„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 4 ნოემბრის №169/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 180/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 22/11/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/11/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 23/07/2015
სარეგისტრაციო კოდი 480180000.22.022.016700
180/ნ
22/11/2013
ვებგვერდი, 25/11/2013
480180000.22.022.016700
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 4 ნოემბრის №169/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 4 ნოემბრის №169/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №180/ნ

2013 წლის 22 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 4 ნოემბრის №169/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 4 ნოემბრის N169/ნ ბრძანებაში (ვებგვერდი, 05/11/2013, სარეგისტრაციო კოდი 480180000.22.022.016689) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებს“ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის სპეციალისტი (შემდგომში - უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის სპეციალისტი).

8.1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი  უნდა  იყოს  21  წლის  ასაკს  მიღწეული  საქართველოს  ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.

8.2 უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის  დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი  განათლება: ბაკალავრი  ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ) სამუშაო გამოცდილება - არანაკლებ 1 წელი;

გ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების კარგად ცოდნა (Ms. Word, Ms. Excel, Ms. PowerPoint;

დ) უპირატესობა მიენიჭება პირს:

დ.ა) რომელსაც აქვს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროში მუშაობის გამოცდილება;                                                                                   

დ.ბ)  რომელსაც აქვს სამთავრობო სტრუქტურებთან, საგანმანათლებლო  (განსაკუთრებით უმაღლეს საგანმანათლებლო) დაწესებულებებთან, ეროვნულ ან/და უცხოურ სამეცნიერო ფონდებთან, საერთაშორისო საგანმანათლებლო ან/და სამეცნიერო პარტნიორებთან მუშაობის გამოცდილება;

დ.გ) რომელიც კარგად ფლობს უცხოურ ენას (ინგლისური/ რუსული).

8.3. უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

დ) საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“;

ე)  საქართველოს კანონი „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“;

ვ) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის N37 დადგენილება.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე