დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის -არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული სამმართველოს, ეკონომიკური სამმართველოს, აღსრულების კონტროლის, სტატისტიკისა და ანალიზის სამმართველოს, საერთაშორისო, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმართველოსა და არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროების ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისთვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 4 ივლისის №167 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 329 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 03/12/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/12/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 18/10/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.22.038.016240 |
|
,,საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის -არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული სამმართველოს, ეკონომიკური სამმართველოს, აღსრულების კონტროლის, სტატისტიკისა და ანალიზის სამმართველოს, საერთაშორისო, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმართველოსა და არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროების ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისთვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 4 ივლისის №167 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
,,საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის -არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული სამმართველოს, ეკონომიკური სამმართველოს, აღსრულების კონტროლის, სტატისტიკისა და ანალიზის სამმართველოს, საერთაშორისო, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმართველოსა და არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროების ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისთვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 4 ივლისის №167 ბრძანებაში შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:
1. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ა) უმაღლესი განათლება (მაგისტრი ან მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებული); ბ) ხელმძღვანელ მუშაკად მუშაობის სამწლიანი გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილებას).“. 2. მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ა) უმაღლესი განათლება; ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება.“. 3. მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ზ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ელექტრონული ფორმოთ მუშაობის გამოცდილება.“. 4. 23-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ა) უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული განათლება); ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის ორწლიანი გამოცდილება, აქედან ხელმძღვანელ მუშაკად მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება. უპირატესობა მიენიჭება სისხლის სამართლის სფეროში მუშაობის გამოცდილებას.“. 5. 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ბ) საჯარო სამსახურში ხელმძღვანელ მუშაკად მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება. უპირატესობა მიენიჭება სისხლის სამართლის სფეროში მუშაობის გამოცდილებას.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები