დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №33/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 117/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 21/11/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/11/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220090000.18.011.016110 |
|
„მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №33/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №33/04 ბრძანებით დამტკიცებულ წესსა და პირობებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის „ი“ ქვეპუნქტი: „ი) სათავო ოფისისა და ფილიალების/სერვისცენტრების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების აქტის/აქტების ასლი.“; ბ) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის 31 პუნქტი „31. ამ წესის მიზნებისათვის ეროვნულ ბანკში წარმოსადგენი უცხო ქვეყნის მიერ გაცემული დოკუმენტები უნდა იყოს აპოსტილით დამოწმებული ან ლეგალიზებული. უცხოენოვანი დოკუმენტების წარმოდგენა ხორციელდება ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის სახით.“; გ) მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. დირექტორის შემდგომი ცვლილების შემთხვევაში, მისომ ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს მისოს რეგისტრაციის დროს დირექტორების შესახებ წარსადგენი დოკუმენტაცია და ინფორმაცია.”; დ) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის 51 პუნქტი „51. მისამართის ცვლილების ან/და ახალი ფილიალის გახსნის შემთხვევაში მისომ უნდა წარმოადგინოს ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით დადგენილი დოკუმენტაცია.“; ე) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის 61 პუნქტი: „61. იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე უარს განაცხადებს მისოს რეგისტრაციაზე, ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ, რომლის ერთი ასლი ეგზავნება დაინტერესებულ მეწარმე სუბიექტს“; ვ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის „თ“ ქვეპუნქტი: „თ) მისო არ ასრულებს საქართველოს კანონმდებლობითა და ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტებით დადგენილ მოთხოვნებს და საქართველოს ეროვნული ბანკის წერილობით მითითებებს.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები