დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 დეკემბრის №73 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 44 |
| დოკუმენტის მიმღები | ახმეტის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/11/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/12/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.162.016204 |
|
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,კ’’ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 დეკემბრის №73 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 08/01/2013, 190020020.35.162.016158) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
,,დანართი
|
ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი
|
თავი I
ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მაჩვენებლები |
მუხლი 1.
ბიუჯეტის ბალანსი |
ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს შემდეგი სახით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 2.
ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს შემდეგი სახით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 3.
ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები10027.5 ათასი ლარის ოდენობით
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 4.
ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 989.0 ათასი ლარის ოდენობით
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 5.
ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 8324.3 ათასი ლარის ოდენობით
|
მუხლი 6.
ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 714.2 ათასი ლარის ოდენობით
|
მუხლი 7.
ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს 5,106.1 ათასი ლარის ოდენობით.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 8.
ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს 5,033.2 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) არაფინანსური აქტივების ზრდა განისაზღვროს 5311.2 ათასი ლარის ოდენობით, შემდეგი სახით:
ბ) არაფინანსური აქტივების კლება განისაზღვროს 278.0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო -111.8 ათასი ლარის ოდენობით |
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება -111.8 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 0.0 ლარის ოდენობით. |
მუხლი 13.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 53.0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების შესაბამისად. |
მუხლი 14.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი, 120.0 ათასი ლარი მიიმართოს:
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 61.0ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 52.0ათასი ლარი; გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 7.0ათასი ლარი; 2. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“-ს 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 15.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
|
თავი II
ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 16.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
ბოლო დროს გახშირებული მიწისძვრის, სახანძრო და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით აუცილებელია პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა. პერსონალისათვის სათანადო ხარისხის ინდივიდუალური და ჯგუფური წვრთნების ჩატარება და პროფესიული დონის ამაღლება. სახანძრო სამაშველო სამსახურის კომუნალური პირობების გაუმჯობესება. საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ახმეტის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. 1.1 საგანგებო სიტუაციების მართვა (პროგრამული კოდი 02 01) ბოლო დროს გახშირებული მიწისძვრების, სახანძრო და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით სახანძრო სამაშველო სამსახურის კომუნალური პირობების გაუმჯობესება. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
1.2 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 03) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, საცხოვრებელი უბნების ეზოების, დასასვენებელი პარკების და საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. 2.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული საგზაო ინფრასტრუქტურის მდგომარეობის შენარჩუნება და განახლება, ასფალტის საფარის ორმული შეკეთება. რაც გააუმჯობესებს არსებულ საგზაო ინფრასტრუქტურას, დაზიანებული ქვაფენილების და ტროტუარების აღდგენა-რეაბილიტაცია, საგზაო მოძრაობის დადგენილი წესების მიხედვით შესაბამისი საგზაო ნიშნების, გადასასვლელებისა და სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების მოწყობა.კერძოდ მოხდება ქ.ახმეტაში თელავისა, ნ.ნიკოლაძის ქუჩებისა და გორგასლის ქუჩის შესახვევის მოპირკეთება ასფალტო–ბეტონის საფარით,სოფელ საკობიანოს შიდა საუბნო გზის მოპირკეთება ასფალტო–ბეტონის საფარით. გათვალისწინებულია სამუშაოების განსახორციელებლად საპროექტო დოკუმენტაციის საექსპერტო მომსახურების შესყიდვა. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
