„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 დეკემბრის №14-78 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 17-51
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო)
მიღების თარიღი 20/11/2013
დოკუმენტის ტიპი ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/11/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 05/01/2015
სარეგისტრაციო კოდი 330060000.36.101.016192
17-51
20/11/2013
ვებგვერდი, 21/11/2013
330060000.36.101.016192
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 დეკემბრის №14-78 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო)
 
ქალაქ თბილისის საკრებულოს

გადაწყვეტილება №17-51

2013 წლის 20 ნოემბერი

ქ. თბილისი

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 დეკემბრის №14-78 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა:

მუხლი 1
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 დეკემბრის №14-78 გადაწყვეტილებით (სსმ, 29.12.2010, №70; სარეგისტრაციო კოდი: 330.060.000.36.101.016.013) დამტკიცებულ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესში  (შემდგომში – წესი) შევიდეს ცვლილება და პირველი მუხლის ,,11“ და ,,2“ პუნქტებში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,11.  ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ურთიერთობა თბილისის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ორგანოებთან განისაზღვრება ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების შესახებ“ საქართველოს კანონის, წინამდებარე წესის და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” (შემდგომში – პროგრამა) ფარგლებში, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წევრთა საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარებისთვის აუცილებელი სამუშაოების დაფინანსების თხოვნით, ქალაქ თბილისის შესაბამისი რაიონის გამგეობისთვის (შემდგომში – გამგეობა) განცხადებით მიმართვის უფლება აქვს გამგეობაში აღრიცხვაზე მდგარ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას (შემდგომში – ამხანაგობა). ამხანაგობის თავმჯდომარე არაუგვიანეს ყოველი წლის 15 დეკემბრისა შესაბამის რაიონის გამგეობას წარუდგენს მომდევნო წლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის აღრიცხვის ბარათს (ფორმა №1), ხოლო ყოველი კვარტლის ბოლო თვის  15 რიცხვამდე მიმდინარე კვარტლის განახლებულ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის აღრიცხვის ბარათს (ფორმა №1).  ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის აღრიცხვის ბარათების და ამხანაგობის თავმჯდომარეების მიერ გაწეული მუშაობის (აქტივობის და სხვადასხვა ინიციატივების) საფუძველზე გამგეობა უფლებამოსილია გამგეობის სხდომაზე მიიღოს ამხანაგობის თავმჯდომარის წახალისების დახმარების სახით გადაწყვეტილება, რომელიც გაიცემა ყოველ კვარტალში ერთხელ.”.

მუხლი 2
გადაწყვეტილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი შიხიაშვილი

ფორმა №1

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის აღრიცხვის ბარათი
 
1. ამხანაგობა --------------------------------------------------------------------------------------------------
                                          (დასახელება, მისამართი, რეგისტრაციის რიცხვი, თვე, წელი)
 
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
                                       
2. ამხანაგობის თავმჯდომარის სახელი, გვარი და მოქმედების ვადა ----------------------------
 
მისამართი  ---------------------------------------------------------------------------------------------------
 
პირადი № -------------------------- დაბადების თარიღი /---/---/------/  ტელ. -----------------------------  
 
3. საცხოვრებლის ფორმა ------------------------------------------------------------------------------------
(კორპუსი (სადარბაზოს რაოდენობა, სართულის რაოდენობა); იტალიური; ქალაქური  და სხვა)
 
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
4. ამხანაგობის წევრთა რაოდენობა; (ამხანაგობიდან რამდენი წევრი იმყოფება ფაქტობრივ მისამართზე)
 
წევრთა სრული რაოდენობა ------------------------------------------
რეგულარული ----------------------------------------------------------------
დაკეტილი ----------------------------------------------------------------------
ქირავნობა ან სარგებლობის სხვა ფორმა ----------------------------------
 
5. ამხანაგობის მიერ განხორციელებული პროგრამები: 
  (დიახ/ გთხოვთ, მიუთითოთ განხორციელებული სამუშაოების წელი)
შენობის ბრტყელი სახურავის შეკეთება -----------------------------
შენობის ქანობიანი სახურავის შეკეთება ----------------------------
ლიფტის შეკეთება -----------------------------------------------------
შიდა წყალკანალიზაციის გაყვანილობის შეკეთება ----------------
სახურავის წყალსაწრეტი მილების შეკეთება ------------------------
ეზოს საერთო სარგებლობის ჭიშკრის აღდგენის და/ან სადარბაზოს კარების დამზადება და მონტაჟი ---------------  
----------------------------
ამხანაგობის კუთვნილი მიმდებარე ტერიტორიის დაფიქსირება (წითელ ხაზებში მოქცევა) -----------------------
პანელოვან შენობებში (მრავალსართულიანი კორპუსები, რომლებიც მონტაჟდებოდა ქარხნული წესით      დამზადებული მთლიანი სექციური კონსტრუქციებით) სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია ---------------
ბინათმესაკუთრეთა მიერ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე განხორციელებული ე.წ. მიშენებების (არაინდივიდუალური) კონსტრუქციების მდგრადობისა და სეისმომედეგობის განსაზღვრა ----------------------- 
სადარბაზოს შიდა, ასევე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში არსებული თაღების რემონტი ---------------
ამორტიზებული (მწყობრიდან გამოსული) ლიფტების მოდერნიზაცია (კაპიტალური შეკეთება) -------------
საერთო სარგებლობის ხის, ქვისა და ლითონის კიბეების აღდგენა ------------------------------ ------------------------
სადარბაზოში მოძრაობის სენსორული სანათების დამონტაჟება ------------------------------- ---------------------------
არაუმეტეს სამსართულიანი შენობის ან/და მისი შემადგენელი ელემენტების კაპიტალური გამაგრება---------------------------------------------------
ოთხსართულიანი ან ხუთსართულიანი შენობის ან/და მისი შემადგენელი ელემენტების გამაგრება--------------------------------------------------
მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში, ინდივიდუალური ბინების შესასვლელებიდან გეოთერმული ცხელი წყლის საზომი სისტემის თითოეულ ბინაში  საბოლოო მოხმარების წერტილებთან დაკავშირება  -------- ------------------------
ე.წ. ,,თბილისურ ეზოებში“ საერთო სარგებლობის აივნების აღდგენა   --------------------------------------------------------------
ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მიწისქვეშა ავტოსადგომების
მოწყობა---------------------------------------------------
სადარბაზოს შესასვლელის გაღების ვიდეო/აუდიოსისტემის ე.წ. ,,დომოფონის" დამონტაჟება -------------------
 
6. რა იგეგმება ამხანაგობის მიერ მომდევნო წლის მანძილზე, კვარტალურად პროგრამის ფარგლებში/რა იგეგმება ამხანაგობის მიერ მიმდინარე წლის მანძილზე, კვარტალურად პროგრამის ფარგლებში:
 
პირველი კვარტალი ---------------------------------------------------------------------------------------------
 
მეორე კვარტალი   ---------------------------------------------------------------------------------------------
 
მესამე კვარტალი   ---------------------------------------------------------------------------------------------
 
მეოთხე კვარტალი  ---------------------------------------------------------------------------------------------
 
7. ამხანაგობისთვის პროგრამის გარეთ განსახორცილებელი სამუშაოები :
(გამაგრებითი სამუშაოები, ტერიტორიის კეთილმოწყობა, გამწვანება, სპორტული მოედანი და ა.შ.)
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

8. შენიშვნა :-----------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
 
/                  /                                    ----  ---------------  წელი