დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 8 |
| დოკუმენტის მიმღები | აჟარის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 20/11/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/11/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 12/11/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.102.016068 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
8
20/11/2013
ვებგვერდი, 28/11/2013
010260020.35.102.016068
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
აჟარის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (28/11/2013 - 07/11/2014)
|
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
|
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების საფუძველზე, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: |
ა)
საკრებულოს მოხელეთათვის, გამგებლის, გამგებლის მოადგილის და სამსახურის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მუშაობის 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისათვის – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისათვის და მთავარი სპეციალისტებისათვის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მუშაობის 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება, წამყვანი სპეციალისტებისათვის და სპეციალისტებისათვის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მუშაობის 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება; |
ბ)
საკრებულოს მოხელეთათვის, გამგებლის, გამგებლის მოადგილის და სამსახურის უფროსისათვის იძულებით გადაადგილებულ პირებთან − დევნილებთან სამსახურებრივი ურთიერთობის არანაკლებ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისათვის – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისათვის და მთავარი სპეციალისტებისათვის იძულებით გადაადგილებულ პირებთან − დევნილებთან სამსახურებრივი ურთიერთობის არანაკლებ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება, წამყვანი სპეციალისტებისათვის და სპეციალისტებისათვის იძულებით გადაადგილებულ პირებთან − დევნილებთან სამსახურებრივი ურთიერთობის არანაკლებ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება. |
გ)
შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: |
გ.ა)
საქართველოს კონსტიტუცია; |
გ.ბ)
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი; |
გ.გ)
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; |
გ.დ)
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (I, II, III და IV თავები); |
| მუხლი 2 |
გამგეობის მოხელეთათვის, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა ,,აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 დეკემბრის №6 დადგენილების ცოდნა. |
| მუხლი 3 |
საკრებულოს მოხელეთათვის, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა ,,აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 დეკემბრის №3 დადგენილების ცოდნა. |
| მუხლი 4 |
გამგებლის, გამგებლის მოადგილის და სამსახურის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა და ინტერნეტის მოხმარების უნარი. |
| მუხლი 5 |
გამგებლის და გამგებლის მოადგილის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. |
| მუხლი 6 |
სამსახურის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. |
| მუხლი 7 |
საკრებულოს აპარატის უფროსის
თანამდებობის დასაკავებლად, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა ტექნიკური განათლება.
|
| მუხლი 8 |
გამგეობის სახანძრო დაცვის სამსახურის უფროსისათვის და მოხელეთათვის სავალდებულოა მეხანძრე-მაშველის სერტიფიკატი. |
| მუხლი 9 |
ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები