თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 38
დოკუმენტის მიმღები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 19/11/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/11/2013
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 08/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.157.016142
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
38
19/11/2013
ვებგვერდი, 26/11/2013
010260020.35.157.016142
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (26/11/2013 - 29/08/2014)

 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №38

2013 წლის 19 ნოემბერი

ქ. თეთრიწყარო

 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ” ქვეპუნქტისა და  „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური  სამსახურის დებულება (დანართი №1).
მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის  №1/7 დადგენილება ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.

 


თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი მესტვირიშვილი



დანართი №1
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური  სამსახურის დებულება

მუხლი 1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახური
1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.
2. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ”, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, სხვა საკანონმდებლო/ნორმატიული აქტები, გამგეობის დებულება, ეს დებულება და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტები.
3.  სამსახური წარმოადგენს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც მის კომპეტეციაში შემავალი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელით.
4. სამსახური ფინანსდება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით,  სამსახურზე, მისი უფლებამოსილებების განსახორციელებლად დამაგრებული ქონება წარმოადგენს მუნიციპალურ საკუთრებას.
5. სამსახურის კომპეტენცია, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით.
6. სამსახურის ადგილსამყოფელია: საქართველო, 2300,  ქალაქი თეთრიწყარო, თამარ მეფის ქ. №34.

მუხლი 2. სამსახურის ფუნქციები
 სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას;
ბ) მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფლებამოსილებათა განხორციელებას;
გ) წინადადებების შემუშავებას ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დაწესებულებათა შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;
დ) სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;
ე) დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;
ვ) სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;
ზ) სოციალური დაცვის მუნიციპალურ დაწესებულებათა მართვას;
თ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა აღრიცხვას;
ი) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განსახლებულ ლტოლვილთა და იძულებით გადადგილებულ პირთა პრობლემების შესწავლას, მათ განზოგადებას, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვასა და მათი სოციალური უფლებების დაცვას;
კ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

მუხლი 3. სამსახურის უფლებამოსილებები და ვალდებულებები
1. სამსახურს უფლება აქვს:
ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში  მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს ყველა სახის ინფორმაცია;
ბ) საჭიროების შემთხვევაში, ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით  მოიწვიოს  გამგეობის სტრუქტურული და ტერიტორიული ორგანოების წარმომადგენლები, თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული საწარმოების ხელმძღვანელები შესაბამის სფეროში. 
2. სამსახური ვალდებულია:
ა) დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები და წინამდებარე დებულების ნორმები;
ბ) მოამზადოს ყოველწლიური ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ და წარუდგინოს მუნიციპალიტეტის გამგებელსა  და საკრებულოს;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესით მოამზადოს საკრებულოს თავმჯდომარის  ბრძანებების და საკრებულოს განკარგულებების პროექტები;
დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის  დებულებით, საკრებულოს თავმჯდომარის და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.

მუხლი 4
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი.
2. სამსახურში სამსახურებრივ მოვალეობათა ჩამონათვალი განისაზღვრება მოსამსახურეთა დადგენილი წესით დამ­ტკიცებული ფუნქციური განაწილების შესაბამისად.
3. სამსახურის უფროსი არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი.
4. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია  დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) შეიმუშავებს სამსახურის დებულებას და წარუდგენს გამგებელს, საკრებულოზე დასამტკიცებლად;
გ) შეიმუშავებს საშტატო ნუსხას და წარუდგენს გამგებელს დასამტკიცებლად;
დ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეთა შორის;
ე) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებზე, მოსამსახურეთა წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მათ მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლების და სწავლების შესახებ. კონტროლს უწევს სამსახურის მოსამსახურეთა მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულებას და ახორციელებს მათზე სამსახურეობრივ ზედამხედველობას;
ვ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს, სამსახურის  მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
ზ) მუნიციპალიტეტის გამგებელს და საკრებულოს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებული სამუშაოთა შესახებ;
თ) უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის  დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს  სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.
ი) სამსახურის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.
მუხლი 5. დასკვნითი დებულებები
1. სამსახურის დებულებას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის  გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს  მუნიციპალიტეტის საკრებულო.
2. სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა ან ლიკვიდაცია ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.