„თვითმმართველი ქ. ბათუმის მერიის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„თვითმმართველი ქ. ბათუმის მერიის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 41
დოკუმენტის მიმღები თვიმმართველი ქალაქი ბათუმი
მიღების თარიღი 20/11/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/11/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 01/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 010320040.35.132.016192
41
20/11/2013
ვებგვერდი, 27/11/2013
010320040.35.132.016192
„თვითმმართველი ქ. ბათუმის მერიის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თვიმმართველი ქალაქი ბათუმი
 

თვითმმართველი ქალაქი  ბათუმის საკრებულოს

დადგენილება №41

2013 წლის 20 ნოემბერი

ქ. ბათუმი


 

„თვითმმართველი ქ. ბათუმის მერიის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 11 ნოემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

   „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის  შესა­ბამისად, თვით­მმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო ადგენს:

1. „თვითმმართველი ქ. ბათუმის მერიის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვა­ლი­ფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრე­ბულოს 2013 წლის 11 ნოემბრის №33 დადგენილებაში (სსმ, 15.11.2013 წ.) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული თვითმმართველი ქ. ბათუმის მერიის საჯარო მოხელეთა დამა­ტებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების:
ა) მე-2 მუხლის მე-11 პუნქტის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ქ. ბათუმის მერიის ადმინისტრაციის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველ­ყოფის განყოფილების მთავარი სპეციალისტი მე-2 და მე-3 კატეგორია, წამყვანი სპე­ცი­ალისტი და უფროსი სპეციალისტი:“

ბ) მე-2 მუხლის 24-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 241 პუნქტი:

„241.   ქ. ბათუმის მერის თანაშემწე:

ა)  უმაღლესი განათლება;

ბ)   ქ. ბათუმის მერიის ადმინისტრაციის დებულება;

გ) ქ. ბათუმის მერიის ადმინისტრაციის და სამსახურების დებულებები; თვით­მმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებუ­ლება;

დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა.“

გ) მე-2 მუხლის 34-ე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი (თვითმმართველი ერთე­ულის ქონების ნაწილში);“

დ) მე-2 მუხლის 37-ე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი (თვითმმართველი ერთე­ულის ქონების ნაწილში);“;

ე) მე-2 მუხლის 38-ე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი (თვითმმართველი ერთე­ულის ქონების ნაწილში);“

ვ) მე-2 მუხლის 64-ე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) უმაღლესი განათლება (სპეციალობა - არქიტექტორი);“;

ზ) მე-2 მუხლის 65-ე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) უმაღლესი განათლება (სპეციალობა - მხატვარი);“;

თ) მე-2 მუხლის 67-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„67. ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი ((II კატეგორია) (კონსულტანტი)):

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;

ბ) ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ “ საქართველოს კანონი;

გ) ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 08 ივლისის №1-1/1254 ბრძანება;

ე) „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრ­ო­ბის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება;

ვ) „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე დასახლებათა ტერი­ტო­რ­იების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ თვით­მმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №50 დადგენილება;

ზ) „პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწი­ლების ლეგა­ლიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქარ­თველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის №660  ბრძა­ნებულება;

თ) ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის დებულება.

ი) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა.“

ი) მე-2 მუხლის 68-ე პუნქტის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

68. ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი - (III კატეგორია)“

კ) მე-2 მუხლის 68-ე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება (სპეციალობა - მხატვარი, არქიტექ­ტორი ან დიზაინერი);“;

ლ) მე-2 მუხლის 69-ე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) უმაღლესი  განათლება (სპეციალობა - არქიტექტორი);“;

მ) მე-2 მუხლის 71-ე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) უმაღლესი  განათლება (სპეციალობა - არქიტექტორი ან ურბანისტი);“;

ნ) მე-2 მუხლის 73-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 731 და 732 პუნ­ქტები:

731. ქ. ბათუმის მთავარი არქიტექტორის თანაშემწე:

 

ა) უმაღლესი განათლება (სპეციალობა - არქიტექტორი);

ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

გ) „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 08 ივლისის №1-1/1254 ბრძანება;

ვ) „მშენებლობის ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება;

ზ) „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე დასახლებათა ტერი­ტო­რ­იების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №50 დადგენილება;

თ) ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის დებულება;

ი) ძირითადი, სპეციალური და საოფისე კომპიუტერული პროგრამები (Microsoft office, Archicad, Autocad, Photoshop).“.

 

732. ქ. ბათუმის მთავარი არქიტექტორის თანაშემწე:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემების მართვისა და კომპიუტერული პროგ­რამების კვალიფიკაცია;

გ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება (საკადასტრო და კარ­ტოგრაფიული რუკების შედგენის გამოცდილებით);

დ) „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე დასახლებათა ტერი­ტო­რ­იების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №50 დადგენილება;

ე) საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 08 ივლისის №1-1/1254 ბრძანება;

ვ) „მშენებლობის ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება;

ზ) „პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის №660  ბრძა­ნებულება;

თ) ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის დებულება;

ი) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამის (Ms office Word) და Internet-ის სამომ­ხმარებლო დონეზე ცოდნა;

კ) სპეციალური კომპიუტერული პროგრამა (ArcGis, ArcCatalog, ArcGlob, ArcMaP).“;

ო) მე-2 მუხლის 91-ე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება;“;

პ) მე-2 მუხლის 93-ე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება;“;

ჟ) მე-2 მუხლის 97-ე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
რ) მე-2 მუხლის 97-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის  971 ქვეპუნქტი:

„971. ქ. ბათუმის მერიის სახანძრო დაცვისა და საგანგებო სიტუაციათა სამსახურის წამყვანი სპეციალისტი:

„ა) უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება;

ბ) ქ. ბათუმის მერიის სახანძრო დაცვისა და საგანგებო სიტუაციათა სამსახურის  დებულება;

გ) „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება;

დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი ჩავლეიშვილი