2.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების კეთილმოწყობა, გარე განათების ქსელის გაფართოება, არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. დასრულდება ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობა, უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის დასუფთავება .2.2.1 ბინათმშენებლობა (პროგრამული კოდი 03 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ახმეტის მუნიციპალიტეტში არსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების მოწყობა. 2.2.2. წყლის სისტემის რეაბილიტაციადა ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 02) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასმელი წყლით უკეთ მომარაგების მიზნით საჭირო ხდება დამატებითი ჭაბურღილების მოწყობა, დაზიანებული და მოძველებული სასმელი წყლის სისტემების და სათავე ნაგებობების მოწყობა რეაბილიტაცია. აგრეთვე არსებული სისტემის მოვლა-შენახვა და მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსდება. სამუშაოების განსახორციელებლად საპროექტო დოკუმენტაციის საექსპერტო მომსახურების შესყიდვა. მოხდება სოფლების: ქვ.ალვანის, ზემო ალვანის, მატანის და ჯოყოლოს სასმელი წყლის სათავე ნაგებობისა და ქსელების რეაბილიტაცია. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორები
2.2.3 გარე განათების რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია (პროგრამული კოდი 03 02 03) დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განათება. ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის მოვლა - პატრონობა, ქალაქისა და სოფლების ქუჩების ახალი ქსელების მოწყობა. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორები
2.2.4 დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან ყოველდღიურად ხდება საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატნა.მოხდება ძველი ნაგავსაყრელების უტილიზაცია და მარტივი ტიპის ახალი ნაგავსაყრელების მოწყობა,რაც გააუმჯობესებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის სანიტარულ და ეკოლოგიურ მდგომარეობას.ყოველდღიურად იგვება ქალაქის ქუჩები ,სკვერები. განხორციელდება გზების ტექნიკური მარილით დამუშავება ,ხოლო დიდთოვლობის შემთხვეაში ჭარბი თოვლისაგან განთავისუფლება .საჭიროებისამებრ სისტემეტიურად გაიწმინდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული,როგორც რკინა-ბეტონის ასევე გრუნტის სანიაღვრე არხები. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორები
2.2.5 სარწყავი არხებისა და ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა, რეაბილიტაცია ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 05) გათვალისწინებულია სოფლების სარწყავი ქსელების მოწყობის, რეაბილიტაციისა და საპროექტო დოკუმენტაციის საექსპერტო მომსახურების შესყიდვის ხარჯები,ქ.ახმეტაში მდინარე ალაზნის ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა. 2.2.6. სანიაღვრე არხების მოწყობა (პროგრამული კოდი 03 02 06) საჭიროებისამებრ სისტემატიურად გაიწმინდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული,როგორც რკინა-ბეტონის ასევე გრუნტის სანიაღვრე არხები. 2.2.7. ხევების გაწმენდა ნატანისაგან(პროგრამული კოდი 03 02 07) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სისტემეტიურად მოხდება ხევების გაწმენდა ნატანისაგან.მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდება ზემო ხოდაშნის ხევის ქვა–ღორღისაგან გასაწმენდად. 2.2.8. მოსაცდელებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების მოწყობა (პროგრამული კოდი 03 02 08) გათვალისწინებულია სოფელ დიკლოსა და სოფელ დოჟუში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების(საფიხვნოების) მოწყობა. 2.2.9.სასაფლაოების შემოღობვა და მოვლაპატრონობა(პროგრამული კოდი 03 02 09) გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის სოფლების ბაბანეურისა და დედისფერულის სასაფლაოების შემოღობვა. 2.2.10. ექსკავატორის,ელ.შემდუღებელი აგრეგატის,სპეც ტექნიკის, ტრაქტორის რემონტისა და სათადარიგო ნაწილების შეძენა (პროგრამული კოდი 03 02 10). გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის საჭიროებისათვის გრეიდერის შეძენის, ტრაქტორის კაპიტალური შეკეთებისა და სათადარიგო ნაწილების შეძენის ხარჯები. 2.2.11. სასოფლო სამეურნეო სავარგულების შემოღობვა(პროგრამული კოდი 03 02 11). გათვალისწინებულია სოფელ დართლოს მოსახლეობის სასოფლო სამეურნეო სავარგულების შემოღობვა. 3. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა. სკოლამდელი განათლების გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება ისეთი პროგრამების დაფინანსება, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსახლეობის დასაქმებას. 3.1 სკოლამდელი განათლება (პროგრამული კოდი 04 01) მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 37 საბავშვო ბაღი, სადაც დაწყებით განათლებას იღებს 1200 ბავშვი. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა სხვა ხარჯს, მათ შორის მასწავლებელთა და აღმზრდელთა ხელფასებს და ბაღების სხვა მიმდინარე ხარჯებს.მოხდება ზ.ალვნის,ქვ.ალვნის, მატნის, საკობიანოს,ჯოყოლოს საბავშვო ბაღების შენობებისა და საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაცია. მოსალოდნელი შუალედური შედეგი:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
4. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად ერთად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული მონაცემების გამოვლინება. ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს; 4.1.სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. მოხდება სოფელ დუისის სპორტდარბაზის სახურავის მოწყობა-რებილიტაცია და სოფელ ომალოსათვის სპორტული ტრენაჟორების შეძენა. 2013 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები. მოსალოდნელი შუალედური შედეგი: სპორტული ღონისძიებებისა და სრულყოფილი სასპორტო- საგანმანათლებლო ღონისძიებების ხელშეწყობა. შედეგების შეფასების ინდიკატორები:
4.2.კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
4.2.1.ა(ა)პ ახმეტის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ადმინისტრაციის ხარჯები(პროგრამული კოდი 05 02 01) მოხდება ადმინისტრაციის შესანახი ხარჯებისა და სხვადასახვა კულტურული ღონისძიებების დაფინანსება 4.2.2.ბიბლიოთეკები (პროგრამული კოდი 05 02 02) დაფინანსდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბიბლიოთეკები, სადაც დაცულია წიგნადი ფონდი. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორები
