დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №27/04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 116/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 21/11/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/11/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220090000.18.011.016112 |
|
„ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №27/04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №27/04 ბრძანებით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-13 პუნქტი: „13. ამ წესის მიზნებისათვის ეროვნულ ბანკში წარმოსადგენი უცხო ქვეყნის მიერ გაცემული დოკუმენტები უნდა იყოს აპოსტილით დამოწმებული ან ლეგალიზებული. უცხოენოვანი დოკუმენტების წარმოდგენა ხორციელდება ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის სახით.“; ბ) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ეროვნული ბანკი სარეგისტრაციო ფორმის მიღებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში იღებს გადაწყვეტილებას ვალუტის გადამცვლელი პუნქტის რეგისტრაციის და რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე. ეროვნული ბანკი ვალუტის გადამცვლელი პუნქტის რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. რეგისტრაციის შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში კანონმდებლობით გათვალისწინებულ სავალდებულო რეკვიზიტებთან ერთად აღინიშნება ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საფირმო სახელწოდება, რეგისტრაციის ნომერი და თარიღი. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ერთი ასლი ეგზავნება დაინტერესებულ მეწარმე სუბიექტს.“; გ) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის 21 პუნქტი: „21. იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე უარს განაცხადებს ვალუტის გადამცვლელი პუნქტის რეგისტრაციაზე, ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ერთი ასლი ეგზავნება დაინტერესებულ მეწარმე სუბიექტს.“; დ) მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნას. ე) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“,“ვ“ „ზ“, „თ“ ქვეპუნქტებში ან „კ“ ქვეპუნქტში (თუ რეგისტრაციის გაუქმება ხორციელდება ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის მოთხოვნების დაუცველობის გამო) მითითებული საფუძვლებით ვალუტის გადამცვლელი პუნქტის რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მფლობელი მეწარმე სუბიექტი არ არის უფლებამოსილი ეროვნულ ბანკს ხელახალი რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართოს რეგისტრაციის გაუქმებიდან შემდეგი 6 თვის განმავლობაში.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები