დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 24 მაისის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 49 |
| დოკუმენტის მიმღები | ახმეტის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/11/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/12/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.162.016209 |
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 24 მაისის №21 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 28/05/2013, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.162.016181) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის: |
1.
მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. გამგებლის, გამგებლის მოადგილის თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულოა: ა) არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი; ბ) მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება (საჯარო ან კერძო სამსახურში).“.
|
2.
მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4-მე-7 პუნქტები:
,,4. გამგეობის სამსახურის უფროსის, საკრებულოს აპარატის უფროსის, მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის (მუნიციპალიტეტის რწმუნებულის) თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულოა: ა) არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი; ბ) მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება (საჯარო ან კერძო სამსახურში). 5. გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსის, საკრებულოს აპარატისა და გამგეობის სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულოა: ა) არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან ტექნიკური განათლება შესაბამის სფეროში; ბ) მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება (საჯარო ან კერძო სამსახურში). 6. წამყვანი და უფროსი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულოა: ა) არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან ტექნიკური განათლება შესაბამის სფეროში; ბ) მუშაობის არანაკლებ 6 თვის გამოცდილება (საჯარო ან კერძო სამსახურში). 7. სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულოა არანაკლებ საშუალო განათლება.“. |
3.
მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწის თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულოა ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“, ,,დ1“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების ცოდნა.“. |
4.
მე-8 მუხლის ,,ნ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. |
5.
მე-12 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) ,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულება;“. |
6.
დანართს მე-17 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 171 მუხლი:
,,მუხლი 171. სპეციალური მოთხოვნები გამგეობის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის მოხელეებისათვის ნორმატიული აქტების ნუსხა, რომელთა ცოდნაც დამატებით მოეთხოვებათ სამსახურის მოხელეებს: ა) საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ”; ბ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი (კარი IV); გ) საქართველოს კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“; დ) საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“; ე) საქართველოს მთავრობის 2010 წლის №1013 განკარგულებით დამტკიცებული შიდა აუდიტორთა სახელმძღვანელო პრინციპები; ვ) საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1014 განკარგულებით დამტკიცებული შიდა აუდიტის მეთოდოლოგია; ზ) საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1015 განკარგულებით დამტკიცებული შიდა აუდიტის სტანდარტები; თ) საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1016 განკარგულებით დამტკიცებული შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი; ი) ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის დებულება.“. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები