დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ქობულეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 07 |
| დოკუმენტის მიმღები | ქობულეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 20/11/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/11/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 19/11/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.35.131.016108 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (27/11/2013 - 17/11/2014)
|
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
|
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, თანახმად დანართისა. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები |
მუხლი 1.
საერთო მოთხოვნები |
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკარებულოს აპარატის (შემდგომში - საკრებულოს აპარატი) ნებისმიერ თანამდებობაზე დასანიშნ პირს მოეთხოვება შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი; გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება (რეგლამენტი); ე) ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება. |
მუხლი 2.
საკრებულოს აპარატის უფროსი: |
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება; გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (მე-2, მე-3 და მე-4 თავი); დ) საქართველოს შრომის კოდექსი; ე) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამის MS office Word და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. |
მუხლი 3.
საკრებულოს აპარატის მთავარი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში: |
ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;
ბ) საჯარო სამსახურში საქმიანობის არანაკლებ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება; გ) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) საქართველოს კანონი „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“; ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (მე-2, მე-3 და მე-4 თავი); ვ) „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება; ზ) ნორმატიული აქტების ელექტრონული საქმისწარმოების ცოდნა; თ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word, Excel, Power Point,) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. |
მუხლი 4.
საკრებულოს აპარატის წამყვანი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში |
ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;
ბ) საჯარო სამსახურში საქმიანობის არანაკლებ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება; გ) „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება; დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word, Excel, Power Point,) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. |
მუხლი 5.
საკრებულოს აპარატის მთავარი სპეციალისტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში: |
ა) უმაღლესი განათლება (სასურველია ინგლისური ენის განხრით);
ბ) საჯარო სამსახურში შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება; გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (თავი III, 37-40 მუხლები); დ) „საქართველოში საპროტოკოლო ღონისძიებათა მოწყობის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 27 სექტემბრის №386 ბრძანებულება; ე) სხდომების აუდიოვიდეო ჩანაწერების წარმოების, შენახვისა და დაარქივების ცოდნა; ვ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების - MS office Word და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. |
მუხლი 6.
საკრებულოს აპარატის წამყვანი სპეციალისტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში: |
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) საჯარო სამსახურში შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება; გ) ვებგვერდის შექმნისა და ინტერნეტში განთავსების ცოდნა; დ) ოპერაციული სისტემების ინსტალაცია, კონფიგურაცია, დიაგნოსტიკა, პრობლემების გამოვლენა-აღმოფხვრის ცოდნა; ე) სხდომების აუდიოვიდეო ჩანაწერების წარმოების, შენახვისა და დაარქივების ცოდნა; ვ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point,) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. |
მუხლი 7.
საკრებულოს აპარატის მთავარი სპეციალისტი მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში: |
ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლება;
ბ) საჯარო სამსახურში საფინანსო-საბუღალტრო სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება; გ) „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანების ცოდნა. |
მუხლი 8.
საკრებულოს აპარატის წამყვანი სპეციალისტი მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში: |
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) საჯარო სამსახურში შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება; გ) „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანების ცოდნა; დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. |
მუხლი 9.
საკრებულოს აპარატის მთავარი სპეციალისტი საორგანიზაციო საკითხებში: |
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება; გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; დ) „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება; ე) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების - MS office Word და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. |
მუხლი 10.
საკრებულოს აპარატის წამყვანი სპეციალისტი საორგანიზაციო საკითხებში: |
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება; გ) „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება; დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების - MS office Word და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. |
მუხლი 11.
საკრებულოს აპარატის მთავარი სპეციალისტი საქმისწარმოების საკითხებში: |
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება; გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; დ) „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება; ე) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების - MS office Word და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. |
მუხლი 12.
საკრებულოს აპარატის წამყვანი სპეციალისტი საქმისწარმოების საკითხებში: |
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება; გ) „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება; დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების - MS office Word და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები