დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 03/207 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი |
მიღების თარიღი | 13/11/2013 |
დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/11/2013 |
სარეგისტრაციო კოდი |
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის
ბრძანება№03/207
2013 წლის 13 ნოემბერი
ქ.თბილისი
არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე
საქართველოს უმნიშვნელოვანესი ისტორიულ-კულტურული ფასეულობის სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, „ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის" 51-ე, 52-ე, 53-ე მუხლებისა და „ კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი:
ა) საბავშვო ლიტერატურული ჟურნალის ტრადიციას – ჟურნალი „ დილა";
ბ) ცეკვა „ ხორუმს ";
გ) მესხური ყველი „ ტენილის “დამზადების ტექნოლოგიას.
2. დაევალოს კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის, ორგანიზაციების კოორდინაციისა და ნებართვების დეპარტამენტს ამ ბრძანების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში ბრძანების პირველ მუხლში მითითებული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მონაცემების სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვა.
3. ეთხოვოს კულტურული მეკვიდრეობის დაცვის საბჭოს წარმოადგინოს შესაბამისი დასკვნა ბრძანების პირველ მუხლში მითითებული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისათვის კატეგორიის მინიჭების თაობაზე.
4.ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს მთავრობაში (მისამართი: ქ. თბილისი, პავლე ინგოროყვას ქ. № 7).
მინისტრი გ. ოდიშარია
დოკუმენტის კომენტარები