4.2.3.კლუბები (პროგრამული კოდი 05 02 03) დაფინანსდებამუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურის სახლები, განხორციელდება ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურის სახლების შენობების რეაბილიტაცია. 4.2.4.მუზეუმები (პროგრამული კოდი 05 02 04) დაფინანსდება რაფიელ ერისთავის სახლ მუზეუმის მოვლა პატრონობისა და ქვემო ალვნის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის შენახვის ხარჯები. 4.2.5.ძეგლები (პროგრამული კოდი 05 02 05) დაფინანსდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული ძეგლების მოვლაპატრონობის ხარჯები. 4.2.6.მუსიკალური კოლექტივები(პროგრამული კოდი 05 02 06) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი ,,ბახტრიონი’’ და ანსამბლი ,,პანკისი’’, სამეჯლისო ანსამბლი ,,იმპრესია’’. 4.2.7.სახელოვნებო და მუსიკალური სკოლები.(პროგრამული კოდი 05 02 07) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ბესიკ მამიაურის სახელობის მოსწავლე ახალგაზრდობის სახელოვნებო, შემეცნებითი სკოლა და სამუსიკო სკოლების გაერთიენება, რომელსაც აქვს ფილიალები სოფლებში: მატანი, დუისი, ზ. ალვანი, ქვ. ალვანი. პროგრამა ითვალისწინებს სახელოვნებო ორგანიზაციებში შემოქმედებითი აზროვნების დანერგვა-ხელშეწყობას, ხალხური შემოქმედების, ფოლკლორული, ეთნოგრაფიული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას. სათანადო მომზადებას, შემოქმედებითი კონცერტებისა და გამოფენების მოწყობას საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. მოსწავლეთა მზადებას და მონაწილეობას ბავშვთა და მოზარდთა კლასიკური და ფოლკლორული მუსიკის რესპუბლიკურ ფესტივალებსა და კონკურსებში; მოზარდებში გარესამყაროს მხატვრული აღქმის უნარის ჩამოყალიბებას; გამომსახველობით საშუალებათა ტექნიკის განვითარებას, მოსწავლეთა ხელოვნების საფუძვლების ზიარებას. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორები
4.3.საინფორმაციო ცენტრი (პროგრამული კოდი 05.03) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მუნიციპალიტეტის საინფორმაციო ცენტრის გაზეთი ,,ბახტრიონი’’. მოსალოდნელი შუალედური შედეგი:
4.4.ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 04) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში. პროგრამის ფარგლებში ასევე დაფინანსდება მუნიციპალიტეტში მცხოვრების ბავშვების პატრიოტთა ბანაკებში მგზავრობის ხარჯები. მოსალოდნელი შუალედური შედეგი:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
4.5. აიპ ,,თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაცია’’ (პროგრამული კოდი 05 06) განხორციელდება თუშეთის შიდა გზების რეაბილიტაცია, გაიწმინდება ნაშალისაგან. მოსალოდნელი შუალედური შედეგი:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
4.6 ა(ა)იპ ,,ახმეტის მუნიციპალური ტყე-პარკებისა და სასაფლაოების მართვის ცენტრი“ (პროგრამული კოდი 05 10) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ტყე-პარკებისა და სასაფლაოების მოვლა -პატრონობისა და გამწვანების სამუშაოები. მოსალოდნელი შუალედური შედეგი:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
5.მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათების უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. 5.1 ჯანდაცვის პროგრამები (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამის მიხედვით განხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა. მოსალოდნელი შუალედური შედეგი:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
5.2 სოციალური პროგრამები (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
5.2.1 ავადმყოფთა მკურნალობის ხარჯები (06.02.01.) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების სამედიცინო მომსახურებისათვის დახმარებას. 5.2.2 სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარება (06.02.02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ერთჯერადი ფინანსური დახმარება დასაყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენა. 5.2.3 ხანძრით ,მიწისძვრით და სხვა სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულ პირთა სოციალური დაცვა (06.02.03) დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება. 5.2.4 მოსახლეობის ტრანსპორტითმომსახურება(06.02.04) ქვეპროგრამის ძირითადი დანიშნულებაა ყოველ კვირა დღეს ავტოტრანსპორტით უფასო მომსახურეობა გაეწიოს ილტოსა და პანკისის ხეობის მოსახლეობას. 5.2.5 ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯი (პროგრამული კოდი 06 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, თითოეულ ბენეფიციარზე 250 ლარის ოდენობით. 5.2.6 უმწეოთათვის უფასო სასდილოს დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 06) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოციალურად და უმწეო მდგომარეობაში მყოფი ბენეფიციარის ყოველდღიური უფასო კვება 5.2.7.სარიტუალო სახლების აღჭურვა(პროგრამული კოდი 06 02 07) განხორციელდება სოფელ წინუბანის და სოფელ დუმასტურის სარიტუალო სახლების აღჭურვა. 5.2.8.თუშეთის მოსახლეობის ავიარეისით მომსახურების ხარჯები(პროგრამული კოდი 06 02 08)ქვეპროგრამის დანიშნულებაა ამინდის გაუარესების დროს შექმნილ უგზოობის პერიოდში ავიარეისით უფასო მომსახურეობა გაეწიოს თუშეთის მოსახლეობას. |
თავი III
ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
მუხლი 17.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით შემდეგი სახით.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები