლობით საბჭოში ირჩევს ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი, გარდა ასისტენტისა.“ 10. 35-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტის საბჭოს წევრი პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი.“ 11. 38-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატი შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. 2. რექტორობის კანდიდატთა რეგისტრაცია იწყება არჩევნების გამოცხადების შესახებ განცხადების გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ. კანდიდატთა რეგისტრაციას უზრუნველყოფს საუნივერსიტეტო საარჩევნო კომისია.“ 12. 42-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. განცხადება უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა შეიცავდეს იმ კრიტერიუმებსა და წარსადგენ დოკუმენტთა ნუსხას, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს კანდიდატურა. კრიტერიუმებსა და წარსადგენ დოკუმენტთა ნუსხას ამტკიცებს აკადემიური საბჭო შესაბამისი აქტით. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი შეიძლება იყოს პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი. განცხადების გამოქვეყნებიდან 15 დღის განმავლობაში მიმდინარეობს კანდიდატების რეგისტრაცია. რეგისტრაციაზე უარის შესახებ გადაწყვეტილებაში მიეთითება, თუ რა ხარვეზს შეიცავს კანდიდატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები. ხარვეზის გამოსწორება შესაძლებელია 3 დღის ვადაში.“ 13. 45-ე მუხლის: ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის ამომრჩეველთა სიებში შეიტანება მოცემული ფაკულტეტის ყველა პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ - პროფესორი.“ ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. ამომრჩეველთა სიაში არ შეიყვანება უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსშეჩერებული პირები.“ 14. 56-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 56. აკადემიური პერსონალი 1. უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი შედგება პროფესორებისა და ასისტენტებისაგან. 2. პროფესორების შემადგენლობას მიეკუთვნება პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ-პროფესორი. 3. პროფესორები მონაწილეობენ ან/და წარმართავენ სასწავლო პროცესსა და მეცნიერულ კვლევებს, ხოლო ასისტენტი პროფესორის, ასოცირებული პროფესორის ან ასისტენტ-პროფესორის ხელმძღვანელობით ახორციელებს სასემინარო და კვლევით სამუშაოებს ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში მიმდინარე სასწავლო პროცესის ფარგლებში. 4. აკადემიური პერსონალის დატვირთვის ზღვრულ ოდენობას განსაზღვრავს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.“ 15. 57-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 57. აკადემიური თანამდებობის დაკავების წესი 1. აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს. 2. კონკურსს ამ წესდების 58-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით აცხადებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო საბუთების მიღებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე. 3. კონკურსის ჩატარების მიზნით, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ იქმნება საპროცედურო და საკონკურსო კომისიები, რომელთა მუშაობის წესს განსაზღვრავს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო და მტკიცდება წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ.
16. 58-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 58. აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის პირობები 1. პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება. დამატებითი პირობები შეიძლება განსაზღვროს აკადემიურმა საბჭომ. ამ პირობებს ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. 2. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. 3. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი 4 წლის ვადით. 4. ასისტენტის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი 3 წლის ვადით.“ 17. 62-ე მუხლის: ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. უნივერსიტეტს უფლება აქვს ფაკულტეტის საბჭოს, სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარდგინების ან რექტორის ინიციატივის საფუძველზე მიღებული უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილებით მეცნიერს ან საზოგადო მოღვაწეს განსაკუთრებული დამსახურებისათვის მიანიჭოს საპატიო დოქტორის ან ემერიტუსის წოდება“. 2. ემერიტუსის წოდების მინიჭების შესახებ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილების საფუძველზე, წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით, ემერიტუსის წოდების მქონე პირს მიეცემა ანაზღაურება, რაც მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობიდან გასული ემერიტუსისათვის შეადგენს 625 ლარს, ხოლო პროფესორის თანამდებობიდან გასული ემერიტუსისათვის – 1250 ლარს.“ ბ) მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) უკავია უნივერსიტეტის პროფესორის ან მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობა და აქვს უნივერსიტეტში (მათ შორის ამ უნივერსიტეტთან ინტეგრირებულ სამეცნიერო ან საგანმანათლებლო დაწესებულებაში) სამეცნიერო ან სამეცნიერო-პედაგოგიურ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 20 წლის გამოცდილება;“ გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,4. უნივერსიტეტის პროფესორს ან მთავარ მეცნიერ-თანამშრომელს ემერიტუსის წოდება ენიჭება შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლიდან არაუგვიანეს ორი თვისა.“ 18. 62-ე მუხლს მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი: ,,10. უნივერსიტეტის რექტორის ინიციატივით უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო უფლებამოსილია უნივერსიტეტის ინტერესების გათვალისწინებით, 75 წლის და მეტი ასაკის მქონე პირს, რომელიც უნივერსიტეტში მოღვაწეობდა ხანგრძლივად და ნაყოფიერად, უნივერსიტეტისათვის განსაკუთრებული დამსახურებისათვის მიანიჭოს ემერიტუსის წოდება იმ შემთხვევაშიც კი, თუ იგი სრულად ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.“
|
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები