თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 36
დოკუმენტის მიმღები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 19/11/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/11/2013
ძალაში შესვლის თარიღი 14/11/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 08/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.157.016140
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
36
19/11/2013
ვებგვერდი, 26/11/2013
010260020.35.157.016140
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (26/11/2013 - 29/08/2014)

 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №36

2013 წლის 19 ნოემბერი

ქ. თეთრიწყარო

 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ” ქვეპუნქტისა და  „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის დებულება (დანართი №1).

 

მუხლი 2
დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №12/6 დადგენილება ,,თეთრიწყაროს  მუნიციპალიტეტის გამგეობის ადგილობრივი შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი მესტვირიშვილი



დანართი №1
თეთრიწყაროს  მუნიციპალიტეტის  გამგეობის  მუნიციპალური შესყიდვების  სამსახურის დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური  შესყიდვების სამსახური (შემდგომში – სამსახური) შექმნილია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების საფუძველზე და  თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის  დებულებებით, წინამდებარე დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით.
2. სამსახური წარმოადგენს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც მის კომპეტენციაში შემავალი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებს მუნიციპალიტეტის სახელით.
3. სამსახური ფინანსდება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით,  სამსახურზე, მისი უფლებამოსილებების განსახორციელებლად დამაგრებული ქონება წარმოადგენს მუნიციპალურ საკუთრებას.
4. სამსახურის კომპეტენცია, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით.
5. სამსახურის ადგილსამყოფელია: საქართველო, 2300,  ქალაქი თეთრიწყარო, თამარ მეფის ქ. №34.

მუხლი 2. სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები
სამსახურის ფუნქციებია:
ა) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების გეგმებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში მათში განსახორციელებელი ცვლილებების  პროექტების შედგენა, დასამტკიცებლად მათი წარდგენა;
ბ) დამტკიცებული შესყიდვის წლიური გეგმის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისთვის სახელმწიფო შესყიდვების  განხორციელება;
გ) სატენდერო კომისიის მიერ დამტკიცებული სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად ტენდერების გამოცხადება და კანონმდებლობით დადგენილი წესით მის პროცედურების წარმოება;
დ) ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი შესყიდვის სხვა საშუალებებით სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება;
ე) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება და მათი შენახვა კანონმდებლობით დადგენილი წესით; 
ვ) სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ანგარიშების მომზადება და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარდგენა;
ზ) სახელმწიფო შესყიდვების შედეგად დადებული ხელშეკრულებების  აღრიცხვა, არქივის წარმოება;
თ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

მუხლი 3. სამსახურის უფლებამოსილებები და ვალდებულებები
1. სამსახურს უფლება აქვს;
ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია; საჭიროების შემთხვევაში, ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით  მოიწვიოს  გამგეობის სტრუქტურული და ტერიტორიული ორგანოების წარმომადგენლები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია;
ბ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები; საჭიროების შემთხვევაში დააყენოს საკითხი სპეციალისტებისა და ექსპერტების მოწვევასთან დაკავშირებით.
2. სამსახური ვალდებულია:
ა) დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები და წინამდებარე დებულების ნორმები;
ბ) მოამზადოს ყოველწლიური ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ და წარუდგინოს მუნიციპალიტეტის გამგებელსა  და საკრებულოს;
გ) უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების დაცვა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესით მოამზადოს საკრებულოს თავმჯდომარის  ბრძანებების და საკრებულოს განკარგულებების პროექტები;
ე) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის  დებულებით საკრებულოს თავმჯდომარის და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.

მუხლი 4. სამსახურის მართვა და საქმიანობის ორგანიზაცია
1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი.
2. სამსახურის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
ბ) ვიზირებას ახდენს სამსახურის მიერ მომზადებულ დოკუმენტზე:
გ) წარმოადგენს სამსახურს სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებთან, ორგანიზაციებთან, დაწესებულებებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობისას;
დ) ამ დებულების შესაბამისად გასცემს სათანადო მითითებებსა და დავალებებს;
ე) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებზე, მოსამსახურეთა წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მათ მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლების და სწავლების შესახებ. კონტროლს უწევს სამსახურის მოსამსახურეთა მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულებას და ახორციელებს მათზე სამსახურებრივ ზედამხედველობას;
ვ) დადგენილი წესით შეაქვს წინადადებები მუნიციპალიტეტის გამგებელთან და საკრებულოში მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, წარუდგენს მათ სამსახურის მიერ მომზადებულ წინადადებებს, დასკვნებს და რეკომენდაციებს;
ზ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარუდგენს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს;
თ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებს და მეთოდებს, მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს, ანაწილებს ფუნქციებს მოსამსახურეთა შორის;
ი) ასრულებს გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით ან დავალებით მინიჭებულ კონკრეტულ უფლებამოსილებებს;
3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობას, გამგებლის დავალებით, ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.

მუხლი 5. დასკვნითი  დებულებები
1. სამსახურის დებულებას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის  გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს  მუნიციპალიტეტის საკრებულო.
2. სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა ან ლიკვიდაცია ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3.  სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.