„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სახაზინო სამსახურში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 მაისის N313 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სახაზინო სამსახურში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 მაისის N313 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 382
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 20/11/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/11/2013
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.033.016588
382
20/11/2013
ვებგვერდი, 26/11/2013
010320040.22.033.016588
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სახაზინო სამსახურში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 მაისის N313 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №382

2013 წლის 20 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სახაზინო სამსახურში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 მაისის N313 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

     „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
        „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება  - სახაზინო სამსახურში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 მაისის N313 ბრძანებაში (სსმ III,  29.05.2009, №65, მუხლი 718) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

          1. პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის   29-ე - 36 4   მუხლების და VIII თავის, ,,საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №46 ბრძანებულებისა და ,,საჯარო მოხელეთა ატესტაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №47 ბრძანებულების შესაბამისად, ვბრძანებ:“.

2. ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სახაზინო სამსახურში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის“:

ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. გამოყენების სფერო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სახაზინო სამსახურში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესი (შემდგომში - წესი) განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება  სახაზინო სამსახურში (შემდგომში - სამსახური) ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის ჩატარების, სამსახურის მოხელეთა ატესტაციის ჩატარების და სამსახურის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის (შემდგომში - კომისია) საქმიანობის წესს.“;

ბ)  მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ)  მე-7 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. კონკურსის გამოცხადება

1. კონკურსს სამსახურში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად სამსახური აცხადებს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით.

2. კანდიდატებს განცხადების წარსადგენად ეძლევათ არანაკლებ 10-დღიანი ვადა კონკურსის გამოცხადების დღიდან. კონკურსის გამოცხადების დღედ ითვლება ბოლო გამოცხადების მომენტი.

3.  შეტყობინება კონკურსის შესახებ უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) სამსახურის დასახელებას და კონკურსის წესით შესავსები თანამდებობების დასახელებას და რაოდენობას;

ბ) კანდიდატისათვის წაყენებულ მოთხოვნებს;

გ) თანამდებობრივი სარგოს ოდენობას;

დ) შესასრულებელ სამუშაოს;

ე) აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალს და წარდგენის ვადას;

ვ) კომისიის მისამართს.

 4. კომისიის სხდომა ტარდება კონკურსის გამოცხადების დღიდან არაუადრეს 10 დღისა.“;

დ)  მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) კანდიდატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის ვაკანტური თანამდებობისათვის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში, კანდიდატთა რეგისტრაციას;“;

ე) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 10. კონკურსისათვის წარსადგენი საბუთები და კონკურსზე გამოცხადების წესი

1. კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა შეიძლება მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით.

2. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) ავტობიოგრაფია (CV);

გ) ფერადი ფოტოსურათი;

დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ე) განათლებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;

ვ) შრომის წიგნაკის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ზ) სხვა დოკუმენტები საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად (კომისიის გადაწყვეტილებით).

3. არასაპატიო მიზეზით დაგვიანების შემთხვევაში კანდიდატი კონკურსის ცალკეულ პროცედურაზე არ დაიშვება.“;

ვ) მე-12 მუხლის:

ვ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კონკურსი შესაძლებელია მოიცავდეს შემდეგ ეტაპებს:

ა) აპლიკაციების შეფასება/გადარჩევა;

ბ) წერითი დავალება;

გ) სხვადასხვა სახის ტესტირება;

დ) გასაუბრება.“;

ვ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. კონკურსის პროგრამისა და ფორმის საჯაროობას უზრუნველყოფს კომისიის თავმჯდომარე კონკურსის ჩატარებამდე ერთი კვირით, ხოლო  კონკურსის პირობებისა და ჩატარების გრაფიკის საჯაროობას - სამი კალენდარული დღით ადრე მაინც.“;

ზ) მე-13 მუხლის:

ზ.ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5. კომისიის თავმჯდომარე ან კომისიის სხვა უფლებამოსილი პირი, გადაწყვეტილების გამოტანიდან არა უგვიანეს 5 დღისა, წერილობით აცნობებს ყოველ კანდიდატს მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას, ხოლო საქართველოს ფინანსთა მინისტრს/სამსახურის უფროსს - კომისიის მიერ წამოყენებული კანდიდატის ან კანდიდატის წამოყენებაზე უარის შესახებ.“;

ზ.ბ) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

თ) მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ი) მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ატესტაციას დაქვემდებარებულ მოხელეთა სიასა და ატესტაციის ჩატარების გრაფიკს ამზადებს სამსახურის ადმინისტრაციული სამმართველო (შემდგომში -  სამმართველო) და კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს სამსახურის უფროსი.“;

კ) მე-17 მუხლის:

კ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. ატესტაციის პროცესის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელის უშუალო ხელმძღვანელი სამმართველოში წარადგენს დახასიათებას ,,საჯარო მოხელეთა ატესტაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის N47 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,მოხელის დახასიათების“ (დანართი N1) მიხედვით. იგივე ფორმას ავსებს და წარადგენს სამმართველოში ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელე.“;

კ.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ატესტაციის ჩატარებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას უზრუნველყოფს სამმართველო.“;

ლ) მე-19 მუხლის:

ლ.ა) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საქართველოს ფინანსთა მინისტრი/სამსახურის უფროსი კომისიის დასკვნისა და რეკომენდაციის საფუძველზე, ატესტაციის დასრულებიდან 1 თვის განმავლობაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას კვალიფიკაციის ამაღლების, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების ან მოხელის დაწინაურება/დაქვეითების შესახებ.

6. თუ ატესტაციის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, მოხელე არ შეესაბამება ან ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას, საქართველოს ფინანსთა მინისტრს/სამსახურის უფროსს უფლება აქვს მოხელე გაათავისუფლოს თანამდებობიდან.“;

ლ.ბ) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელინოდარ ხადური